წვიმა მიყვარდა, მიყვარდა წვიმაში სიარული, მაგრამ იმ დღის შემდეგ ყოველ ჯერზე, როცა წვიმას იწყებს ჩემი მოგონებებიც თავს მახსენებს. მახსენდება ის ჯოჯოხეთური დღე. წვიმა, სინათლე, ყვირილი, სისხლი. თავს ვაქნევ, რომ საშინელი ფიქრები თავიდან ამოვიგდო. ისევ სინათლე, ყვირილი, სისხლის გუბეში მწოლიარე ჩემი ძმა. მახსენდება მისი ლურჯი თვალებიდან გადმოვარდნილი უკანასკნელი ცრემლი.
-ხომ იცი, რომ მიყვარხარ...თავს გაუფრთხილდი ენი... რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები... ყოველთვის -ესეც მისი უკანასკნელი სიტყვები. თვალები დახუჭა და ამ საშინელ სამყაროში მარტო დამტოვა. მარტო დამტოვა მშობლებთან, რომლებმაც იმ დღის შემდეგ შემიძულეს. მარტო დამტოვა დედასთან, რომელიც ჩემი ძმის დაკრძალვაზე აყვირდა
-გაიყვანეთ! მოაშორე ალექს! წაიყვანე აქედან!
და ჩემი უკანასკნელი იმედიც ჩაკვდა, როდესაც მამაჩემმა ჩემს დასაცავად არაფერი გააკეთა. მან ზიზღით გადმომხედა და მანქანისკენ მიბიძგა. არ ვიცოდი სად მივყავდი, თუმცა ვიცოდი, რომ კარგის მოლოდინი არ უნდა მქონოდა. უსიტყვოდ გააჩერა მანქანა და გადმომიყვანა. თვალებში არ მიყურებდა, საბარგულიდან დიდი ჩანთა გადმოიღო და დიდი შენობისკენ წავიდა.
-წამოდი!- მითხრა უხეშად.
ცოტა ხანში თეთრ კედლებში ამოვყავი თავი. ორი წუთიც და მამაჩემმა გვერდით სრულიად უემოციოდ ჩამიარა, ერთადერთი ემოცია, რომელიც მის სახეზე შევნიშნე ზიზღი იყო. მაშინ ვნახე უკანასკნელად მამაჩემი. არც კი დამმშვიდობებია.
ჩემი ბრალი იყო. ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მე გავიყვანე გარეთ იმ დაწყევლილ დღეს ანდრეა. მაგრამ ამას მაინც არ ველოდი. ჩემმა გარდაცვლილმა ძმამაც კი მაპატია, არადა სწორედ ის ემსხვერპლა ამ ავარიას. ჩემმა მშობლებმა კი ისე მომიშორეს, როგორც ნაგავი, რომელიც იქამდე გინდა მოიშორო სანამ აყროლდება. ბავშვთა სახლში, 15 წლის ასაკში მოვედი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეთექვსმეტე დაბადების დღეს გაბრიელთან- ბიძაჩემთან გავატარებ. ის ბრძოლობ, რომ ჩემი მეურვეობა მოიპოვოს. ვიცი, რომ ამას ადვილად მოახერხებს და ამ საშინელი თეთრი კედლებიდან დამიხსნის. დღეს გაბრიელს ველოდები, დიდი შანსია, რომ დღესვე მომაშოროს ამ ჯოჯოხეთს. გაბრიელი ბიძაჩემია, მაგრამ ისევე ვუყურებ როგორც ანდრეას. ისევე ვუყურებ, როგორც ძმას. ის მხოლოდ შვიდი წლითა ჩემზე დიდი და აისევე განსხვავდება დედაჩემისგან, როგორც მზე-მთვარისაგან.
14:45 ჩემი ოთახის კარი ფართოდ გაიღო და გაბრიელი შემოვიდა. მე წამოვხტი და გაბრიელს ჩავეხუტე.
როგორც იქნა გამოჩნდა ის ვისაც ვადარდებ.
-ენიი ყველაფერი დამთავრდა. ჩემთან მიმყავხარ.
-მადლობა გაბრიელ! შენ ჩემთვის იმაზე მეტი ხარ ვიდრე ბიძა. მეტიც შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც მყავს.
სწრაფად ჩავალაგე ჩემი ნივთები და ჯოჯოხეთს გავშორდი.
ლონდონის აეროპორტიდან პირდაპირ გაბრიელის სახლში მივედით. სახლი შევათვალიერე დაა
-გაბრიელ შენ მილიონერი ხარ და ეს მე არ ვიცოდი?
-შეიძლება ასეც ითქვას.
YOU ARE READING
უარყოფილი
Aventuraენი ძმის სიკვდილის შემდეგ მშობლებისგან უარყოფილი გახდა. მათ ის მოაშორეს და მიუსაფართა თავშესაფარში წაიყვანეს. ენის ბიძა გადაარჩენს, რომელიც ლონდონში წაიყვანს. ენის წინ ახალი პრობლემები და თავგადასავლები ელის, ის ხვდება ახალი ადამიანების გარემოცვაში...