10.You made me feel so wanted.

833 66 5
                                    

-აჰ მართლა, მე თეიონის მეგობარი ვარ, მარკ ლი.
-ეველინი-გაეცნო გოგოც.
ეცნო სახელი მარკს. წამერად დაფიქრდა. "თეიონმა ის რა სახლში მოიყვანა?" საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და ატუზულ გოგოს გაუღიმა.
-დაივიწყე ის რაც წეღან ნახე.-განაგრძო საუბარი მარკმა.-ნამდვილი კახპაა. გავიგონე რაც გითხრა,მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო.
-მაგრამ..
-თეიონი როგორც ჩანს სახლში არაა.-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ეველინი აათვალიერა. შენიშნა მის სხეულზე მორბენალი ლურჯი ლაქები. მიხვდა,თეიონის შემოქმედება იყო.
-მგონი არა.
-მაშინ შეიძლება აქ დაველოდო?
-ეს ჩემი სახლი არაა,ნებართვას ნუ მთხოვ.აქ ხომ შენი ძმაკაცი ცხოვრობს,ესეიგი შეგიძლია.
-თუ თეიონმა აქ მოგიყვანა ესეიგი ეს შენი სახლიცაა.-თბილად გაუღიმა მარკმა.
ეველინმა მხრები აიჩეჩა.
***
საღამოს 6 სრულდებოდა როდესაც თეიონი სახლში დაბრუნდა. სიცილის ხმა მოესმა. გაუკვირდა.
მისაღებ ოთახში შესვლისას ეველინი და მარკი დაინახა.
მისი შესვლა არც შეუმჩნევათ.
მარკმა და ეველინმა კარგად გაუგეს ერთმანეთს. უკვე მერამდენე საათია ასე საუბრიბენ. ალბათ იმის ბრალიცაა რომ ერთი ასაკის არიან.
თეიონი პირველად ხედავს ეველინის ღიმილს. პირველად ესმის მისი კისკისი. გულში სიმძიმეს გრძნობს,ახსენდება რომ სამი დღის წინ ეს არსება მის გამო უნდა მომკვდარიყო. გულიც კი სწყდება იმის გამო რომ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ პირველმა მან არ გააღიმა. თუმცა უხარია რომ მის ღიმილიან სახეს უყურებს. მისთვის ესეც საკმარისია. მონუსხული უყურებს მოსაუბრე სწყვილს და თვალსაც არ ახამხამებს.
გათიშულია. ისევ. როდესაც მას ხედავს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს.მის გონებას ვეღარ ემორჩილება.
-თაეიონ? -აზრზე მარკის ხმას მოყავს და როგორც კი ოთახში მის ყოფნას ამჩნევენ ეველინი მაშინვე წყვეტს სიცილს.
-მარკ.-ახლა თეიონი იღიმება და მარკს ეხვევა.
-მე დაგტოვებთ.-ეველინი წამებში ქრება ოთახიდან. ოთახში შესვლამდე ისევ იმ ნახატს აკვირდება. გველს, წითელი ტყავით.
მარკმა თეიონს ყველაფერი მოუყვა,იმ კახპის სტუმრობის ჩათვლით. ისიც უთხრა რა საშინელებები თქვა ეველინთან.
მალევე წავიდა მარკი.
თეიონი ეველინის კარს უახლოვდება.ხელში თავისი სპორტულები უჭირავს.
რამდენჯერმე აკაკუნებს.
კვლავ სუჩუმეა. ეს იმას ნიშნავს რომ უნდა შევიდეს. ეველინი ყოველთვის დუმილით პასუხობს იმას რომ თეიონს მასთან მისვლა შეუძლია. უცნაური გოგოა. ან უბრალოდ თეიონს ეჩვენება ასე. რაცარუნდა იყოს,მისნაირს ჯერ არსად შეხვედრია.
ნელა აღებს კარს და შიგნით შედის.
ეველინი საწოლზე ზის მოკეცილი ფეხებით და კედელს უყურებს სადაც მრავალფეროვანი ორნამენტებია გამოსახული. ყველას რაღაცას ამსგავსებს. ბოლო ორნამენტს მზეს ადარებს,რომლის სხივებიც აჩეხილია.
თეიონი მის საწოლთან მიდის და სპორტულებს უალეგებს.
-ესენი ჩაიცვი,დაბლა დაგელოდები.-ხმადაბლა ეუბნება და თან თვალს არიდებს. არ დავიწყებია რა დაემართა მისი თითქმის მოტიტვლებული სხუელის დანახვისას.
-რისთვის?
-უბრალოდ ჩაიცვი და ჩამოდი.
***
თეიონმა ყველაფერი გაიგო მის შესახებ. უკლებლივ ყველა ფაქტი მოიძია.არც გასჭირვებია. ის ხომ მდიდარი ბიჭი იყო.
გარეთ მანქანასთან ელოდებოდა.
კარიდან მალევე გამოჩნდა სპორტულებში გახვეული ეველინი. სასაცილო ჩანდა. მკლავები გრძელი ჰქონდა,ისე რომ ხელის მტევნები არც კი უჩანდა. არადა თეიონმა ყველაზე პატარა ზომა აურჩია. ტუჩის კუთხე აეზიდა.
მანქანას მოუარა და ჩაჯდა. სანამ ეველინი მანქანამდე მოვიდოდა კარი შიგიდან თვითონ გაუღო და გასაღები გადაატრიალა. წამში გაისმა ძრავის ხმა.
ეველინი გვერდით დაუჯდა.
***
მანქანა დიდი სავაჭრო ცენტრის წინ ჩერდება.
-აქ რა გვინდა?-კითხულობს და უზარმაზარ შენობას უყურებს.
-მთელი ცხოვრება ჩემი პერანგით ვერ ივლი.
თეიონი მანქანიდან გადადის. ეველინი არც კი იძვრის.
-მანდ აპირებ დარჩენას?-ეკითხება ღიმილით თეიონი და კარებს უღებს.
რამდენიმე წუთში დიდ სავაჭრო ცენტრში იწყებენ ბოდიალს. ხან ერთ მაღაზიაში შედიან,ხან მეორში. ყოველ ჯერზე თეიონი ხელს კიდებს და ისე მიათრევს ახალი მაღაზიისკენ.
მოეწონა ის შავი კაბა მის ტანზე. თეთრი ჯინსებიც. ის შორტიც მაღალწელიანი რომაა. თეთრივე ბლუსკაც და მოტკეცილი შარვალიც. ზედმეტად კარგად გამოკვეთდა ეველინის ფორმებს წითელი კაბაც. თეიონმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, როდესაც ეველინი გასახდელიდან გამოვიდა.
ეველინი მას ემორჩილებოდა. თვითონაც არიცის რატომ. მის წინ მანეკენივით იდგა. თეიონი ადგა და უსიტყვოდ მიუახლოვდა. ზედმეტად ახლოს. შეცბა ეველინი როდესაც თეიონმა ხელი მისკენ წაიღო თუმცა საბოლოოდ კუდად შეკრული თმა გაუხსნა.
-ასე უფრო კარგია.
ახლა შენიშნა თეიონმა რომ ეველინის თმას ერთი ზოლი ერთი ტონით ღია ფერის მოჰყვებოდა. ეველინი კვლავ გაუნძრევლად დგას.
თეიონი იხრება და ტუჩები ეველინის ყურთან მიაქვს. მაშინვე ხვდება ცხელი სუნთქვა კანზე და თეიონის სიყვები.
-You made me feel so wanted.

ალისფერი ალიონი 🔞SCARLET SUNRISE 🌇Where stories live. Discover now