∆•Becouse I Love You •∆
Part 1/ Chapter:1
დილით ვიღაცის ხმამ გამომაღვიძა.რომელიც მაფრთხილებდა რომ უკვე ადგომის დრო იყო.საწოლიდან თვალების ფშვნეტით წამოვდექი და სააბაზანოს მივაშურე.სწრაფად მოვწესრიგდი და ოთახში გამოვედი.საწოლი მივალაგე და კარადასთან დავდექი.დიდი ფიქრის შემდეგ ყვავილებიანი კაბა,თეთრი ტოპი და თეთრი კეტები გამოვიღე.საღამურები გავიხადე,ტანზე არჩეული ტანსაცმელი მოვირგე,საღამურები კარადაში შევალაგე და თმა უბრალოდ ჩამოვივარცხნე.ჩანთაში წიგნები ჩავალაგე,ჩემი ტელეფონი აიღე და ოთახიდან გავედი.კიბეები სწრაფად ჩავიარე,როცა სახლში სრული სიჩუმე იყო დავფიქრდი სად შეიძლება ყოფილიყო დედა ან ზეინი.მერე კი გამახსენდა რომ ზეინი მამასთან იყო წასული LA-ში უკვე ერთ კვირაზე მეტი,დედა კი სამსახურში.როცა საათს დავხედე რომ დრო შემემოწმებინა უკვე ცხრის ორდაორი წუთი იყო,დედა კი სამსახურში ცხრა საათზე მიდის,ალბათ სამზარელოშია,გავიფიქრე და სასურველი ოთახის გზას გავუდექი.სულ დამავიწყდა გაგცნობოდით მე მეი რიდი ვარ,მყავს უფროსი ძმა ზეინი.ის მამის გვარზე დარჩა მას შემდეგ რაც ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს,მე კი დედის გვარზე დავრჩი,რიდი.დედას კეიტი ჰქვია და ჟურნალისტია,მამა ცნობილი ბიზნესმენი,ანტონ მალიკი.მე,დედა და ზეინი ლონდონში,ერთ პატარა სახლში ვცხოვრობთ.მე კოლეჯში ვსწავლობ უკვე მესამე წელია,დღეს მესამე "კურსზე" გადავედი.როცა სამზარეულოში შევედი წინაფრით მოფუსფუსე დედა დავიმახე,რომელიც რაღაც უგემრიელესს ამზადებდა.როდესაც დამინახა გაიღიმა და მანიშნა დავჯდარიყავი.ჩანთა სკამის საზურგეზე გადავკიდე და ჩამოვჯექი.
-დღეს კოლეჯის პირველი დღეა.როგორ განწყობაზე ხარ?-მითხრა დედამ და თვალები ინტერესით შემომანათა.მე კი როგორც ყოველთვის თვალები ავატრიალე.
-კარგი რა მის რიდ!თითქოს კოლეჯში პირვლად მივდიოდე!რას იტყვით გასულ 2 წელზე?-ვთქვი თითქოსდა ნიშნის მოგებით და დედას მოჭუტული თვალებით გავხედე.მისგან მხოლოდ ჩაცინება მივიღე.
YOU ARE READING
Because I Love You (Harry Styles +18!)
Fanficსიყვარული. გრძნობა რომელიც დაუკითხავად ეწვევა ნებისმიერის გულს თუ გონებას. გრძნობა რომელიც თითოეულის გონებას ურევს, ისე თითქოს ტორნადოს გადაუვლია. გრძნობა, რომლის დროსაც ვერც გულს და ვერც ფიქრებს ვერ ეწინააღმდეგები. გინდა მხოლოდ იმ ერთთან იყო, ვინც...