(კითხვისას ზემოთ დადებულ საუნდტრეკს მოუსმინეთ. მადლობა💗)
~~~~~~~~~~~~~~~~~
ახლა როდესაც შემომხედავენ,გაიფიქრებენ-"ეს გოგო ეშმაკთან გაგზავნას მიპირებს?" მაგრამ ვფიქრობ, უნდა იცოდნენ,რომ ეშმაკი მე ვარ. ჯერ არავის უნახავს ჩემი ბნელი მხარე.თუ კი იკითხავთ ეშმაკს შეუძლია თუ არა ტირილი, გეტყვით რომ კი,შეუძლია. იმიტომ რომ ახლა სავსე ვარ ცრემლებით.
ცრემლებით, რომელიც თეთრ ფურცელს ასველებენ. მასზე დახრილი ასოებით ხელნაწერია :
'თეიონისთვის'
"ბევრი რამ დავივიწყე,თუმცა ის ვერა, რაც მითხარი და რაც გააკეთე.თავიდანვე მკვდარი ვიყავი,თუმცა მაინც ვსუნთქავდი.
ბევრს ვიცინოდი, თუმცა არცერთს არუნდა მინდობილიყავი.
ყველაფერი უკუღმა ხდება. შენთან ერთად თავს ვაჩვენებდი,თითქოს ბედნიერი ვიყავი,მაშინ როდესაც მოწყენილობა არ მტოვებდა. არ ვიყავი კარგად,როგორც ვჩანდი. ვთამაშობდი, თითქოს არ მანაღვლებდა.შინაგანად ეს მტკივეული იყო. არ შემეძლო ჩემი ტკივილის შენთვის ჩვენება.
მიყვარხარ და თან მძულხარ. მტკივნეულია... მტკივნეული იყო შენს გვერდით ყოფნა,თუმცა მაინც შენს გვერდით ვრჩებოდი.თუმცა...შენ არ მძულხარ,ის მძულს რასაც მიკეთებდი. ვიცი,ეს შენდა უნებურად ხდებოდა.მაპატიე, რომ საშინლად ყალბი ვიყავი.ახლა ეს მტკენს. ახლა ვაანალიზებ, რამდენად სულელი ვარ. ბოლო დროს შენს ყოველ დანახვაზე ჩემი გული იმსხვრეოდა.
არ ვიმსახურებთ ერთმანეთს.
ყველას ჩვენი მიზეზი გვაქვს.
მადლობა ყოველი ღამისთვის.მადლობა ყოველი ნაზი შეხებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი დემონი და ამავდროულად ჩემი ანგელოზი იყავი.მადლობა იმისთვის,რომ ჩემი ალისფერი ალიონი იყავი.გამთენიისას მისი მწველი სხივები თვალს რომ მოგჭრის და გტკენს,თუმცა მაინც გინდა უყურო.უყურო და დატკბე ამ მტკივნეული სილამაზით."
ფურცელს წითელთმიანის საწოლზე ათავსებს,მანამდე კოცნის და თან ცრემლებად იღვრება.
ის სიყვარულიც კი,რომელიც თეიონთან აკავშირებს, ვერ ახერხებს მის შეჩერებას. გაგიჟდა. ჯერ კიდევ იმ პერიოდში,როდესაც იმ დაწყევლილ ადგილას მიიყვანეს. იქიდან გაგიჟდა და...
გიჟებს არაფერი მოეკითხებათ.
ახლაც გაუჩინარდება და ვერავინ შეამჩნევს.
თუმცა არა...იქნება ერთი ბიჭი,წითელი თმით,ვინც ამას შეამჩნევს.
ESTÁS LEYENDO
ალისფერი ალიონი 🔞SCARLET SUNRISE 🌇
Fanfic⚠️𝟙𝟠+ 𝕤𝕞𝕦𝕥 𝕤𝕔𝕖𝕟𝕖𝕤⚠️ თეიონი მისთვის პირველი და ერთადერთი იყო,ვინც ერთდროულად ენით აღუწერელ ტკივილსა და სიამოვნებას ანიჭებდა. მას შეეძლო ჯოჯოხეთამდე ეტკინა, ან სამოთხემდე ესიამოვნებინა მისთვის. უყურებდა და ვერ ხვდებოდა, ეს მისი საჩუქარი...