-ჰოდა ჰარი უნდა ვაეჭვიანოთ
-ოუ შენ რა გეგმები გქონია .😯
-დამეხმარები ?
-რა თქმა უნდა ჩემი პრინცესასთვის ყოველთვის ყველაფერს ვიზავ , თანაც ... -ჩაიცინა და წინადადება დაასრულა-ჰარის გამწარებას უბრალოდ ვერ გამოვტოვებ
-საუკეთესო ხარ ლიამ
-შენც დამიჯერე - თბილად მიმიხუტა და ასე სამზარეულოსკენ დავიძარით. საშინლად მშია ... როგორც ჩანს მარტო მე არვარ ასე რადგან ნაილი გოგოებს ეწუეუნებოდა , რომ მალე გაეკეთებინათ რამე საჭმელი მეც ლიამს მოვშორდი და გოგოებს შევუერთდი
-აბა რას ვაკეთებთ ?
-ბევრ რამეს რადგან ჩვენ ცოტა არაფერი გვეყოფა -თქვა იზიმ
-კარგი მაშინ მე ქათმის ფილეს შევწვავ -ვუთხარი და ხელების დაბანა დავიწყე-ბიჭებოო მზადაა -დავუძახე ბიჭებს რომლებიც გარეთ კალათბურთს თამაშობდნენ - ჭამის დროა - სიცილით დავიძახე , რა დროსაც ლიამი გამოექანა და ხელში ამიტაცა
-როგორც იქნა -დაიძახა ნაილმა
-რა მძიმე ხარ მელი -თავის ჭკუაში გამეხუმრა ლიამი ,მაგრამ რა დროსაც ჩემი მკვლელი სახე დაინახა გაჩუმდა და უფრო მაგრად ჩამეხუტა ამის გამო კი ორივეს ხმამაღალი სიცილი აგვიტყდა .
სავახშმოთ დავსხედით და ცოტა დავსერიოზულდით.
-გავიგე აქვე მდინარეა , ხვალ წავიდეთ კარგი ? თქვა ზეინმა
-ეი მართლა ? აუცილებლად ...აყვა ანა
-მგონი ჯობია ჯერ ის მოვიფიქროთ დღეს რა ვაკეთოთ - ვთქვი და წვენის დასხმა დავიწყე რა დროსაც ჭიქა გადაყირავდა და მთელი წვენი ზედ გადამევლო ... ამმ ერთი კითხვა მაქვს ?! რა დავაშავე ასეთი?
-ჯანდაბა დავიყვირე და წამოვარდი სკამიდან
-ხელსაწმენდი გამომართვი - უდარდელი სახით გამომიწოდა ჰარიმ რა დროსაც მესმის ანას ფხუკუნი , გამახსენეთ , რომ მოვკლა .
სწრაფად გამოვტაცე ჰარის ხელსაწმენდი , მაგრამ მივხვდი, რომ დასვრილ ტანსაცმელს არაფერი ეშველებოდა და გამოსაცვლელად წავედი
-გამოვიცვლი და დავბრუნდებიარა რა უნდა წამომეღო კიდევ ტანსაცმელი , ღამე ჩასაცმელადაც კი არაფერი წამომიღია . ახლა რა ვქნა ხვალ რაღა ჩავიცვა . ჯანდაბა შენ თავს მელი,
მაისური უნდა გამეხადა რა დროსაც კარზე კაკუნი გაისმა და თავი მწვანეთვალებამ შემოყო
-რამოხდა ? -გაკვირვებულმა ვკითხე
-ტანსაცმელი მოგიტანე , ვიცი არ გაქვს ბევრი რამ წამოღებული , ამიტომ ჩემები მოგიტანე.
-არმინდა ჩემიც მეყოფა
-შორტი და მაისურია ჩაიცვი , გარეთ დაგელოდები და ქვემოთ ჩავიდეთ - უემოციოდ მითხრა და კარებისკენ წავიდა მე კი უცებ მოვეგე გონს და დავუძახე
-ჰეი , გმადლობ - და გავუღიმე მისგანაც თბილი ღიმილი მივიღე და ოთახი დატოვა , გული გამითბა , ვეღარ ვმოძრაობდი უბრალოდ ვიდექი და იმ ადგილს ვუყურებდი საიდანაც ჰარი გავიდა , ღრმად ამოვისუნთქე და ჩემთვის ჩავიბურტყუნე
-რა გემართება მელი -ტანსაცმელის გამოცვლა დავიწყე , ჰარის მაისური გადავიცვი რა დროსაც მისი სურნელი მეცა, ცივი და ნაზი თითქოს ახლა მე ამდიოდა მისი სუნი , გავიღიმე და სარკეში ჩავიხედე , მომეწონა ჩემი თავი და პირველ რიგში ის რა ფორმაშიც ვიყავი გამოწყობილი ... ხო ... ეს ძალიან მომეწონა , ჭუჭყიანი ტანსაცმელი სააბაზანოში უნდა შემეტანა როცა შუქი გამოირთო , ყველაფერი დაბნელდა , უკუნეთი სიბნელე იყო ვერაფერს ვხედავდი , ამ დროს კი კომოდს დავეჯახე და მგონი რაღაც გავტეხე , რადგან აშკარად დაცემის ხმა იყო .
