დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ მყუდრო ბინაში დაბრუნება, სადაც სითბოა და გელოდებიან ერთობ სასიამოვნო შეგრძნებაა. თუმცა პარკ ჯიმინისთვის ეს გრძნობა უცხო გახდა, უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობდა. თავიდან ისეთ რამეებზე როგორიცაა ოჯახი და საყვარელი ადამიანი არ უფიქრია; მთელ ენერგიას სწავლას უთმობდა, შემდგომ კი სამსახურს. მხოლოდ ახლა, როდესაც თავის საქმიანობაში საკმაო წარმატებას მიაღწია, მიხვდა როგორი სულელიც იყო. ადრე შეყვარებული გოგონა ჰყავდა, რომელზეც თითქმის დაინიშნა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სწავლის გამო მშობლიური ქალაქის, ოჯახისა და შეყვარებულის დატოვება მოუწია. გოგონამ მასთან ერთად წასვლაზე უარი უთხრა, შემდეგ კი გამუდმებით წუწუნებდა, რომ მანძილი მათ დააშორებდათ. ამიტომაც ჯიმინმა იგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვა და მისი სტატუსი სოციალურ ქსელში <<აქტიურ ძიებაშია>>-ზე შეიცვალა. თუმცა მისი ეს ძიება უფროსის კაბინეტს იქით აღარ წასულა.
***
ერთ საღამოსაც, როდესაც სამსახურიდან სახლში მიიჩქაროდა, შემჩნია კორპუსის სადარბაზოს კუთხეში როგორ ანათებდა რაღაც. როცა მიუახლოვდა, ნახა რომ კატა ყოფილა. თეთრი და ფუმფულა იყო, რაც მაწანწალა კატისთვის ცოტა არ იყოს უცნაური იყო. თვალები სიბნელეში უელავდა, ჯიმინი მას აღტაცებით უყურებდა, გვერდით ჩაიცუცქა და ფრთხილად ყურს უკან დაუწყო მოფხანა.
- ღმერთო, რა საყავარელი ხარ, - ჯიმინი გაღიმებული იჯდა, კატა აკრუტუნდა და ხელს თავი ზანტად გაუხახუნა. - დაიკარგე?
ამ კითხვის დასმა სისულელე იყო, კატისგან რა პასუხი უნდა მიეღო. ბიჭი წამოდგა და ცხოველი ხელში აიყავანა. თავისი ბინისკენ გაემართა და პარალელურად კატის კისერს თითებით ეფერებოდა.
- არაუშავს, პატარა, ცოტა ხანი ჩემთან იცხოვრებ, - გამოუცხადა ჯიმინმა კატას. - იქნებ ამასობაში შენი პატრონიც გამოჩნდეს...
YOU ARE READING
უჩვეულო ბოსი
Fanfictionჯიმინმა არც კი იცის რომ მისი კატა ის არ არის, ვინც ჰგონია...