×8×

420 49 99
                                    

ყველა ჩვენთაგანი ოდესმე ყოფილა გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჯერ არცერთ თქვენგანს არ გამოუვლია მსგავსი რამ...

მე და ქუქი, ნახევრად შიშვლები, ერთმანეთს ვეკროდით და ვცდილობდით რომ მაქსიმალურად შეუმჩნევლები ვყოფილიყავით. იმ მომენტში მინდოდა რომ მიწა ფეხქვეშ გამცლოდა. ჩემი ძმაკაცი იდგა და მიყურებდა, ნახევრად შიშველი, როგორ ვცდილობდი ქუქის ზურგით სხეულზე დატოვებული ლურჯი ლაქები დამემალა, ქუქი კი "მკიდია" სახით უყურებდა ხელის შემშლელებს.

- აქ რა ჯანდაბა ხდება? - დაიწყო ჰოუპმა.

- ჩვენ... ისა... ანუ...- ვცდილობდი ამეხსნა, მაგრამ არ ვიცოდი რითი დამეწყო - ანუ... აი... ვაიმე ახლა ვაღებინებ - პირზე ხელი მივიჭირე და "თეთრ მეგობართან" შესახვედრად გავიქეცი.

*****

პოვ ავტორი

დარჩენილმა ღამემ ისე ჩაიარა, რომ არცერთს ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ დილის დადგომის შიში მათ არა და არ ტოვებდათ.

პირველი, ვინც გაიღვიძა იყო ჯიმინი.

- წავალ, იმ დასაკლავებს დავხედავ - თავისთვის ჩაილაპარაკა და მის გვერდით მწოლიარე ბიჭს "გადააჯდა".

- ააააააა! - დაიწყო ყვირილი ჰოუპმა.

- ზახრუმაა! რა ჯანდაბა გაყვირებს?!
- ჩამინგრიე მუცელი და კიდევ ყვირილის უფლება არ მაქვს?! - გაცხარდა ჰობი - ამ დილა უთენია სად მიბოდიალებ?

- ბავშვებს უნდა დავხედო - თქვა ჯიმინმა და დიდი ვარდისფერი ხალათი მოიცვა.

- ნეტავ იცოდე, რა საყვარელი ხარ ასეთ მდგომარეობაში რომ ამბობ მსგავს რაღაცეებს... - ჰოუპი ბიჭს მკერდით, ზურგზე აეკრო და მის ყელში თავი ჩარგო - ძალიან არ ეჩხუბო ბავშვებს, დედიკო ჯიმინ - საყვარლად წამოიძახა ჰოსეოკმა და ბიჭი ჩახუტებიდან გაანათავისუფლა.

- ამხელა კაცი ხარ და ცანცარის გარდა არაფერს აკეთებ - ჯიმინმა დიდი ხალათი გაისწორა - თუ არ მოემზადები სამსახურში დაგაგვიანდება - კარიდან გავიდა და მძინარე წყვილისაკენ წავიდა, თავის ოთახში კი სიცილისაგან იატაკზე მწოლიარე ჰობი დატოვა.

პატარა საოცრება [დასრულებული]Where stories live. Discover now