ტომის POV
ენი ჯერ ისევ ცახცახებდა და ცრემლები უნებართვოდ სცვიოდა. შემდეგ როგორღაც შეძლო თავი ხელში აიყვანა და დამშვიდდა. მართალი ვიყავი მის ნიღაბზე. ისიც ისევე მალავს თავის ნამდვილ სახეს, როგორც მე. იქნებ ნიკი მართალია და მართლაც ვგავართ ერთმანეთს? არ ვიცი რატომ მაგრამ პირველად შევხედე გოგოს როგორც მეგობარს, შეიძლება უფრო სხვანაირადაც. მე იმას ვგულისობ, რომ პირველად გამიჩნდა ნდობა გოგოს მიმართ. დღეს მხოლოდ ნიკს ვენდობი, მეტს არავის. მინდობიც ვიყავი, მაგრამ ამას ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია. შეცდომა იყო მივნდობოდი ყველასდა ეს ჩემი შეცდომა ყოველთვის მახსენებს თავს ბობის სახით. ფიქრი ენიმ გამაწყვეტინა წამოიწია და ამ ხნის მანძილზე პირველად ჩამხედა თვალებში. ღმერთო რალამაზი თვალები ჰქონია.
-ტომას...-ხმა გაებზარა
-ეს ჩვენში დარჩება, გპირდები მაშინაც კი არ შეგახსენებ ამას როდესაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით- ბოლოს კი თეატრალურად გამოვაცხადე-ჭირსა თუ ლხინში, სამუდამოდ.-ჩემდა გასაკვირად გაეცინა.
-მადლობა-მითხრა და თბილად გამიღიმა.
-მუდამ თქვენს სამსახურში- ვუთხარი და სულელურად გავეკრიჭე. -მისმინე.... ისა...- შევატყვე რომ დაიძაბა, ელოდა რას ვეტყოდი- დონატები კიდევ გაქვს?- მას გაეღიმა
-არა ერთმა იდიოტმა შემიჭამა -სახე დამანჭა.
-მეც მიყვარხარ- ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე. ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო.
-მისმინე...- წარბები მაღლა აზიდა - დაძინებას აპირებ?
-ვფიქრობ, რომ არა.- გაიღიმა და ჩანთიდან პოპკორნი ამოიღო, პირი დავაღე და მადლიერებით გადავხედე- მგონი მართლა შემიყვარდი და ნიძლავი წავაგე.- მოდი სიმართლე თუ მოქმედებას ვუყუროთ- ვუთხარი გაცისკროვნებულმა.
-შენ ეგ საშიში გგონია? - მითხრა და გამომცედელად გადმომხედა.
-ნახავ ცოტა ხანში თუ შეშინებული არ ჩამეხუტები.
-ელოდე.
ასე თუ ისე დავიწყეთ ფილმის ყურება, ნახევრამდეც არ მივსულვართ ისე ჩაგვეძინა. ლონდონში ჩაფრენისთანავე სასტუმროში წავედით.
ენისPOV.
ლონდონის ქუჩებს შიშით ვუყურებდი. მეშინოდა, რომ რამე გამცემდა. თითქოს ქუჩები გამცემდნენ, რომელზე ფეხის დადგმა არ მეცალა. აქ მხოლოდ რაღაც გამოსასწორებელ კლინიკაში ვარ ნამყოფი და ალბათ იქაც არავინ მიცნობდა, მე ხომ არასდროს ვტოვებდი ჩემს ოთახს. აქ დიდი ხანი არ გამიტარებია, თუმცა რა დროც აქ დავყავი ჯოჯოხეთად მახსენებდა თავს და საშინელი ფიქრების და მოგონებების მორევში მითრევდა.
ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ არ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი სიზმრები და ის რეაქციები რაც მათი ნახვის შემდეგ მაქვს. მძულს ეს ყველაფერი მინდა, რომ გავექცე. არ ვიცი რატომ მაგრამ მჯერა, რომ ტომასი არავის არაფერს ეტყვის ჩემზე. არ ვიცი რით მოიპოვა ასე მალე ჩემი ნდობა, მაგრამ ის მამშვიდებდა. მე ვამშვიდებდი საკუთარ თავს, მაგრამ ტომასს შეეძლო ამის გაკეთება. ეს მაოცებდა და მაღიზიანებდა კოდეც. ვერ ვხვდები რატომ ვებდობი უცნობს ასე. თან ოს ხომ ნამდვილი ცინიკოსია.... თუმცა არის მასში რაღაც... რაღაც რაც არ დამინახავს თუმცა ვიცი, რომ არსებობს. სასტუმროში ელენასთან იზაბელთან დაა ღმერთოო რა საშინელებააა ჯენიფერთან ერთად მოვხვდი. ჯანდაბა საშინელებაა რატომ უნდა გვქონდეს საერთო ოთახი მე და ამ ძროხას?! ჩემს კოშმარებზე რომ იგივე რეაქცია მქონდეს ალბათ ეს ეშმაკი მთელ მსოფლიოს მოსდებს ამ ამბავს. ჩემოდანი იმ საწოლზე დავდე,რომელიც ფანჯარის გვერდით იდგა.
-უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი ადგილია- უკან მივიხედე და დოინჯშემორტყმული ჯენიფერი დავინახე.
-უკაცრავად... თუმცა არავითარი უკაცრავად, ეს ჩემია, მე დაგასწარი.
-ჩამოიღე ჩემოდანი ჩემი საწოლოდან!
-შენი საწოლი შეგიძლია უწოდე იმას სადაც აქამდე ერთხელ მაინც დაგიძინია, მოიცა ალბათ ასეთი ძალიან ბევრია.- ვუთხარი და ირონიული ღიმილითაც დავაჯილდოვე.
