×3×

492 58 59
                                    


სუსტი ჰორმონების მფლობელები არ კითხულობთ 😂😂 X
პოვ ავტორი

იმის შემდეგ რაც ჯიმინმა საავადმყოფოს მისამართი გაიგო ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, მამამისის ნაჩუქარ ავტომობილში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მიაქანებდა საავადმყოფოში.

- როგორაა? - ანერვიულებული ეკითხებოდა ექიმს.

- მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერია, უბრალოდ რამოდენიმე ნაკაწრი და ჩალურჯება აქვს, ასევე წარბი აქვს გახეთქილი და ხელის მოტეხვას არის გადარჩენილი - ჯიმინმა ხმაურიანად ამოისუნთქა და მძიმედ დაეშვა სკამზე იმ ქალის გვერდით, ვინც მას დაურეკა და ეს ამბავი შეატყობინა.

- დიდი მადლობა მას რომ გამოყევით და რომ დამირეკეთ. ყველაფერზე გიხდით დიდ მადლობას გიხდით, თქვენ რომ არა ალბათ ისევ ქუჩაში ეგდებოდა - სიტყვებს ერთმანეთზე აყრიდა ჯიმინი.

- დამშვიდით და მიდით მის სანახავად, მე წავალ - ღიმილიანი სახით ქალმა, ჯიმინი ჰოსეოკის პალატაში შეიყვანა და წავიდა.

პოვ ჯიმინი

აზრზე არ ვიყავი როგორ მივაღწიე საავადმყოფომდე. ჰოსეოკის საწოლზე ჩამოვჯექი და მის სხეულს ვაკვირდებოდი, მარჯვენა წარბი გატეხილი ჰქონდა, ასევე მარცხენა თვალს სამი სხვადასხვა ელფერი გადაჰკროდა.

ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ გადარჩა. მის გამო საშინლად ვინერვიულე, რატომ? ვინ იცის?!.

არ ვიცი რატომ მაგრამ, ცივი თითებით მის ლოყას ნაზად შევეხე, რაზეც შეიშმუშნა და წამებში თავის დიდ მკლავებში მომაქცია. გაწევა ვცადე მაგრამ, ისე ჰქონდა ხელები მოჭერილი რომ ძლივს ვსუნთქავდი.

- ჰოუპ, ასე დამახრჩობ - ჩუმად ვთქვი და ჩემი სახე მისას გავუსწორე.

- სულელო ბავშვო, ახლა ხომ ოთხი საათია, რატომ არ გძინავს? - გაღიზიანებული სახით შემომხედა - ხვალ კონფერენციაზე ბებიაჩემი წავა? მანამდე კი ლექცია გაქვს!

პატარა საოცრება [დასრულებული]Where stories live. Discover now