"2" კაფე გარეუბანში

397 31 44
                                    

უკვე შევეჩვიე რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში კამერები ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია,მე უნდა მოვიქცე ისე რომ ჩემი ფანებისთვის სამაგალითო ვიყო.

ამის აღიარება არ მომწონს მაგრამ კამერების ფობია მაქვს,მე ჯეონ ჯონქუქს BTS ცნობილ ოქროს მაკნეს გოგოებზე მეტად კამერების მეშინია.მეშინია რომ რამეს ისეთს გავაკეთებ ან ვიტყვი რაც ჩემი და ჩემი ჯგუფის წევრების კარიერას გაანადგურებს.

ახლა კი კამერები მთელი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი იქნება.ვიცი რომ ამ შოუს მიზანი ისაა რომ აიდოლებს შოუს განმავლობაში ერთმანეთი შეუყვარდეთ,მაგრამ აღარავინ ფიქრობს იმაზე თუ შოუს დასრულების შემდეგ რა მოგველის.არამგონია ჩემი ფანები სხარულით შეხვდნენ ჩემს შეყვარებულს.ასე რომ არ ვაპირებ იმ გოგოსთან არაფერს, ისევ იმისთვის რომ ფანები გავახარო და ჩემი და ჩემი ჯგუფის კარიერა საფრთხეში არ ჩავაგდო.

-ქუქი იმედია გეგმა კარგად გაიგე.

ნამჯუნმა გამომაფხიზლა ფიქრებიდან,მგონი ჩემზე მეტად ის ნერვიულობს.

-კიკი ყველაფერი გასაგებია.

არაფერი არ არის გასაგები.

-აბა გაიმეორე გეგმა?

-კაფეში მივდივარ და ჩემს საცოლეს ვხვდები.

სიტყვა საცოლე გამოვკვეთე და თან თვალებიც გადავატრიალე მისი წარმოთქმისას.

-საერთოდ არ მისმენდი?

-არა

ვაღიარე მან კი თავში ერთი კარგად წამომარტყა.

-იდიოტო ამდენი ტყუილად მალაპარაკე.

-ამდენ ლაპარაკს გეგმა მითხარი

ნამჯუნმა გეგმის გამეორება დამიწყო.

-მიდიხარ კაფეში ,უკვეთავ მისთვის და შენთვის სასმელს,მერე ეცნობი და ეკითხები მოსწონს თუ არა შოუს იდეა.დანარჩენი თვითონ უნდა გააგრძელოს.შემდეგ მანქანამდე მიაცილებ კარს გაუღებ და სახლში გაუშვებ.აა და კინაღამ დამავიწყდა შემდეგ პაემანზე უნდა დაპატიჟო.

We Got Married (JJK FanFic)Where stories live. Discover now