・3・

625 136 28
                                    

დაღლილი ჯიმინი ბინაში ლასლასით შევიდა, გეზი პირდაპირ სააბაზონესკენ აიღო და გზად ტანსაცმელს იხდიდა. გრილმა შხაპმა დაღლილობა ცოტათი მოუხსნა.

- შუგა! ციბ-ციბ-ციბ... - ეძახდა კატას, სამზარეულოში შეაბიჯა.

- მიაუ? - სიბნელეში უცნობი ადამიანის ხმა გაისმა.

ჯიმინი შიშისგან შეხტა და ღია კარებს მიეჯახა. შუქი აანთო.

- შ-შეენ? - თვალებგაფართოებული ბორძიკით ამბობდა. - უ-უფ-უფროსწორად, თ-თქვეენ?

ჯიმინის წინ მისი სათყვანებელი პიროვნება იჯდა.

- როგორ შემაშინეთ! ბ-ბატონო იუნგი, ჩემს სახლში რა გინდათ?

- ჯიმინ, შენთან სალაპარაკო მაქვს...

- გისმენთ, მაგრამ ჯერ იქნებ ამიხსნათ აქ როგორ მოხვდით? და საერთოდაც, განა შვებულებაში არ ხართ?

- ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორ გითხრა... არც კი ვიცი საიდან დავიწყო... - მინ იუნგი სათანადო სიტყვებს ეძებდა. - მოდი იმით დავიწყოთ, რომ შვებულებაში ვიყავი, კი, თან ძალიან კარგად დავისვენე. - ჩაიღიმა.

ჯიმინი ღიმილიანი სახით უსმენდა, მაგრამ მის ფიქრებში სულ სხვა რამ ხდებოდა. - "ეს კარგი, მაგრამ აქ რა ჯანდაბა გინდა, მინ იუნგი?"

-ჰეი! - უფროსმა გააპროტესტა, ჯიმინმა კი კითხვის სახით შეხედა. - არა, არაფერი.

"რა უნდა? აქ რანაირად მოხვდა საერთოდ?"

- ხო, შემდეგ კი... აქ შენ თვითონ შემომიშვი.

ბიჭმა თვალები დაჭყიტა. ხელის მტევანი მკერდზე მიიშვირა და ჩუმად იკითხა: - მეე? კი მაგრამ როდის? რომ არ მახსოვს?

- ყველაფერი გახსოვს, უბრალოდ მაშინ მე ჩემს თავს არ ვგავდი. არა, ჩემს თავს კი ვგავდი, მაგრამ... შენი გადმოსახედიდან ნამდვილად არ ვგავდი საკუთარ თავს...

ბიჭმა წარბები შეჭმუხნა. - "რა ჯანდაბას ბოდიალობს საერთოდ, მთვრალია?"

უჩვეულო ბოსიWhere stories live. Discover now