ასობით შეშლილი სახე. ნარკომანები, ალკოჰოლიკები, თვითმკვლელები ყველა თეთრ კედლებშია გამომწყვდეული. გარემო მეცნობა ეს ის ადგილია სადაც მამაჩემმა გამომკეტა. ადგილი სადაც ოცნება შევწყვიტე, ადგილი სადაც ბავშვობა დამთავრდა. გაქრა. ამ გადარეულებს შორის დიდი სკამი დგას სადაც მამაჩემი ზის ისე იღიმის, როგორც ჩემს ბავშვობაში სჩვეოდა- გულთბილად. უეცრად მისი სახე იცვლება და დემონს ემსგავსება, მისი თვალებიდან ასობით გველი კლაკვნით გამოდის და მთლიან სხეულზე ეხვევა. მერე ყურის წამღები სიცილი ისმის და მეც ვიღვიძებ. დამთავრდა. მორჩა. მთლიანი სხეული მიცახცახებს. საათს დავხედე შვიდი საათი იყო. ისევ საწოლში ჩავეშვი, ისე უბრალოდ, ვიცოდი, რომ ვეღარ დავიძინებდი. კოშმარების ნახვა ჯერ კიდევ თავშესაფარში დავიწყე და აქამდე ვერ ვისწავლე მისი ნახვის შემდეგ დაძინება. წამოვდექი და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებლად. შავი სვიტერი და ჯინსის შარვალი ჩავიცვი. ჩანთას ხელი დავავლე, შავი ქურთუკი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. გაბრიელს ეტყობა ეძინა ამიტომ ყავის მომზადება გადავწყვიტე. გაბრიელი, რომ ჩამოვიდა მე უკვე ყავას ვასხავდი დაფეთებული სახე ქონდა.
-ღმერთო ენი როგორ შემაშინე.- გამოექანა და ჩამეხუტა.
-გაბრიელ ნეკნებს ნუ დამიმტვრევ მითხარი რა მოხდა?
-ჯანდაბა როდის იყო ასე ადრე დგებოდი?
-რა მოხვდა აღარ იტყვი?
-შენს ოთახში შემოვედი გასაღვიძებლად და რომ არ არ დამხვდი შემეშინდა.
-დამშვიდდი არავინ მომიტაცებს. უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე
-ენი გინდა...
-ფსიქოლოგთან არ მივალ ეგ ყველაფერი უკვე გავიარე არ მინდა!!!
- კარგი კარგი მაპატიე. - ყავა დავლიეთ, შემდეგ გაბრიელმა სკოლაში წამიყვანა. ამჯერად ქურთუკი და ჩანთა აღარ დამრჩენია. სკოლის შესავლელში ელენა და იზაბელი მელოდებოდნენ. მათთან მივედი. სკოლაში ნელა შევედით.
-მოვიდა -თქვა გაღიზიანებულმა იზაბელმა
-ვინ მოვიდა? - ვკითხე გაოცებულმა
-ბობი
-სახეზე გეტყობათ როგორი ტიპიცაა
-არა ენი ჩვენ კიდევ ემოციების შეკავება შეგვიძლია. ბობი ყველაზე ამაზრზენი ტიპია და ამის მიუხედავად ყველას უყვარს.
-შენს ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი-დაამატა იზაბელმა.
-მეე? რატო?
-ახალი ხარ და იმიტომ. -თვალები გადავატრიალე
-დამიჯერეთ ყველაზე ნაკლებად ეგ მადარდებს.-კლასში შევედით. ერთი მერხი დაუმატებიათ, სადაც წითური გოგო იჯდა მგონი ანა. ჩემი ადგილსკენ წავედი, სადაც ტომი იჯდა, როცა მივუახლოვდი თავის ადგილზე გადახტა.
-მოდი სწრაფად სკამი გაგითბე-ხელი ჩემს სკამზე დააბარტყუნა
-ჩემს ტერიტორიას ნუ ეხები არ მინდა რამე გადამედოს-უკნიდან ისეთი შემაზრზენი სიცილი მომესმა, რომ შევხტი მივტრიალდი და შავთმიანი, მწვანეთვალება ბიჭი იდგა ჩემს წინ. ჩემზე გაცილებით მაღალი იყო. მივხვდი, რომ ეს ბობი იყო.
