აღიარება

2.2K 143 38
                                    

- სახელი, გვარი
- ჯიმინი.
-მთლიანი სახელი და გვარი გკითხე ნაბიჭვარო
-პაკ ჯიმინ
-მგონი გასაგებია რის გამოც ხარ აქ, თუ შენი სახიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ სიტუაციაშიც გაგარკვიეს, არ მესმის შენნაირი სულელი ბავშვების, ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭი ხარ, როგორ მიეცი უფლება ასე ეცემე მათ, ცუდია, ახლა როცა სხვა გზა არ გაქ, ფიქრობ, რომ ნეტავ თავიდანვე დათანხმებულიყავი შემოთავაზებას, ახლა კი როცა აქ ხარ, მომავალში კიდე უფრო ბევრს ინანებ, იმასაც კი რომ გაჩნდი, ყველაზე მეტად იცი რას?

ჯიმინი ხმას არ იღებს, შიშიგან ცახცახებს, თუმცა იცის ეს უარესია. ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და შეშინებული ამბობს.
- რას? - თან სისხლიანი ნერწყვი მოადგა ენაზე, ცდილობს გადაყლაპოს და ეს საზიზღარი შეგრძნება კიდევ უფრო ცუდათ ხდის.
- ინანებ, რომ არასწორ ადგილას, არასწორს დროს უბრალოდ სუნთქავდი, ამ შემთხვევაში კი აღმოჩნდი, თავს ნუ დაიდანაშაულებ, სამყარო ასეთია, ბევრი უსამართლობაა ირგვლივ, ამიტომ შენ პირველი არ ხარ, შემიძლია შემოგთავაზო რომ თავი ამით დაიმშვიდო, იქ შენნაირს ბევრს გაიცნობ, ვერ გეტყვი რომ ბედნიერებისგან იქიდან გამოსვლა აღარ უნდათ და ყველაფერი მათ საკეთილდღეოდაა თუმცა მოსაფერებლად არაა ეს ადგილი შექმნილი, ,, იცინის'' კარგი, კარგი, ნუ ხარ ასეთი შეშინებული, ერთ ცხოვრებისეულ რჩევას მოგცემ, არ იდარდო იმაზე რასაც ვერ შეცვლი, როგორი რთულიც და გაუსაძლისიც არ უნდა იყოს, მხოლოდ 8 წელი, თუმცა ამის შემდეგ რა მოხდება ვერც იმას გეტყვი, საბოლოოდ ამ საბუთზე გაქ ხელი მოსაწერი.
- პროკურორო, თქვენ მეუბნებით რომ ამ უსამართლობისგან თავი იმით დავიმშვიდო რომ ასეთი ბევრია, რომ სხვისი უბედურება ჩემი უბედურების გასაწყალებლად გამოვიყენო?
- ჯიმინ, რატომ სვავ ბავშურ კითხვებს, ჯერ ასე არავისთან მისაუბრია, მადლობა თქვი, მე გეუბნები რომ სხვა გზა არ არსებობს, ახლა კი ხელი მოაწერე და შენ სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდები.
ჯიმინმა კანკალიათ მოკიდა ხელი კალამს, ფურცელი თავისკენ მოწია თუმცა ხელი ვერ დაადო მის გასაჩერებლად, რომელიც პრიალა მაგიდაზე სრიალებდა. პროკურორმა სალფეტკი ამოიღო და ჯიმინს მიაწოდა, რომ სისხლიანი ხელი გაეწმინდა, როგორც იქნა გადაფლეთილ თითებს შორის მოაქცია ჯიმინმა კალამი და საბოლოოდ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელისგანაც ახლა ვერავინ იხსნიდა, ეს მისი ბოლო იძულებითი გადაწყვეტილებაა, ახლა ის ახალ საცხოვრებელში მიდის.

დამელოდე Место, где живут истории. Откройте их для себя