"6" ცისფერი

255 16 11
                                    

-მგონი უნდა გავიცნოთ არა ერთმანეთი? -თქვა ჯიმინმა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.

გოგონები შიშმუშნენ,რამოდენიმე გოგო ისევ არ ჩანდა.ოთახში დაძაუბულობა სუფევდა, მაგრამ ბიჭებიდან დაძაბული არავინ ვიყავით.აი გოგონები კი მოუხერხებლად ისხდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნ ჩვენს გარდა ყველაფრისთვის შეეხედათ.

გოგოებიდან ყველაზე ნაკლბად დაძაბულად აჰინი და ნენსი გამოიყურებოდნენ.მაგრამ ნენსი მაინც არიდებდა თავს ,ჩემთვის თვალის გასწორებას.

ყველაფერი ბიჭების ბრალია, ძალით შემაგდეს სამზარეულოში და თან დამარიგეს "გააკეთე რაიმე რომანტიკული,მიანიშნე რომ მალე შენი ცოლი გახდება" აშკარად არაფერი გამომივიდა, რადგან ნენსი თვალებშიც არ მიყურებს.

მაშინ მივხვდი ,რომ ნენსიზე მთელი ხუთი წუთი მიშტერებული ვიყავი ,როცა ჰობიმ ფეხი გამარტყა და მიმანიშნა რომ სხვაგან გამეხედა.

მომოლანდის ყველა გოგო გაკვირვებული მიყურებდა,რათქმაუნდა ნენსის გამოკლებით.

-რარის?- ვიკითხე და თვალები სწრაფად რამოდენიმეჯერ დავახამხამე.

-გოგოებს ვეცნობით, მაგრამ მგონი დაკავებული ხარ.ნენსის ყურება უკეთეს მომენტებშიც გეყოფა.-თქვა ჰობიმ.ბოლო სიტყვები კი ისე გადმომიჩურჩულა მხოლოდ მე რომ გამეგო.

როცა მივხვდი რა იგულისხმა უადგილო და მოულოდნელი ხველება ამიტყდა.

ჰობის ჩემს რეაქციაზე ეშმაკურად ჩაეღიმა ,შემდეგ კი გოგოებს მიუბრუნდა.

-ახლა თქვენი ჯერია.-თქვა ნამჯუნმა და გოგოებს გაუღიმა.

-მე იონვო ვარ-პირველმა წამოიძახა მაღალმა გოგომ და თბილი ღიმილით დაგასაჩუქრა.

-ჯგუფის ვიზუალი ხარ?-ჰკითხა ჯიმინმა და ცალი წაბი აწია.

We Got Married (JJK FanFic)Where stories live. Discover now