-მელი კარგად ხარ ?- დაფეთებული შემოვარდა ჰარი ოთახში
-მგონი რაღაც გავტეხე - დაბნეულმა ვთქვი
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია შენ არაფერი გჭირს
-შუქი რატომ გამოირთო ?
-წარმოდგენა არ მაქვს , ქვემოთ ჩავიდეთ და გავარკვიოთ -თავი დავუქნიე რა დროსაც ჰარიმ თავისი ტელეფონით გაანათა ოთახი . უცებ მწვანეთვალებში ჩავაშტერდი , მაგრამ გონს მოვეგე და გვერძზე გავიხედე , ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ისევ ჰარი.
-იცი მომწონს ჩემს ტანსაცმელში, რომ გხედავ . ისევ მისკენ მივბრუნდი ,მგონი სულ წითელი ვარ მაგრამ არ მადარდებს მინდა მას ვუყურებდე , მის სახეს.
-ჩემი ფიქრები რეალობაში გადმოიტანე
-მგონი დროა ქვემოთ ჩავიდეთ -ვუთხარი და კარებისკენ წავედი, მან კი უცებ ხელი ჩამჭიდა
-სიბნელეა , ხელი მომკიდე თორემ წაიქცევი - აღარაფერი ვუპასუხე და უბრალოდ მას გავყევი, კიბეები ჩავიარეთ და ბავშვებთან მივედით .
-რატომ გამოირთო ასე უცებ შუქი ? ვკითხე მათ
-ახლა დავრეკე და ასე თქვეს რაღაც დაზიანებაა და დილამდე ვერ შეკეთდებაო -დაიბუზღუნა ნაილმა
-ახლა რა ვქნათ ? -იკითხა იზიმ
-ამ ... ლეპტოპი მაქვს წამოღებული , ფილმს ვუყუროთ- თქვა ლიამმა და თავისი ოთახისკენ გაიქცა ჩვენ კი დივანზე ჩამოვჯექით , ჩემს გვერდით ჰარი აღმოჩნდა . უცნაურად შევხედეთ ერთმანეთს და უცებ ისევ წინ გავიხედეთ. კიდევ კარგი ლიამი მოვიდა მითხრა ჩავჩოჩებულიყავი და ისიც გვერძზე მომიჯდა ახლა კი ჰარისა და ლიამის შორის ვზივარ , ზუსტადაც , რომ ეჭვიანობისთვის მშვენიერი დროა , ლიამისკენ უფრო კარგად მივიჩოჩე და თავი მხარზე დავადე
-ლიამ რა ფილმს უნდა ვუყუროთ ?
-მხოლოდ საშინელება ჟანრის ფილმი მაქვს გადმოწერილი ამიტომ , მხოლოდ ამას შეგვიძლია ვუყუროთ თქვა და ფილმი ჩართო .
-არ შეგეშინდეს მელ , მე შენთანვარ მითხრა ლიამმა სიცილით და უფრო მიმიხუტა
ამაზე კი ჰარიმ უცნაურად გამოგვხედა , ძალიან კარგი , დასაწყისი უკვე მომწონს მთავარია მოვლენები როგორ განვითარდება.ჰარის P.O.V
ვუყურებდი მელის და ლიამს და ნერვები მეშლებოდა. ალბად ჩემი მეგობარი , რომ არიყოს ლიამი აქამდე მაგრად მეყოლებოდა ნაცემი , მაგრამ ამაში არ გამიმართლა. არც კი გამიხედავს ფილმისკენ , მხოლოდ მათ ვუყურებდი, ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა . უცებ გავჩერდი და ფიქრი იმაზე დავიწყე ასე რატომ მემართებოდა, ამდენს მასზე რატომ ვფიქრობ , ნუთუ გრძნობები მიჩნდება მის მიმართ ... რა სისულელეა ... რა სიყვარული , ეს ხომ აფსურდია . მაგრამ მე ისიც არვიცი ეს როგორი გრძნობაა როგორ უნდა მივხვდე , რომ ის მიყვარს...ჰაჰ , კი ბევრი გოგო მყოლია ,მაგრამ ასეთი გრძნობა არავის მიმართ დამუფლებია , არც კეიტრინის მიმართ. ფიქრებიდან უცებ გამოვდივარ რადგან დავინახე , როგორ აკოცა მელმა ლოყაზე ლიამს და უფრო მაგრად ჩაეხუტა , ეს კი ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა , მეც კი არ ვიცი რა გავაკეთე ამ წამს , უბრალოდ ხელი ჩავჭიდე მელს და ჩემი ოთახისკენ წავიყვანე .
იმედია უაზრო თავი არგამოვიდა , უბრალოდ იმდენად მინდოდა დღეს დამედო , რომ მგონი ცოტა პატარა გამოვიდა . მაგრამ შემდეგში აუცილებლად გამოვასწორებ ამას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
YOU ARE READING
wild rose 🥀 (დასრულებულია)
Fanfictionეს მოთხრობა არის 17 წლის გოგონას,მელის შესახებ,რომელიც პირველად მიდის უნივერსიტეტში ,იმ მომენტიდან მისი ცხოვრება ისე იცვლება ,როგორსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა......❤️