"7" სასაცილო სტატია

278 26 11
                                    

მოლიდან დაბრუნების შემდეგ ნენსი გენერალურ რეპტიციაზე წავიდა,მე კი ერთ საათში კომპანიაში ფოტოსესიაზე უნდა წავიდე.

ნამჯუნის შუგას და ჰობის უკვე ჰქონდათ გადაღებები.დღეს კი მე და ჯინის ჯერია.

-ჯინი სადაა?-ვკითხე ჯიმინს რომელსც თავის პატარა ბლოკნოტში ,რაღაცას ხატავდა.

ბიჭმა დაბნეული სახით ამომხედა,აშკარად ვერ გაიგონა რა ვკითხე.

-ჯინი სად არის?-კითხვა გავიმეორე.

-სააბაზანოშია მგონი იბანს,ან ჰობისთანაა ოთახში.-მიპასუხა და ისევ დაუსრულებელ ნახატს მიუბრუნდა.

ჰობი ერთადერთა ვისი ოთახიც პირველ სართულზეა,იმის გამო რომ დილით ის ყველაზე გვიან იღვიძებს,პირველ სართულზე ხმაური აკრძალული გვაქვს.ამიტომ სანამ ჰობი არ გაიღვიძებს ნამჯუნს პირველსართულზე არ ვუშვებთ.

ჯიმინს გვერდი ავუარე და ჰობის ოთახისკენ გავემართე.ჯიმინი მართალი აღმოჩნდა,ჯინი ჰობის ოთახში დამხვდა.

ჯინი და ჰობი,ჰობის ტელეფონში რაღაცას კითხულობდნენ და პარალელურად სიცილით კვდებოდნენ.

ვერცერთმა ვერ შეამჩნია ჩემი ოთახში შესვლა,სანამ მათი ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა არ დავახველე.პირველმა ჯინმა შემომხედა და სიცილი შეწყვიტა,ჯინის შემდეგ კი ჰობიმაც იკადრა ჩემთვის შემოხედვა.

-ოჰჰ ქუქი მოსულა,რამე გინდოდა?-მიკითხა ჰობიმ და გამიღიმა.

-არაფერი უბრალოდ ერთ საათში მე და ჯინს ფოტოსესია გვაქვს და მაინტერესებდა მზად იყო თუ არა.

-მზდ ვარ ,მაგრამ როგორ მოხდა რომ შენ მე გადამოწმე?-მკითხა ჯინმა და ჰობის გახედა.

- ნენსი ჯერ ქუქის ცოლი არც კი გამხდარა და უკვე გამოგვისწირა ბიჭი.

-მოკეტე.-ვუთხარი ჰობის და ჩემს გვერდით მდგომ სავარძლიდან აღებული ბალიში თავში ვესროლე.

We Got Married (JJK FanFic)Where stories live. Discover now