Lucas pov
-ჰობი ოდესმე მოიტან ლუდს თუ ჩვენს დაობებას ელოდები?
გავძახე და ისევ დიდ ეკრანს მივუბრუნდი, რომელზეც კალათბურთის მატჩს პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ.
თხუთმეტ წუთიან შესვენებაზე გამახსენდა რომ ჰობის ლუდი ისევ არ ჰქონდა მოტანილი. იმ აზრს შეგუებული, რომ ჰობი ლუდის მოტანას არ აპირებდა წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავემართე.
სამზარეულოს კარებს რომ მივუახლოვდი გავიგონე თუ როგორ ესაუბრებოდა ჰობი ვიღაც გოგოს, რაც ცოტა საეჭვოა.- ჰობი ოპა მომენატრე - გავიგე გოგოს მოწყენილი ხმა რასაც ჰობის საუბარიც მოჰყვა.
-ეჰჰ ვენდი ერთი სული მაქვს თამაში როდის მორჩება რომ შენთან მალე მოვიდე...
-როდის დამთავრდება? - გოგომ გახარებულმა ჰკითხა ჰობის.
ბიჭუნი, ბიჭუნი ეს თუ ის ვენდია ვისაც ვფიქრობ გატყიპვა არ აგცდება.
-პარკ ვენდი ცოტა მოითმინება იქონიე მალე მოვალ!
პარკ ვენდი? ფაქტი სახეზეა, ჩვენი ჰობიკო თამაშის შემდეგ ჯიმინის უმცროსი დის ნახვას აპირებს.
-კარგი პატარავ უნდა წავიდე მალე გნახავ
-მიყვარხარ
-მეც - აი ამ სიტყვებით კი დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში.
თამაში დასრულდა თუ არა ჰობიმ გამოგვიცხადა რომ ცუდად იყო და სახლში უნდოდა წასვლა.
-ჰობი, მოიცადე თუ სახლში მიდიხარ მეც წასვლას ვაპირებ და გაგიყვან - წამოხტა ჯიმინი და თითზე მანქანის გასაღები დაატრიალა.
ჰობის სახე მოექუფრა, ის რომ ჯიმინს წაეყვანა ვენდის ნახვას ვეღარ შეძლებდა.
-მე იცი...
-ჯიმინ შენ აქ მჭირდები - თითით მძინარე ნამჯუნზე და სიკვდილამდე მთვრალ მარკსა და ჯონიზე მივანიშნე.
-რაში გჭირდები?
-ამათ სახლებში ვინ მიიყვანს?მიაღწევს რამენაირად ჰობი სახლამდე
YOU ARE READING
Make My Heart Yours
Fanfictionსიყვარული ომივითაა. დასაწყებად ადვილი და დასასრულებლად რთული. ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს არასწორი ადამიანი ან ვტიროდეთ არასწორი მიზეზით, მაგრამ ერთ რაღაცაში დარწმუნებული ყოვეკთვის უნდა იყო. შეცდომები გვეხმარებიან ვიპოვოთ სწორი ადამიანი.