-მგონი ვიღაცას ჩაგრავენ -ტომს გესლიანი მზერა ესროლა და იზაბელის და ელენას უკან, რომ ბიჭი იჯდა ის სკამიდან წამოაგდო- ეს უკვე ჩემი ადგილია
-ხომ იჯდა არაა?- ვცადე ეს სიტყვები კბილებში გამომეცრა და მგონი გამომივიდა.
-ბატონო?
-მისი ადგილია- ხელი იმ ბიჭისკენ გავიშვირე, რომელიც ახლახანს ადგილიდან ააგდეს
-არა არაფერია წინ ჯდომა მირჩევნია- ვერ ვიტანდი ასეთ დებილებს, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და ვიღაც იდიოტებს წინ არ უდგებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ,,მაგარი ტიპები'' არიან
-ხომ ხედავ- ბობიმ ორივე წარბი მაღლა აწია. მე ქურთუკი გავიხადე და ჩემს ადგილზე დავჯექი. ტომი წინ და უკან ოდნავ შესამჩნევად ქანაობდა და კარგ რამეზე აშკარად არ ფიქრობდა. სავარაუდოდ იმ მოკვლის ხერხებზე ფიქრობდა, რომელიც უფრო მტკივნეული იქნებოდა. ირჩევდა მეთოდს, რომლითაც ბობს ყველაზე მეტად დატანჯავდა.
-კარგად ხარ?- ტომი შეკრთა ჩემს კითხვაზე, სახე დაიმშვიდა და ისევ იდიოტის იერი მოირგო.
-რაო ვნერვიულობთო?- ისეთი იდიოტური ინტონაციით დამისვა კითხვა, რომ მსგავსი არც არაფერი გამიგონია.
-ასეთ იდიოტად დაიბადე თუ მოგვიანებით ნიჭი აღმოგაჩნდა?-წამით შეკრთა თუმცა პასუხი ჩვეულებრივი ხმით გამცა.
-რომ შემიყვარებ მაგის გარკვევა მერე სცადე, თუ რა თქმა უნდა უკვე არ გიყვარვარ- კლასში კვლავ ინგლისურის მასწავლებელი შემოვიდა თავიდან რაღაცეებს მიედ მოედებოდა შემდეგ კი, როცა მიხვდა არავინ უსმენდა სხვათემაზე დაიწყო საუბარი.
-როგორც ჩანს რომეო და ჯულიტეა თქვენთვის არც ისე საინტერესოა, საოცარია რატომ არ გაინტერესებთ- რომეო და ჯულიეტაა? ამაზე ბოდიალობდ ამდენი ხანი??- კარგით თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, სკოლა ბრიტანეთის მუზეუმში გვიშვებს და სამი დღე იქ დავრჩებით წამოსვლა სავალდებულოა სასტუმროს ქირასაც კი სკოლა იხდის სხვათაშორის.ეს იმის დამსახურებაა, რომ ამ კლასში ბევრი ნიჭიერი მოსწავლეა. ასე რომ მოემზადეთ ბრიტანეთის მუზეუმში მივდივართ- დაამთავრა საზეიმო განწყობით.
-მოცადეთ ბრიტანეთში მივდივართ?
-დიახ მის დარკ ისე გამოდის რომ ბრიტანეთის მუზეუმი ბრიტანეთშია.
-ლონდონში?
-დიახ- თავი დამიქნია მასწავლებელმა.
-იცით მისტერ....
-სავალდებულო ნინა, სავალდებულოა შენ მოდიხარ და იცოდე თუ იტყვი, რომ ავად ხარ მე არ დაგიჯერებ.- ასეთ ბანალურ ტყუილს არც მოვიფიქრებდი.
-რატომ დარდობ- მითხრა ტომმა ხმადაბლა- ეს ექსკურსია უფრო გაამყარებს ჩვენს სიყვარულს. ისე შეგვიძლია ფრედს ვუთხრათ, რომ ერთ ოთახში გვინდა დაძინება, მაგარი გამგებიანი მასწავლებელია.
-ღმერთოო ჩემოო! სულ სისულელეების ლაპარაკი როგორ შეგიძლია მართლა არ იღლები?
