და აი გათენდა მზიანი დილა და დადგა ის ნანატრი დღე ,როცა ნაილის სახლში მივდვართ ,ქალაქ გარეთ. გადავწყვიტე ჰარის ნერვებზე ვითამაშო , თან მე ხომ ეს კარგად გამომდის , ნუ თუ იმას არ ჩავთვლით , რომ თვითონაც იგივეს აკეთებს ჩემს მიმართ ,ის ძუკნა კეიტრინიც მოდის ჩვენთან ერთად ,ამის გახსენება არ მინდა , ამიტომ დავივიწყოთ და პოზიტიურად ვიფიქროთ. ერთი საიდუმლო კი ნამდვილად უნდა გაგიმხილოთ , ჰარი უნდა ვაეჭვიანო , ამაში კი ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ლიამი დამეხმარება, მთავარია მისი გაფრთხილება არ დამავიწყდეს....
-მგონი დროა ოცნებას მორჩე და საწოლიდან წამოდგე -ფიქრებიდან ანას სიცილს გამოვყავარ ჰაჰ ...
-ოცნებასაც, რომ აღარ მაცდიან ჩემს გემოზე
-ოჰოო , ანუ მართალი ვყოფილვარ. ვისზე ოცნებობ მელლ? 😈.
-ნუუ ... არავისზე უბრალოდ რაღაც ამბებს ვალაგებ თავში
-მერე ამას ახლა უნდა ამობობდე ? 😏.
დაიწყე გოგო მოყოლა .
-ჰო კაი მოგიყვები ....ესეიგი, ვინაიდან ჰარი ყოველ წუთს და წამს ნერვებს მიშლის, გადავწყვიტე ჩემში ლუციფერი გამოვაღვიძო , რომელსაც დიდი ხანია სძინავს და სამაგიერო გადავუხადო.
-ჩვენი მელი არც ისეთი მეამიტი ყოფილა როგორიც გვეგონა -და ანამ სიცილი დაიწყო რათქმაუნდა ამაზე ჩემი მკვლელი მზერა დაიმსახურა და გაჩერდა.
-კარგი ხო ვიხუმრე , რაგაქვს მერე დაგეგმილი მომიყევი ბოლომდე.
- რა და უნდა ვაეჭვიანო ამაში კი ლიამი დამეხმარება
-კი მაგრამ , რატომ უნდა აეჭვიანო ? აკი ჰარი არმომწონს და არც მომეწონებაო .
-ნუ ეხლა ... მგონი ცოტათი მომწონს , ოღონდ ეს მეც არვიცი.
-როგორც იქნა აღიარე , როგორც იქნა ....
იმხელაზე დაიყვირა ანამ კინაღამ საწოლიდან გადმოვარდი 😏.
-მე ვთქვი ცოტათითქო ... მაგრამ როცა მას ვხედავ თითქოს ჩემს გულს რაღაც ემართება და ჰო ჰარი ჩემს ნერვებზე მოქმედებს
-მაშ ნაილთან კარგად გავერთობით
-მეც ამის იმედი მაქ -გავუცინე ანას და როგორც იქნა საწოლიდან წამოვდექი . გავეშურე სააბაზანოსკენ . საუკეთესო შეგრძნებაა როცა ცხელი წყალი ცივ სხეულზე გეხება , ვოხრავ და ცოტახანი უმოძრაოდ ვჩერდები , რა კარგია სიმშივიდე .... მაგრამ ვინ დაგაცდის
-მელიი დროზე გამოდი მეც მინდა შემოსვლა გვაგვიანდება .....ანა კარებზე აკაკუნებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. შემიწირავს ერთხელაც ეს გოგო ...
-მალე გამოვალ - მეც გავძახე და პირსახოცი შემოვიხვიე ტანზე .
YOU ARE READING
wild rose 🥀 (დასრულებულია)
Fanfictionეს მოთხრობა არის 17 წლის გოგონას,მელის შესახებ,რომელიც პირველად მიდის უნივერსიტეტში ,იმ მომენტიდან მისი ცხოვრება ისე იცვლება ,როგორსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა......❤️