×6×

434 52 76
                                    

პოვ ავტორი

სამუდამო არაფერია, ადრე თუ გვიან ყვრლა ურთიერთობას ესმევა წერტილი, მაგრამ თუ მაინც მოახერხე და ეს ურთიერთობა სამუდამოდ შეინარჩუნე, ესეიგი თქვენ შორის სიყვარულზე უფრო ძლიერი გრძნობაა დაბადებული.

პოვ ჯიმინ

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალი არაფერი მომხდარა. მე და ჰოუპი როგორც ყოველთვის ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს, ტაე კი ყველანაირად ცდილობდა რომ ქუქისაგან გაქცეულიყო.

ტაე ძალიან შეიცვალა, აღარ მაწუხებს ყოველ დღე უაზრო მაგრამ მაინც საყვარელი კითხვებით. მომენატრა ძველი ტაეტაე...

- ჯიმინა, დღეს იცი რა დღეაა? - ოთახში მხიარული ტაე შემოვარდა. ნოსტალგია მომაწვა...

- ხუთშაბათი - მოკლედ ვუპასუხე.

- რაა? ჯიმინააჰ, რატომ მეხუმრები?! - ტაემ მოიწყინა.

რათქმაუნდა ვიცოდი რომ ამ დღეს ტაეს დაბადების დღე იყო, მაგრამ ეს რომ გაეგო მთელ სურპრიზს ჩაშლიდა.

- ტაე, კარგი რა ახლა შენი ცანცარისთვის არ მცალია... - ოთახიდან გავედი, საპირფარეშოში ჩავიკეტე და ჰოსეოკს დავურეკე.

- გისმენ მოჩი - ნაზად წარმოთქვა ჰოსეოკმა.

- ჰოუპ რა ქენით გაამზადეთ სიურპრიზი? - წყალი მოვუშვი და ისე ვუთხარი რადგან, ვიცოდი რომ ტაე გვისმენდა.

- კი პატარავ ყველაფერი მზადაა, შენ მხოლოდ გევალება 20:00საათზე თეჰიონის სახლიდან წაყვანა. სადმე წაიყვანე ტაე რომ მოვასწროთ სახლის მოწყობა და 22:00ზე უკან დაბრუნდით.

- აიშ... ჯანდაბა ახლა ხომ 19:40ია - თავში ხელი წამოვირტყი.

- კარგი პატარავ, დაუჩქარე - ზარი გავთიშე და ოთახში შევედი მოსამზადებლად.

- თეთე აწი ტრაკი და წამომყევი მოჩის და ჰობის გასასეირნებლად - მსახიობური მობეზრებით ვუთხარი ბიჭს.

პატარა საოცრება [დასრულებული]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