bored...

468 37 15
                                    


ვიბრაცია
ვიბრაცია
ვიბრაცია
რა ჯანდაბაა...
გაღიზიანებული მხოლოდ ხელს ვავლებ უხეშად ტელეფონს და კბილებიდან ვცრი

-გისმენთ!

-გამარჯიბა პარკერ-უცბად ვერ მოვედი გონს, ვინ ჯანდაბაა გავიფიქრე, მაგრამ ეს ბოხი და ბრიტანული ბარიტონი-სტაილსი

-არ მითხრა რომ შენ გამაღვიძე-ისევ იგივენაირი პასუხი, რა თქმა უნდა, ჩემი დილის იდილია ამ იდიოტმა დაანგრია

-ნუ იკბინები და ჰო პირველივე დღესვე მე გაღვიძებ, ხედავ როგორი არაპუნქტუალური ხარ?-მხიარული ხმა, ეს ხმა უკვე ნერვებს მიშლის, ხალისის მაგივრად უფრო ირონია

-ასე ნუ გაგიხარდება ახალო, მთავარი წინ გვაქვს-მეც იგივე ირონია გავურიე-ახლა კი რატომ გამაღვიძე-ბარიტონი გავამკაცრე

-თუ ასე ცუდად მოქმედებს შენზე დილით გაღვიძება, მითუმეტეს ჩემს მიერ, არ ინერვიულო საყვარელო ყიველდილით არ მოგაკლრბ ჩემს სექსუალურ ხმას

-დაახვიე-და გავუთიშე, არა ასეთი საზიზღარი ადამიანი როგორ არის, არადა სულაც არ ეტყობა, დაკუნთული სხეული, გრძელი თმა, სექსუალური აღნაგობა, მწვანე თვალები, სწორი ცხვირი... ❌❌❌ what the hell, რა უბედურებას ვაკეთებ, ეს ყველაფერი მე მეწინააღმდეგება, თავი გავაქნიე და ბალიში ძლიერად მოვისროლე, ავდექი, უჯრა გამოვაღე ჰიგიენური საგნების ასაღებად და ამდენ ქექვაში სადღაც მიმალული ჩემი ოჯახის ფოტო მომხვდა, ხელები გავაჩერე, ყველაფერი გავაჩერე, მთელი სხეული გამიშეშდა, ყოველი კუნთი მომიდუნდა, მაგრამ სუნთქვა და გულის ცემა გამიხშირდა, ჩარჩო აკანკალებული ხელებით ავიღე და დავხედე, ადამიანები რომლებიც არაფრად ჩავთვალე ერთ დროს, ახლა მათ გამო ყველაფერს დავთმობდი, ნეტავ მიმიღებენ კი? ეს კითხვა უამრავჯერ დამივსამს ჩემი თავისთვის, ძალიან ბევრჯერ მივსულვარ "ჩემი" სახლის ფანჯრებთან ისე რომ ვერავის შეშა ვუმჩნევივარ, მტკივნეულია ეს ყველაფერი. ვერც კი შევამჩნიე როდის გაიკვლიეს ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა, ჩავახველე და მარილიანი სითხე ხელის გულით მოვიწმინდე, ახლა ამის დრო არაა, ამაზე მაშინ უნდა მეფიქრა, როცა ამ შეცდომას ვუშვებდი, სურათი თავის ადგილზე დავაბრუნე, ზემოდან პირსახოცები დავაფარე და ერთ-ერთი სააბაზანოში შევიტანე.
20 წუთის შემდეგ ისევ ოთახში დავბრუბდი, მოკლედ რომ არ გაწვალოთ, ერთი სიტყვით თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გამოვედი, კარები დავხურე და მოვბრუნდი თუარა გაფუჭებული განწყობა უფრო გამიფუჭდა. სტაილსი ჩემს მანქანას ეყუდებოდა, ფეხები და ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, სათვალიდან ზემოთ იყურებოდა და თან კევს ღეჭავდა
სათვალე თავიდან თვალებზე გავიკეთე, მაინც ნამტირალევი რომ არ გამოჩენილიყო

Changed (H.S Fanfiction)Donde viven las historias. Descúbrelo ahora