-ახლა კიდევ ერთი კარგი ამბავი დღეს გაკვეთილები არ გიტარდებათ ცოტა ხანი სკოლაში იყავით კარგად შეთანხმდით. ხვალ დილით ექვსს საათზე გავდივართ. ასეთი სახეებით ნუ მიყურებთ ჩემი ბრალი არაა. კარგი ახლა წავალ თქვენ კი შეთანხმდით და გთხოვთ სკოლას ნუ აიკლებთ.- მასწავლებელი კლასიდან გავიდა. რატომ მაინც და მაინც ლონდონი?ვერ ვიტან ლონდონს მამაჩემმა სწორედ ლონდონში გამიშვა. შემდეგ იქიდან ისევ საქართველოში გამიშვეს და ისიც კი არ ვიცი რატომ. ისევ იმ ქალაქში როგორ უნდა დავბრუნდე არ შემიძლია! არაა რამეს მოვიფიქრებ!
-ჩემზე ფიქრობ არაა?- აუჰ რა მომენტში იცის ხოლმე ამ უაზრო წინადადებების ჩაკვეხებაა.
-საშინლად უაზრო ხარ- ამოვიბუტბუტე.
-რა გჭირსს?
-კიბო
-რაა?- სახე მოეღრიცა
-შენი სახით- ვუთხარი ის კი დამეჭყანა
-რაო ვხუმრობთოო.- ვიღაცამ ჩემს ზურგს უკან ჩაახველა. მივტრიალდი.
-გამარჯობა მე ბობი ვარ- მგონი ამ წინადადებას განმარტვა არ სჭირდება ჩემთან ბობი მოვიდა და მოიცა მაინც განვმარტე.
-გამარჯობა- ამოვიბუტბუტე და წიგნი ჩანთაში ჩავტენე.
-საერთოდ ასეთ დროს, როცა ვიღაცას ვეცნობი ისიც მეუბნება თავის სახელს- მინდა ვთქვა, რომ თვალის მომჭრელი ღიმილი ქონდა. თუმცა არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ ლამაზი ღიმილის უკან გახრწნილი არსება იმალებოდა. ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გამოვედი. ეზოში, რომ გამოვედი ჩემი სახელი გავიგონე
-ენი... ქურთუკი დაგრჩა- ტომი იყო.ქურთუკი გამოვართვი- ასე მე გაბნევ?- ცალი წარბი აწია.
-ხო რა თქმა უნდა -სარკაზმით ვუთხარი.
-რა იყო ასე ნუ დარდობ მეც მოვდივარ შენს მარტო გაშვებას არ ვაპირებ.
-როგორ გამამხნევეე- ისევ სარკაზმი
- თუ გინდა დილით გამოგივლი.
-არ მჭირდება ტომას! -შეკრთა თვალებში თითქოს დიდი სევდა ჩაუდგა.
-ტომასს... ტომასს არავინ მეძახის. თუმცა თუ გინდა... დამიძახე. -თავი უცნაურად დავაქნიე.
-კარგი...
-კარგად- მე გასასვლელისკენ წავედი სახლში ფეხით ვაპირებდი წასვლას, კარგი ამინდი იყო სახლიც ახლოს იყო ამიტომ ფეხით გავუყევი გზას. უცნაური ბიჭია ძალიან უცნაური... ტომასი რამ გააკვირვა ასე რა დიდი განსხვავებაა ტომს და ტომასს შორის?! თუმცა შეიძლება...
-კიდევ ერთხელ გამარჯობა- გვერდით ბობი მომდევდა -ენი, ხო შენი სახელი გავიგე იმის მიუხედავად, რომ შენ არ მითხარი.
-შემეშვი რაა
-სხვათაშორის ძალიან კარგი ხმა გაქვს. სიტყვა ძუნწი, რომ არ იყო კარგი იქნებოდა.
-შენ კი პირიქით. ნაკლებს, რომ ლაპაარაკობდე უკეთესი იქნებოდა.
-ოჰ ბრაზიანიც ვყოფილვართოო?
-რა გინდაა?!! დებილი ხაარ?!
-რა იყო ჭორები გაიგე ჩემს შესახებ?
-ჭორებიი?
-ხო ჩემზე ამბობენ, რომ ნამდვილი ნაძირალა ვარ თუმცა ეს სრული...
