1 - დასაწყისი

279 19 17
                                    

Lucas pov

დამთხვევები? შემთხვევით არაფერი ხდება! არც ის რომ მე და ნამჯუნმა იმ მშვენიერ დღეს კაფეში წასვლა გადავწყვიტეთ.

-ანუ სამსახური მიშოვნე?
ვკითხე ჩემს წინ მჯდომ ნამჯუნს, მაგრამ მისი გონება აშკარად სხვაგან იყო. იმ მიმართულებით გავიხედე საითაც ნამჯუნის მზერა იყო მიმართული. ნამჯუნი გოგოს უყურებდა, რომელიც ჩემდა გასაკვირად ძალიან მეცნო.

-ვის უყურებ? - ჩემი ხმის გაგონებაზე ნამჯუნი დენდარტყმულივით შეხტა.

-ჰო გიშოვე სამსახური - ჩემი კითხვა დააიგნორა, რაც ძალიან საეჭვოა.

-და სად? ან როდიდან ვიწყებ?

-ჰო მიხარია რომ გიხარია

მისი მზერა ისევ სხვაგან იყო მიმართული. ისევ ის გოგო, უცნაურია. იგი  ჩვენი მაგიდის წინ მდგომ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას გამალებით წერდა. შიგადაშიგ წიგნშიც იხედებოდა, მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ ნამჯუნმა ჩემს კითხევებს არასწორად უპასუხა. ოჰოო აქ ვიღაცას გოგო ძალიან მოეწონა, სად გამოგიჭირე ჰიონო.

-ჰეი რომეო, არ გინდა მიხვიდე და გაეცნო?

-რა? - მკითხა ნამჯუნმა ისე რომ გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია.

-რა და შენს ჯულიეტას გაეცანი.

-ოო მოიცა რა ისევ შენს სამსახურზე ვილაპარაკოთ სჯობს.

-შენ თუ არა მე გავეცნობი - ნამჯუნმა გაურკვეველი მზერით შემომხედა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.

-თუ გინდა გაიცანი, მე კი მანამდე ათი წუთით გასასვლელი ვარ.

-კარგი - მაგიდიდან ადგომა ნამჯუნმა დამასწრო, ელვის სისწრაფით გავარდა კაფიდან. მე კი ძალიან ჩვეულებრივად ავდექი და გოგოს გვერდით მივუჯექი.
გოგომ წიგნიდან თავი მხოლოდ მას შემდეგ ამოყო როცა მას მივესალმე.

-გამარჯობა - გოგომ ჯერ შეცბუნებული სახით ამომხედა, მაგრამ შემდეგ თბილად გამიღიმა.

Make My Heart Yours Where stories live. Discover now