.NEW member.

645 39 25
                                    


-რამე გკითხეს?

-არა, უბრალოდ ძალიან მოვენატრე და სანახავად წამიყვანეს, რა სისულელეს მეკითხები-მობეზრებული სარკაზმულ პასუხს ვცემ ერთ-ერთ იდიოტს-მკითხეს სად იყო საქონელი

-მერე შენ რა უთხარი

-ვაიმეეე, რას ვეტყოდი, ჯერ ერთი არაფერს არ მეუბნებით და მეორეც-რომც მცოდნოდა არ ვიტყოდი, მე ბანდის წევრი ვარ და არა შემოგზავნილი აგენტი, თქვენი უნდობლობა ნერვებს მიშლის, თუ არ გჭირდებით აქ ტყუილად ნუ მაკავებთ-ფეხზე წამოვდექი და გასასვლელად მოვემზადე, თუმცა ბოსის ხმამ შემაჩერა, როდის შემოვიდა, რა ჯანდაბაა

-ესეიგი გინდა ნამდვილი წევრი გახდე და საქმე ოფიციალური გახადო?

-სადაც აქამდე მოვედი, როგორმე ამასაც შევძლებ, თუ არ გინდივართ, მაშინ წავალ

-არა, არა ეს არ მიგულისხმია, ხომ იცი რომ შენ ერთ-ერთი მთავარი საყრდენიხარ ბანდისთვის

-რატომღაც ასე ვერ ვგრძნობ თავს

-კარგი შენთვის ახალი დავალება მაქვს

-ახლა რაღაა-გაღიზიანებულმა შევუღტინრ, ვერ ვიტან ამ ფრაზას, ყოველთვის რთული სიტუაციებია ჩემი მოსაგვარებელი

-ახალი ტიპია, შენ მოარჯულებ, აუხსნი წესებს და ასე შემდეგ...

-კარგით რაა, ახლა რა ანუ ძიძა ვარ?!

-შესაძლოა, ოღონდ ცოტახნით, კარგი ჩანს, მგონი არ გაუჭირდება, ცოტახანი  დააკვირდი და მაშინვე ვრთავთ საქმეში, ნაცნობისგანაა გამოგზავნილი, ყოფილი აგენტია, ცუდი წარსულით, ზუსტად საჩვენოა

-ასე მალე ჩავრთავთ საქმეში?-გავიკვირვე, რადგან ასე მალე არავინ არ გაგვიწევრიანებია, მითუმეტეს ყოფილი აგენტი

-ამას მე ვწყვეტ და არავინ სხვა-ოოოხხ ბოს ნეტა ასეთი საშიში ტიპი არ იყო, კისერს მოგაგრეხდი... ჩემს ფიქრებზე ჩავეცინა, მართლაც ძალიან ზორბა ტიპია, რამე რომც ვცადო ერთი ხელის მოსმით გამანადგურებს, ისე რომ სხვაც არ დასჭირდება, აქედან ვერასდროს გამოვაღწევ, ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ მშობლებს...

Changed (H.S Fanfiction)Where stories live. Discover now