-ნაძირალა, რომ ხარ ამაში შენი გაცნობის პირველივე წუთს დავრწმუნდი. ასე რომ- ცალი წარბი ავწიე და გამარჯვებული სახით წავედი. ის კი გაშეშებული იდგა. სახლში მივედი. კიდევ კარგი გასაღები არ დამრჩა. სახლში შესვლის თანავე ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე გავწექი. მე ეს უნდა მოვახერხო წავალ ლონდონში და ვერავინ ვერ შეამჩნევს რამდენად მწარე მოგონებეი მაკავშირებს მასთან. მე ძლიერი ვარ და ამასაც შევძელებ. ამიტომ წამოვდექი ტანსაცმელის ჩასალაგებლად მერე კი მივხვდი, რომ ბევრი ტანსაცმელი არ მქონდა ამიტომ ტელეფონი ავიღე და ელენას დავურეკე.
-ალიო, ენი სად დაიკარგე?
-სახლში ვარ, იცი რა მინდოდა მეთქვა ხომ იცი ახალი ჩამოსული ვარ ამიტომ მაღაზიაში ხომ არ გამომყვებოდით?
-რა თქმა უნდა ჩვენ ისევ სკოლაში ვართ მოდი გელოდებით. -პატარა ჩანთა ავიღე სადაც ტელეფონი საფულე და გაბრიელის მოცემული ბარათი ჩავიდე. სკოლისკენ გავემართე. ფეხით მისასვლელად რვა წუთი დამჭირდა. ელენა და იზაბელი გარეთ არ დამხვდნენ ამიტომ შიგნით შევედი. ტელეფონი ამოვიღე და ელენას მივწერე.
,,სად ხართ მოვედი''
,,დარბაზში ვართ შემოდი''- დამიბრუნა პასუხი ელენამ. დარბაზში შევედი მხოლოდ ელენა და იზაბელი იყვნენ.
-აქ რას აკეთებთ?
-ჯენიფერზე სიცილი აგვიტყდა რომ არ დავენახეთ აქ შემოვედით- მხრები აიჩეჩა იზაბელმა. მე გამეღიმა
-წავიდეთ?- ორივემ თავი დამიქნია და დარბაზი დავტოვეთ. გასასვლელში ტომი და ნიკი იდგნენ.
-მე მეგონა წახვედი- თქვა ტომმა- თუ მოგენატრე და მაგიტომ დაბრუნდი შეგეძლო დაგერეკა და შენთან გავჩნდებოდი- მე თვალები ავატრიალე.
-სად მიდიხართ -იკითხა ნიკმა. იზაბელს რა დაემართა? რა თქმა უნდა დაიბნა და სააღდგომო კვერცხივით გაწითლდა.
-ენიმ გვთხოვა, რომ..
-არსად - გავაწყვეტინე მე
-დამშვიდდი საყვარელო ისედაც არ მცალია ვერ გამოგყვებით- დაახეთქა ახალი სისულელე.
-საშოპინგოდ მივდივართ- თქვა იზაბელმა და გაიღიმა. არა არაა გაუღიმა.
-კარგი პატარავ რამე ისეთი იყიდე მეც, რომ მომეწონოს კარგი?
-მაინც და მაინც რატომ ცდილობ, რომ შენს სისხლში ხელები გამასვრევინო?
-კარგი ხო ვიცი, რომ გიყვარვარ არა არის საჭირო ეს სიყვარულის ახსნები. ჩვენ წავედით დილით შეგხვდებით. ნახვამდის- თქვა ტომმა და ნიკთან ერთად სკოლა დატოვა.
-ჯანდაბა იზაბელ ძალიან გთხოვ შენი სიმპათიები აკონტროლე.- თქვა ელენამ და ტუჩები დაბრიცა.
-კარგი ერთი რას.. რას გულისხმობ?- ელენამ გადმომხედა და გაიღიმა. ტაქსში ათი წუთი ვისხედით. მაღაზიაში, რომ შევედით და ტანსაცმლის თვალიერებას მოვყევით ჩემი სახელი გავიგონე
-ენი! -გვერდით გავიხედე ბობი იყო
-აქ რა უნდა ამ იდიოტს?- ვკითხე იზაბელს და ელენას
-ხომ გაგაფრთხილეთ ფრთხილად იყავიო- თქვა ელენამ. მე ტანსაცმელს ჩავუყევი თითქოს არც კი შემიმჩნევია, მაგრამ მაინც წამომეწია.
