შოუს დასრულებიდან ორი წლის შემდეგ.
26:09:2020-იმ დღეს ვფიქრობდი რომ ეს დღე ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ერთი წლის შემდეგ მივხვდი რომ ეს დღე იყო დასაწყისი რაღაც ძალიან მშვენიერის.
ჟურნალისტის შეკითხვას ვუპასუხე და მაქსიმალურად ვეცადე რომ სახეზე არ შემტყობოდა ის რასაც მართლა ვგრძნობ.
-გასწავლათ თუ არა მასთან გატარებულმა ერთმა წელმა რამე?
ქერათმიანმა ჭურნალისტმა კიდევ ერთი შეკითხვა დამისვა.
-რათქმაუნდა ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამე ვისწავლეთ და ზოგადად ამ შოუმაც ბევრი რამ გვასწავლა ორივეს.
საბოლოდდ გავიღიმე და მენეჯერს ვანიშნე რომ ინტერვიუს გაგრძელება აღარ მსურდა.
-პატივცემულო ჟურნალისტებო მადლობთ კითხვებისთვის,მაგრამ სამწუხაროდ დღეს ინტერვიუ დასრულებულია.
როგორც იქნა მორჩა ამდენი ხმაურისგან უკვე თავი მტკივა.შვიდივე ბიჭი წამოვდექით ,საზოგადოებას მადლობა მოვახსენეთ მოსვლისთვის და გასასვლელისკენ გავემართეთ.სანამ მანქანამდე მივიდოდით ჯიმინმა მხარზე ხელი დამიტყაპუნა და გამიღიმა იმის ნიშნად რომ ყველაფერი ახსოვდა.მეც საპასუხოდ გავუღიმე და შემდეგ მანქანაში ჩემი ადგილი დავიკავე.
დღე როდესაც შოუს შესახებ გავიგე
10:09:2018-ბიჭებო სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში წამოდით თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს.
თქვა ჩვენმა მენეჯერმა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.ექვსმა ბიჭმა დაბნეული მზერა ნამჯუნს მივაბყარით რომელმაც მხრები აიჩეჩა.
-რას მიყურებთ მე არაფერი არ ვიცი.
თქვა თუ არა ნამჯუნმა იონგიმ მაშინვე ხმა ამოიღო.
YOU ARE READING
We Got Married (JJK FanFic)
Любовные романы-21 წლის ასაკში ცოლს რაღაც იდიოტური შოუს გამო არ მოვიყვან. ვიყვირე! ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.რამოდენიმე წუთის შემდეგ კი მენეჯერმა წყნარად მომიგო. -მოგიწევს.