・4・

878 140 21
                                    

მას შემდეგ, რაც იუნგიმ ჯიმინს თავისი საიდუმლო გაანდო, რამდენიმე დღე გავიდა. მთელი ეს დრო ბიჭი სახლში იჯდა და თავის უფროსს თავს არიდებდა. ბავრ რამეზე ფიქრი მოასწრო და გადაწყვეტილებებიც მიიღო. ფაქტობრივად მთელი ინტერნეტსივრცე გადაქექა, ინფორმაციას ეძებდა შუგას რაობისა და 'წყვილების' შესახებ. მართალია სტატიებში ყველაფერი ზუსტი არ იყო, თუმცა ფაქტების უმეტესობა მაინც ემთხვეოდა იუნგის ნათქვამს. საბოლოოდ ის დარწმუნდა რომ უფროსმა სიმართლე უთხრა. აღმოჩნდა რომ მეწყვილეს პოვნის შემდეს იგი ჯიმინზე ემოციურად დამოკიდებული გახდებოდა. დიდი ხანი თუ არ ნახავდნენ ერთმანეთს, ბატონ მინს მონატრებისა და დარდის გრძნობა გაანადგურებდა. ბიჭს კი სულაც არ უხაროდა ასეთად იმ ადამიანის ნახვა, რომელიც ამდენი ხანია მოსწონდა.

მინ იუნგისადმი საკუთარ გრძნობებზეც დაფიქრდა. უეჭველია - ის თავის კატას ძლიერ შეეჩვია და ენატრებოდა კიდეც ფუმფულა მონსტრი. თუმცა ცხოველთან ერთად ცხოვრება ერთია, ხოლო ადამიანთან - სხვა. ამიტომ ბიჭი საკუთარ თავს უკირკიტებდა, პასუხებს ეძებდა.

როდესაც ჯიმინი Google-ში მორიგი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, ერთ სტატიას გადააწყდა სათაურით - "ყველაზე ერთგული წყვილები ცხოველთა შორის". წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები ამ სიაში არ შედიოდნენ. ჯიმინმა უკმაყოფილად ჩაიფრუტუნა და წყენა იგრძნო. ამ გრძნობის შემდეგ მიხვდა, რომ იუნგი მართლაც ძალიან მოსწონდა და უნდოდა მასთან რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფილიყო. გადაწყვიტა, რომ პასუხი გაეცა. ისეთი უნდა მიეღო, როგორიც იყო. იცოდა რომ ეს მარტივი არ იქნებოდა, ზოგჯერ უხერხულიც კი. მაგრამ ჯიმინი ყველაფერს გაუმკლავდებოდა, ტყუილად ხომ არ ამოირჩიეს მაინცდამაინც ის.

პარკ ჯიმინი, 19:07

ცუდად ხარ?

მინ იუნგი, 19:10

რას გულისხმობ?

პარკ ჯიმინი, 19:11

უჩვეულო ბოსიWhere stories live. Discover now