-რატომ არ გაჩერდი რომ დაგიძახე?
-რატომ უნდა გავჩერებულიყავი?!- ჩემმა პასუხმა დააბნია. -საერთოდ აქ რას აკეთებ?
-რასაც შენ ჩემთვის რაღაცეებ ვარჩევ - გარშემო მიმოვიხედე ქალის თეთრეულის განყოფილებაში ვიყავით.
-იცი თითქოს ვიგრძენი
-რა იგრძენი?- კმაყოფილმა ღიმილმა მოიცვა მისი სახე გამოთაყვანებული😂
-ის რომ მთლად ბიჭი არ იყავი- აქეთ იქით გაიხედა მიხვდა რატომაც ვეუბნებოდი და წამოჭარხლდა, ეს სირცხვილის გრძნობას აშკარად არ გამოუწვევია. გაცეცხლებული თვალები შემავლო და იქაურობას გაეცალა. სამი საათის შემდეგ სახლში ვიყავი. გაბრიელს მოვუყევი, რომ ლონდონში მივდიოდი.
-შეძლებ?- მკითხა მან სანამ დასაძინებლად წავიდოდი.
-რა თქმა უნდა შევძლებ- მან შუბლზე მაკოცა და დასაძინებლად წამოვედი თბილ საწოლში მოვკალათდი და ფიქრებმა გამიტაცა. ცუდზე არ უნდა მეფიქრა, მხოლოდ კარგზე, რადგან წინ ბევრი კარგი დღე მელოდა. ასე უნდა ყოფილიყო, ტანჯვა უნდა დამთავრებულიყო. ცუდმა პერიოდმა ჩაიარა.ავტორის POV
სიბნელეში ორი ბიჭი ერთმანეთის პირისპირ იდგა. ერთს ყბაში მოხვედროდა მეორეს თვალთან. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ ეს არ იყო მისალმების, დამშვიდობების ან თუნდაც მადლობის ჟესტი. ერთმანეთს ხელი ისე მოუჭირეს თითქოს უნდოდათ ერთმანეთისთვის ძვლები დაემტვრიათ. აქ ამ სიბნელეში ადრინდელი მეგობრები იდგნენ. ჯერ კიდევ ორივეს ახსოვდათ იმ შრამების ისტორია, რომელიც ერთად შემთხვეოდათ. ტომი სათამაშო მოედანზე დაეცა და მუხლზე ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა შრამი, მაშინ ბობი მას წამოდგომაში მიეხმარა. ტომს ბობი სახლში მიყავდა, როცა თავი გაუტყდა იმის მიუხედავ, რომ შვიდი წლის იყო და ბობიც მისი ასაკის მან ბობი სახლამდე ხელით მიიყვანა, გაუმართლა, რომ გამხდარი ბიჭი იყო. ახლა კი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მთელი არსებით სძულდათ ერთმანეთი. სძულდათ ყველა მოგონება, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდათ. სიბნელეში იდგა ორი ბიჭი, რომლებიც ადრე ღამით სახლიდან იპარებოდნენ, იმიტომ, რომ ერთად ყოფილიყვნენ დღეს კი რას არ მისცემდნენ თავის ბავშვობის მეგობარი, რომ მანქანას გაეტანა. ბავშვობაში ერთმანეთს ტკივილის გადატანაში ეხმარებოდნენ, ახლა კი პირიქით სტკენდნენ ერთმანეთს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.
-წაგებული სკოლიდან გადავა- თქვა ბობის უხეშმა ხმამ.
-ქალაქიდან- კბილებში გამოსცრა ტომმა.
-ქალაქიდან- დაეთანხმა ბობი. ამის შემდეგ კი აღარ იარსებებდა არც ერთი პროცენტი შანსი, რომ ისინი ისევ მეგობრები იქნებოდნენ.
YOU ARE READING
უარყოფილი
Aventuraენი ძმის სიკვდილის შემდეგ მშობლებისგან უარყოფილი გახდა. მათ ის მოაშორეს და მიუსაფართა თავშესაფარში წაიყვანეს. ენის ბიძა გადაარჩენს, რომელიც ლონდონში წაიყვანს. ენის წინ ახალი პრობლემები და თავგადასავლები ელის, ის ხვდება ახალი ადამიანების გარემოცვაში...