ლექციები დასრულდა თუარა სახლში წასვლა დავაპირე , ანა ზეინთან წავიდა ამიტომ მარტო მომიწევს კამპუსში მისვლა .
ეზოში გამოვედი თუარა ჰარი მომხვდა თვალში, მანქანასთან იდგა ,დამინახა თუარა ჩემკენ წამოვიდა
-პატარავ მივდივართ ,ჩაჯექი მანქანაში
-სად მივდივართ ?
-ჩაი ხომ უნდა დავლიოთ
-აჰჰ კარგი კარგიმანქანა პატარა კაფესთან გააჩერა ,შიგნით, რომ შევედით ,მყუდრო ადგილი დამხვდა ,ძალიან მომეწინა იქაურობა.
მინდა რომ ხშირად ვიარო აქ,
შეიძლება ჰარისთან ერთადაც კი.
ფანჯარასთან მდებარე მაგიდასთან წავედით და ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. ახლა მოურიდებლად შემეძლო მისი თვალებისთვის მეყურებინა. ჩაი და ლიმნის ნამცხვარი შეუკვეთა და კარგად მოკალათდა სავარძელში
-აბა მელ ,მომიყევი რამე შენზე
-რა გაინტერესებს? -ვკითხე და მიმტანის მოტანილი ჩაი მოვსვი
-შენზე ყველაფერი მაინტერესებს
-ამმ კარგი ....მე ვარ მელი მორგანი ვცხოვრობ ლონდონში დედასთან ერთად , მაგრამ მინდოდა უფრო დამოუკიდებელი ვყოფილიყვაი ამიტომ კაპუსში გადმოვედი საცხოვრებლად
-მამა თქვენთან არ ცხოვრობს ?
-იცი ეს დიდი ამბავია ,მაგრამ მოკლედ გეტყვი .როცა პატარა ვიყავი დედას სხვა ქალთან უღალატა ,მასთან წავიდა ,ჩვენ კი მიგვატოვა.თავიდან ქონდა ჩემთან კავშირი, მაგრამ რაც ბავშვი ყავთ მე დავავიწყდი -დანანებით ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე რა დროსაც ჰარის ხელი ვიგრძენი ჩემს ხელზე
-ახლა შენი ჯერია მომიყევი რამე შენზე-ღიმილით მივუბრუნდი მას
-ამმ.. იცი არც კი ვიცი რა უნდა მოგიყვე.მამაჩემს უკვე იცნობ ის უნივერსუტეტის დირექტორია ,მასთან არცისე კარგი ურთიერთობა მაქ - ჩაის დაუწყო ყურება ,ცოტახნით პაუზა ქონდა შემდეგ ისევ გააგრძელა ,...ხომ ჩემი მშობლებიც დაშორებულები არიან მაგრამ შედარებით კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ,კიდევ და მყავს , ის ჩემთვის ყველაფერია. სხვადროს აუცილებლად გაგაცნობ -მითხრა და ჩაი მოსვა.
მთელი ეს დრო სასიამოვნოდ ვსაუბრობდით , ისიც კი მიკვირდა , როგორ იყო ჰარი ასეთი კეთილი ჩემს მიმართ , იქნებ ყველა გოგოსთან ასეთია , იქნებ ყველას ასე აწონებს თავს, სანამ საწოლში არ შეითრევს ვინმეს.
გადავწყვიტე აღარ მეფიქრა ამ თემაზე და უბრალოდ დინებას გავყოლოდი.
YOU ARE READING
wild rose 🥀 (დასრულებულია)
Fanfictionეს მოთხრობა არის 17 წლის გოგონას,მელის შესახებ,რომელიც პირველად მიდის უნივერსიტეტში ,იმ მომენტიდან მისი ცხოვრება ისე იცვლება ,როგორსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა......❤️