-გამიშვი შე ნაბიჭვარო, არ გესმის? არ ვარ გიჟი.-დავინახე როგორ შემოაგდეს ჩემს პალატაში საცოდავი ბიჭი.
-ამას ასე არ დავტოვებ!! ხომ გაიგე შე სირო!!-რაც შეეძლო მთელი ძალით მიარტყა კარებს ფეხი და ჩემს წინ ლოგინზე ჩამოჯდა.
-რას მიყურებ?შენც გიჟი გგონივარ?-ისეთი თვალებით შემომხედა მართლა გავიფიქრე რომ რაღაც სერიოზული დანაშაული ქონდა ჩადენილი.
-უბრალოდ გიყურებ, რა არ შეიძლება?-თვალები გადაატრიალა და ლოგინზე დაწვა. ჩემი გარეთ გასვლის დრო იყო, კარებთან მივედი და კარები გავაღე, მოულოდნელად კი მისი ხმა გავიგე.
-ეი შენ, აქედან გაპარვა არასდროს გიცდია?-მოვიხედე და ჩავიცინე.
-ასეთი ადვილი რომ იყოს, მერწმუნე აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი.
-ანუ გიცდია? შეგიძლია დამეხმარო?
-მომიმსინე, შენ გგონია მე მიხარია აქ რომ ვარ? თანაც სრულიად უდანაშაულო. არ დაგეხმარები რადგან ეს შეუძლებელია. აქედან ვერ გააღწევ და მეორედ ჩემთან ამ თხოვნით არ მოხვიდე. ახლა კი ნახვამდის.-გარეთ გავედი და ეზოს ყველაზე მიყურებულ ადგილას ჩამოვჯექი სკამზე.
-აქ მარტო რატომ ზიხარ გუკ?-ნამჯუნი. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ორი წლის წინ როდესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მომათავსეს, მხოლოდ ის მედგა გვერდში და ის მამხნევებდა.
-უბრალოდ მინდოდა ყველასგან და ყველაფრისგან შორს ვყოფილიყავი.
-ხომ იცი რომ ეს აქ შეუძლებელია?-ხელი მხარზე დამადო და თავისებურად ჩამიღიმა.
-გავიგე რომ შენს პალატაში ბიჭი მოიყვანეს.
-კი და ძალიან ნერვიული ჩანს, მოვიდა თუ არა ეგრევე აქედან გაპარვაზე დამიწყო საუბარი.
-იმედია არაფერს დაპირებიხარ გუკ.
-რათქმაუნდა არა.-ცოტახანი ვისაუბრეთ შემდეგ კი ჩემს ოთხაში დავბრუნდი, სადაც ის ბიჭი ლოგინზე გვერდულად გადაწოლილი დამხვდა.
-შეიძლება ვისაუბროთ?-წამოიწია და თავი მოიქავა.
-მომიმსინე!! ისევ იმ თემაზე თუ აპირებ საუბ...
-არა, არა. უბრალოდ მინდა ვინმეს ვესაუბრო თორემ მართლა გავგიჟდები. შეგიძლია მომიყვე როგორ მოხვდი აქ?-ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხო, ჭრილობაზე ფეხი დამადგა. საშინლად ვერ ვიტან ამაზე საუბარს თუმცა ვიცი მას ეს როგორ სჭირდება რადგან ადრე მეც იგივე პრობლემა მქონდა.
-იცი მე.. მე ოჯახის წევრების მკვლელობაში დამდეს ბრალი, ციხეში ერთი წელი გავატარე, იქ ძალაინ ცუდ ხალხთან მოვხვდი, საშინელებებს მიწყობდნენ, ყველას ჭკუიდან გადავყვავდი რის გამოც სერიოზული მკურნალობა დამინიშნეს და უკვე მეორე წელია რაც აქ ვარ.
-ძალიან ვწუხვარ. ხო მართლა მე შენი სახელიც არ ვიცი.-რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზად გამიღიმა და თვალები ნელა დახუჭა.
-მე ჯონგუკი მქვია. შენ?
-მე პაკ ჯიმინი ვარ, აქ ჩემი ნაბიჭვარი მამინაცვალის წყალობით მოვხვდი.
-ეგ როგორ?-ლოგინზე ფეხები გადავიჯვარედინე და ისე დავჯექი.
-მამაჩემი როდესაც გარდაიცვალა, დედაჩემი მეორედ გათხოვდა. საშინელი კაცი იყო, უმიზეზოდ სცემდა დედაჩემს. ერთხელ ადგა და წავიდა, ჰო აი ასე, ადგა და მარტო დამტოვა ამ ნაბიჭვართან. მამაჩემს ძალიან დიდი კავშირები ქონდა სხვა ქვეყნებთან, ძალიან დიდი ფულის პატრონი იყო, მემკვიდრეობით ყველაფერი მე დამრჩა, ეს კი ჩემს მამინაცვალს ანადგურებდა. ძალიან ბევრჯერ უცდია ჩემი მოკვლა, ერთხელ მანქანით გადამგო წყალში თუმცა თავი დავაღწიე. როდესაც მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა, აქ გამომგზავნა. რათქმაუნდა მე არავინ დამიჯერა რადგან უპირატესობა იმ იდიოტს ქონდა.-ორივე ხელი თმაში შეიცურა და ტირილი დაიწყო, ვხვდებოდი რომ თვითონაც მის მტკივნეულ თემას შეეხო, ვხვდებოდი როგორ უჭირდა და ტკიოდა. მის გვერდით დავჯექი და ხელი გადავხვიე, თავადაც არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, უბრალოდ იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად მინდოდა მისი ცრემლების დანახვა.
ESTÁS LEYENDO
Freedom, this is not a crime •Completed• ✅
Fanfic-შენ ამას არ გააკეთებ ჯიმინ, შენ არ შეგიძლია მარტო დამტოვო. -მიყვარხარ ჯონგუკ.