-ჩემთან ბრძოლას არ გირჩევ- მითხრა და ჩემოდანი ოთახის ბოლოში მოთავსებულ საწოლზე დადო. მადლობა ღმერთს. რაც შეიძლება შოორს ჩემგან.
ერთ საათში ყველანი ქვემოთ ვიყავით. ფრედი ფეხზე წამოდგა.
-თქვენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს. დღეს ყველანი კლუბში წავალთ, გადავწყვიტე სასკოლო პროგრამას ცოტა გადავუხვიო. მუზეუმები ცოტას მოიცდიან. დღეს გართობის დღეა.
სამი საათის შემდეგ ჩვენ შორის ერთი ფხიზელი ადამიანიც კი არ მოიძებნებოდა. მე ელენა და იზაბელი ბართან ვისხედით. იზაბელს თავი ხელებზე დაედო და ნიკს უყურებდა.
-ჯანდაბა შეხედეთ რა ღიმილი აქვს-თქვა და ხელები თავზე დაიწყო.
-და მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია არა?-უთხრა ელენამ. იზაბელმა დაღლილი სახით ახედა
-იცი მეორე კლასში სიყვარული ამიხსნა- თქვა და სახე გაუბრწყინდა.
-ოოუ ღმერთოო ეს რა სიყვარული გქონიათ- უთხრა ელენამ ირონიით. იზაბელი გაბრაზებული სახით წამოდგა და წავიდა.
-ჯობია გავყვე -ამიხსნა ელენამ და ბარბაცით მიმავალ იზაბელს გაყვა.
-ჰეეი- გვერდით მივიხედე, ბობი იდგა ვერ ვხვდები როდის მოასწრო ჩვერდით მოსვლა.
-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?!
-რატომ ხარ ასეთი უხეში?
-შენი საქმე არ არის!
-კარგი რაა- მითხრა და თავის სკამი ჩემთან ახლოს მოსწია. სასმელის სუნად ყარდა. იმდენად, რომ ვერ მივხვდი დალია თუ გადაივლო.
-დარწმუნებული ვარ ასე ცდილობ ჩემს მოხიბვლას- გადმომჩურჩულა
- ჰო რა თქმა უნდა.
-ვიცნობ შენნაირებს ასე ცდილობთ ბუჭს თავი მოაწონოთ ვითომ არ გაინტერესებ თუმცა ძალიან გინდა ჩემი დათრევა. პრობლემა არ არის შეგვიძლია ნომერში ავიდეთ- ვეღარ მოვითმინე და თავზე ლუდი გადავავლე.
ტომისPOV.
ენის გავხედე ბობი მის გერდით იჯდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი სისხლი რაც სხეულში მიჩქეფდა თავში მომაწვა.
-ტომმ...ტოომ- ჩამესმა ნიკის ხმა- რა გჭირს?- ვერც კი შევნიშნე როგორ შემომატყდა ჭიქა ხელში და ჭრილობიდან სისხლი წამომივიდა. დავინახე როგორ შეკრა ენიმ წარბები, შემდეგ სკამიდან წამოხტა და ბობის ლუდი გადაასხა. აქ უკვე ჩემი მოთმინება ამოიწურა და ბობისკენ გავექანე.
-რა ჯანდაბა გინდა?- დავუყვირე ხელები მაისურჩი ჩავავლე.
-იის- მითხრა ცინიკურად და თითით ენიზე მანიშნა. - როგორ ჰგავს არა? გაზრდა რომ დასცლოდა ალბათ ზუსტად ასეთი იქნებოდა არა?- სიბრაზისგან ავკანკალდი. ნიკის ხმა შორიდან მესმოდა
- ტომ ძმქო არ გინდა ჰომ იცი რა ნაძირალაცაა.
-ზუსტად ისეთი თვალები აქვს როგორიც მას ჰქონდა. ალბათ უკვე შენიშნე- აგრძელებდა ბობი- თუმცა ვეღარ გავიგებთ როგორი იქნებოდა, როცა გაიზრდებოდა ის ხომ ახლა მკვდარია და ამაში დამნაშავე შენ ხარ.- აქ უკვე ჩემი აზროვნების ფუნქცია გამოირთო, გონს რომ მოვედი დასისხლიანებული ბობი დავინახე სახე მეწვოდა მივხვდი, რომ არც მე ვიყავი კარგ მდგომარეობაში, ხელი ავწიე რომ კვლავ ბობისთვის დამერტყა მაგრამ ვიღაცამ დამიჭირა. ენი იყო.
-არ გინდა- მითხრა ათრთოლებული ხმით. არ ვიცი რა ძალამ მაიძულა, მაგრამ მეც წამოვდექი და ენის უკან გავყევი.პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ასეთი დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის. რა უცნაურიც არ უნდა იყოს არდადეგებზე უფრო გაგვიჭირდა წერა. მოგეხსენებათ მე და ჩემი მეგობარი ერთად ვწერთ და ვერ ვახერხებთ ახალი თავების ხშირად დადებას. ვიცი ძალიან პატარა და ამავე დროს უაზრო თავია თუმც გპირდებით, რომ გამოვასწორებთ💞💞
YOU ARE READING
უარყოფილი
Adventureენი ძმის სიკვდილის შემდეგ მშობლებისგან უარყოფილი გახდა. მათ ის მოაშორეს და მიუსაფართა თავშესაფარში წაიყვანეს. ენის ბიძა გადაარჩენს, რომელიც ლონდონში წაიყვანს. ენის წინ ახალი პრობლემები და თავგადასავლები ელის, ის ხვდება ახალი ადამიანების გარემოცვაში...