გაჩერდი, ნუ წახვალ

850 101 3
                                    

იუნგის მთლიანი პირი გამოტენილი ქონდა, მაგრამ მაინც გაყვა ქუქის.
 თვალებში ჩაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს მონატრებული თეჰიონი და ქუქი, მათ შოროს ახლა გაბრაზებაც იგრძნობოდა, სიყვარულიც, მონატრებაც და ერთმანეთის წყურვილიც, ქუქი მიუახლოვდა, დაბნეულობისგან დაჯდომაც ვერ გაბედა, თავჩაქინდრული  დადგა, ეს ესაა პირი უნდა გაეხსნა და თეჰიონი მაგიდიდან ადგა, სწრაფად უნდოდა გასცილებოდა იქნაურობას, ნევრიულობის და სისუსტის შიში კლავდა, რომ მის პატიებას შეძლებდა.
ჯიმინი: გაყევი რას დგახარ.
ქუქიმ ღრმად ამოისუნთქა და თეჰიონს გაყვა.
თეჰიონი: ყველაფერი დავამთავრეთ მე და შენ, ვიღაცეებს მიგზავნი? არავინ უნდა იცოდეს ჩვენს ურთიერთობაზე, მე მცხვენია, რომ შენნაირი კაცის მჯეროდა.
ქუქი: თეჰიონ, იცი რამდენიხანია ვნატრობ მხოლოდ დამლაპარაკებოდი, თუნდაც გაგელანძღე, მე ვნატრობდი ჩემთვის რამე გეთქვა, ჩვენი ერთმანეთთან დაახლოება გახსოვს თეჰიონ? გახსოვს აქ რომ პირველად ჩაგჭიდე ხელი, გულზე მიგიკარი და აქედან გაგიყვანე, მე ყველა წამი მახსოვს შენთან გატარებული თეე,
თეჰიონი: ნუღარ მეძახი ასე, ნუუ, არ შემიძლია.
ბიჭი ჩაიმუხლა კედელთან და ტირილი დაიწყო. ქუქი მივარდა, ხელები სახეზე მოკიდა და სახე ამოუწია.
ქუქი: ვერ ვუყურებ შენს ცრემლიან თვალებს, ვერ ვაპატიებ ჩემ თავს, რომ ისევ მე ვარ მათი მიზეზი, თეჰიონ შემომხედე, თეე, მე არ ვიცოდი სიყვარული, არ ვიცოდი, რომ მონატრება ადამიანს ანადგურებდა, რომ სიყვარულში სიამაყე არაა და ყველაფრის ფასად ვცდილობ დაგიბრუნო, ერთადერთი ნათელი ვარსკვლავი ხარ ჩემს ცხოვრებაში, შენი სუნთქვის რითმი ჩემი საყვარელი მუსიკაა, შენი სურნელი ჩემი საყვარელი სუნამო, შენი თითები ჩემი სიძლიერეა, რომელსაც შემიძლია ჩავეჭიდო, თეე, ისევ ისე მიყვარხარ როგორც ადრე, შემომხედე, შეხედე შენს ქუქის, როგორი შეცვლილია, თვალებში მიყურე და მითხარი, რომ ჩემი სიტყვების არ გჯერა, შეხედე შენს გარეწარ სიყვარულს, რომელმაც მიგატოვა, იმიტომ რომ სხვა ციხეში გადამიყვანეს, იმიტომ, რომ ჩემი სასჯელი არ იკმარეს და უარესად გამიმეტეს, ყოველდღე წამებაში გავატარე, იმ იმედით რომ გნახავდი, შენს თითებს ზურგზე ვიგრძნობდი ერთხელაც და ამით ფილტვებს გამითბობდი, ახლა კი მითხარი, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ, რომ არ გიყვარვარ, არ შემიძლია თე შენს გარეშე, ამას ყველაზე გულწრფელად ვამბობ, რაც კი როდესმე მითქვამს.
  თეჰიონი გაჩუმდა, თავი არ ჩაუხრია, გაშტერებული უყურებდა ქუქს, თვალები ცრემლებით ევსებოდა, დახამხამებასაც ვერ ბედავდა, ამ დროს ქუქმა თეჰიონს ხელი გაუშვა,  სახიდან ცრემლები მოიწმინდა, ზემოდან დახედა, ის  ყველაზე ფარხმალდაცემულ ადამიანს გავდა, რომელიც უიმედოდ გადიოდა ოთახიდან და ამ დროს.
თეჰიონი: გაჩერდი,
ქუქი გზას განაგრძნობდა ნელი ნაბიჯით.
თეჰიონი: ჯანდაბა გაჩერდითქო, ქუქი, გაჩერდი, ნუ წახვალ,  აარრ შემიძლიაა..
წამოხტა იატაკიდან, ქუქის წინ გადაუდგა დაა ყველაზე ძლიერად, რაც კი შეეძლო აკოცა, თმებზე ექაჩებოდა, მთელი ძალით სხეულზე იკრავდა,  ოხვრით ლაპარაკობდნენ.
თეჰიონი: ნაძირალა ხარ რომ მიმატოვე
ქუქი: მენატრებოდი, მენატრებოდი.
თეჰიონი: ეს ტუჩები, არც მე შემიძლია შენს გარეშე ქუქ.
ქუქი: უფრო მაგრად მაკოცე, დღეიდან შენს თავს ვერავინ წამართმევს.
თეჰიონი: მე ისედაც ყოველთვის შენი ვიყავი.
ქუქი: შენი კანი, შენ სუნს ვგრძნობ.
ქუქი თეჰიონის თითებს სახეზე იტარებს, კოცნის, ეთაყვანება, თეჰიონის კი ეცინება და საპასუხოდ ბედნიერებით სავსე ღიმილს ჩუქნის.

დამელოდე Место, где живут истории. Откройте их для себя