Part 1/ Chapter:3
ზეინმა ყველაფერი მიამბო და აღშფოთებული დავრჩი მოყოლილი ისტორიით.ოთახი დავტოვეთ და მისაღებში ჰარისთან და ნინასთან ჩავედით,ჩემი საქციელის გამო თავს მაღლა ვერ ვწევდი.მათვის ვერაფრის თქმას ვბედავდი.ძლივს მოვახერხე და თავი მათ გავუსწორე,როცა ნინა ძლიერად ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ხელები და პატიება ვთხოვე.
-კარგი მეი,დაივიწყე ვის არ მოსვლია ერთი შეცდომა.ეგ არაფერი,დაივიწყე.-ნინას მხოლოდ თავი დავუქნიე და მასთან ერთად დივანზე დავჯექი...ზეინმა ყოველთვის იცის ასეთი სიტუაციები როგორ განმუხტოს,ახლაც ვატყობ რაღაც გეგმა აქვს.
-ხალხო,რა მკვდარი სულებივით სხედხართ?!ეხლა საკუთარ თავს რომ შეხედოთ შეგეშინდებათ...განსაკუთერებით მისტერ გაროლდას...-თვალები მოჭუტა და ეშმაკურად გახედა ჰარის.იცოდა მისი რეაქცია რაც იქებოდა.
-კარგი რა ზეინ,ხომ იცი როგორ ვერ ვიტან როდესაც გაროლდას მეძახი?!-ზეინმა აღარფერი თქვა რადგან ჰარის გამომეტყველებით მიხვდა აზრი არ ქონდა არაფერს...დღეს "ჩაფლავდა",არაფერი გამოუვიდა.მალე დედა შემოვიდა მისაღებში.
-როგორც ჩანს გაარკვიეთ,მიხარია.ჰარი,ნინა თქვენი ოთახები მზადაა,შეგიძლიათ დაისვენოთ.
-მადლობა ქეიტ.
-არაფერს ძვირფასო.
-ნივთებს ზემოთ ავიტან-თქვა ჰარიმ და ფეხზე წამოდგა.ნინას და მისი ჩემოდნები აიღო და მეორე სართულზე ამავალ კიბეებს გაუყვა...დედამ მიაძახა რომ ქვემოთ ჩამოსულიყო რადგან ვახშამი თითქმის მზად იყო...მე,ზეინი და ნინა დედას გავყევით სამზარეულოში,მალე ჰარიც შემოგვიერთდა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.მისი ეშმაკური სახე არ მომწონდა,დავიჯერო რამე ჩაიფიქრა?!არამგონია.
-ბავშვებო,დღეს ანტონთან მივფრინავ LA-ში,ნივთები უკვე მზად მაქვს.მინოდა ეს თქვენთვის ვახშმისას მეთქვა.-თქვა დედამ და ჩვენს რეაქციას დააკვირდა.მე დიდად არ გამხარებია რადგან დესპოტი ჰარი რამეს მოიფიქრებს და გამამწარებს...ნინა კარგი ადამიანი ჩანს მაგრამ ახლა გავიცანი,იქნებ ის ჰარიზე უარესია,ვინ იცის?აი ზეინი კი სულ სხვაგანაა.სახლში იშვიათად ვხედავ.ძმაკაცები და მისი ყალთაბანდების ჯგუფი ოჯახს ურჩევნია.მე მარტო მომიწევს ასე გამოდის ოთახში ყოფნა და არ მინდა მარტო ვიყო,რადგან როდესაც მარტო ვარ უაზრო აზრები მაწუხებს,ამან შეიძლება დეპტესიამდეც კი მიმიყვანოს...როდესაც პატარა ვიყავი ხშირად ვიყავი დეპრესიაში,რადგან ზეინი ყურადღებას არ მაქცევდა,დედა კი სულ სამსახურში იყო და საბუთებში ჰქონდა თავი ჩაფლული.მე ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი იქნებ ჩემი ბრალი იყო რომ დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ.ეს აზრი ხშირად მიბყრობდა მაგრამ ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი...ცხოვრებას ნათელ ფერებში ვხედავდი და ასეც იქნება ყოველთვის...
YOU ARE READING
Because I Love You (Harry Styles +18!)
Fanfictionსიყვარული. გრძნობა რომელიც დაუკითხავად ეწვევა ნებისმიერის გულს თუ გონებას. გრძნობა რომელიც თითოეულის გონებას ურევს, ისე თითქოს ტორნადოს გადაუვლია. გრძნობა, რომლის დროსაც ვერც გულს და ვერც ფიქრებს ვერ ეწინააღმდეგები. გინდა მხოლოდ იმ ერთთან იყო, ვინც...