*17 წლის შემდეგ*
-გთხოვთ ქალბატო , მალე დაღამდება და სახლში უნდა ვიყოთ.- სამოსს ჩაბღაუჭებული მისდევდა უკან მსახური ქალბატონს.
-კარგი რა სელი , დამშვიდდი . მამას მე ვეტყვი დაგვიანების მიზეზს ახლა კი გთხოვ ჩუმად იყავი ,თორემ დამიბრთხე ნადირი.- მშვილდ-ისარი მოიმარჯვა და ცხოველს დაუმიზნა.
-მგონი საკმარისად ინადირეთ დღეისთვის,ახლა კი გთხოვთ უკან დავბრუნდეთ.-მსახური მუდარით ეუბნებოდა ქალბატონს,თუმცა იმდენად იყო გატაცებული ცხოველის თვალიერებაში ერთი სიტყვაც ვერ გაიგო.
-ეს რა ჯანდაბაა?! - უცებ წამოიძახა გოგონამ და მსახური ზურგს უკან ამოიყენა.- ხმა არ ამოიღო!
-რრაა? რა ხდება?! - აკანკალებული ხმით მიმართა მსახურმა.
-სელი,დამშვიდდი და მაცადე!-მკაცრად მიმართა და ბუჩქებს იქეთ გაიხედა.- ალბათ მონადირეები არია,წამო გავიდეთ.-მაჯაში ხელი ჩაჰკიდა და მამაკაცებისკენ დაიძრა.
რაც უფრო ახლოს მიდიოდნენ უფრო მკრთალად ხედავდნენ ორ სხეულს,ორივე ახალგაზრდა ყმაწვილი იყო,ქალბატონის ასაკის.ეტყობოდათ ,რომ დაბალი ფენის არც ერთი იყვნენ,უმაღლესი ხარისხის რკინისგან დამზადებული ისრები ჰქონდათ და ძვირადღირებული სამოსი ემოსათ.
ფეხის ხმაზე ერთ-ერთი უეცრად მოტრიალდა და ქალბატონს ხმალი კისერზე მიაბჯინა,თუმცა რაღა ქალბატონს ,ისე იყო გამოწყობილი მამრისგან ვერ გაარჩევდი.
-ქალ..
-სელი , გაჩუმდი ! -სიტყვა შეაწყეტინა ქალბატონმა და მის წინ მდგომ ყმაწვილს ხმალი დაბლა ჩააწევინა - არა მგონია ცუდ საქმეზე მოსულს ვგავდე,ასე რომ მოაშორე ეგ შენი გხმალი!- კბილებში გამოსცრა და ყელზე ხელი გაისვა.