1 კვირის შემდეგ
როცა ერთი დღე უჩემოდ გათენდება, როცა ადამიანები, ჩემს გარშემო მგლოვიარენი გახდებიან, მაშინ მეცოდინება ზუსტად პასუხი, რომ სიცოცეს მხლოდ ტკივილი მოაქ, როცა ვერასდროს შევახებ მიწას ფეხებს, ისე როგორც ცოცხალი, მაგრამ ამავდროულად მიწა მშთანთქავს, როცა წვიმისგან თავის შესაფარებლად სად აარ გავქცეულვარ, ახლა გაუნძრევლად მომიწევს მაში ცურვა, მხოლოდ ახლა ვფიქრობ, რომ ეს უკიდეგანო ცა შეიძლება საცხოვრებელიც იყოს, სამყაროზე მშვენიერი, ციხეზე მშვენიერი, ოცნებაზე მშვენიერიც კი, მაგრამ არა ჩემი და ჯიმინის რეალობაზე ნამდვილი და მყარი, არა ჯიმინის თვალებზე ლამაზი...
***
როგორც იქნა მოსაღამოვდა, საათები მხოლოდ ჩემთვის ითვლიდნენ უკან, თუმცა მაინც ჩვეულებრივად ვუყურებდი ყველაფერს სანამ კარზე კაკნუნი არ გავიგე.
- დაბლა ჩამოდით.
ნელა გავდივარ, საკნიდან, ჯიმინს ველოდები მაგრამ არაუშავს, ალბათ ისევ პროკურორია, მნახავს საბოლოოდ, მაგრამ არა, წერილი მომცეს, დავხედე და გაკრული ხელით აწერია ავტორი.იუნგი, შენ დილის გათენებას ელოდები, შეიძლება არც დაიძინო, მე არ ვიცი, ვერ გითანაგრძნობ რას ნიშნავს იცოდე, რომ ეს ღამის წყვდიადი შენთვის ბოლოა, მე არ ვიცი რას გრძნობ მართალია მაგრამ მე არ ველოდები დილის გათენებას, მე მეშინია როცა ვიცი სიახლოვეს ვერ გავბედავ შენთან, მეშინია რომ ბოლო წუთს ყველას თვალწინ ავქვითინდები, მე ვერ გავბედე შენთვის ეს მეთქვა, რომ დანაშაულის გრძნობა მკლაავს, ახლა ჩემს ვაჟს ვუყურებ რომელსაც ძინავს, რომელსაც თითს ვერავინ დაადებს, გესმის იმიტომ რომ მე ვყავარ, მაგრამ რატო ვერ დაგიცავი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემ, როცა ჩემ შვილს თავს შევაკლავ, რატო არ გავაკეთე ეს შენთვისაც? წარმოვიდგენ მას ასეთი ცხოვრების გადატანა რომ მოუწიოს, ახლა ისე ვიტანჯები, ძილი არ მეკარება, ზაფხულია და ისე მცივა ვიყინები, შენი საუბარი, შენი ცივი საუბარი მახსენდება, რომელიც მათბობს, პირველი ადამიანი ხარ ვინც ასე იმოქმედა ჩემზე, მაპატიე, თუ კი შეძლებ, გთხოვ მაპატიე, იქ სადაც წახვალ არ გამიხსენო, დამივიწყე რომ ვიღაც ნაბიჭვარი ასე მოგექცა, ძილში შენს სიტყვეებს ვნახულობ და შემდეგ გიჟივით ვიღვიძებ '' სიკვდილი არ მინდა'' მე მეშინიაა სიკვდილის იუნგი და შენ, ჩემზე პატარა , შენ უტვინო ბიჭო, იუნგი კოდევ მაპატიე, შეძელი რამენაირად არ გაიყოლო ჩემზე წყენა, მე თუ მეცოდინება რომ მშვიდად წახვედი, იქნებ როდესმე მშვიდად შევძლო სუნთქვა, რომ ჩემს შვილს მკვლელი არ ვეგონო, ან კითხვა არ გაუჩნდეს როგორი მამა ყავს, მე გემუდარები მაპატიო, რომ ასეთი ნაძირალა ვარ თვალებშიც ვერ გიყურებ ისე გთხოვ პატიებას. შენი პატიება ერთადერთია ახლა რაც მჭირდება...
ВЫ ЧИТАЕТЕ
დამელოდე
Fanficმკვლელი იუნგი და უდანაშაულო ჯიმინი ერთმანეთს ციხეში გაიცნობენ. ასევე იქნება თექუქი. *** მონატრების სისუსტე სირცხვილი არაა ჯიმინ, მითუმეტეს მაშინ, როცა შენი არ ესმით. იუნგის უყვარხარ, ამის გამო ღირს ცხოვრება