ჰარის POV
არ ავმდგარვარ სკამიდან ისე შევხედე ექვსივე ბიჭს.ჩემს გვერდით მჯდომ სესის აღელვება შევატყე და მაგიდის ქვეშ ფეხზე ხელი დავადე,წამიც არ იყო გასული მან ჩემს ხელს თავისი დაადო და ოდნავ მომიჭირა.
ლექსი ისევ მაგიდაზე იჯდა და არც აპირებდა ადგომას,პირიქით ლუისკენ უფრო მიიწია და იმ ბიჭებს დაუწყო თვალებში ყურება,ბეა ზეინს არ სცილდებოდა,ან ზეინი არ იშორებდა.
-რამე პრობლემაა?-იკითხა წყნარად ლიამმა და ყველა მათგანს შეხედა,ლექსის მიუახლოვდა და წელზე ოდნავ მოხვია ხელი,შემდეგ მაგიდიდან ჩამოსვა და იქ სადაც ის იჯდა ხელები დააყრდნო.ლექსი კი ლიამის ადგილას მოკალათდა.
-შემოთავაზება გვაქვს.-თქვა ერთერთმა და ბეას გახედა.
-თამაში გინდათ ჩვენთან ერთად?-კითხა ლუიმ და თავი გვერდით გადახარა.
-კი,თან ფსონი საკმაოდ მაღალია.-დაამატა მეორემ და პერანგის ორი ღილი შეიხსნა.
-რამდენად მაღალი?-ვკითხე მე და ვცადე რომ დაინტერესება დამემალა,მაგრამ მართლაც მაინტერესებდა მათი შემოთავაზება.
-ჩვენ სამი ათას დოლასრ ჩამოვალთ თით გოგოზე.-თქვა კიდევ ერთმა და პიჯაკი გაიხადა რომელიც იქვე მიაგდო ცარიელ სკამზე.
-რაა?-წამოიძახა დაბნეულმა ლექსიმ და ახლა მისი თავდაჯერებული "მე" სადღაც გაქრა,ადგილი გაურკვეველ გოგონას დაეკავებინა და თვალებს ხან აქეთ აცეცებდა ხან იქით.
-რა და შენში საყვარელო,-თქვა ერთერთმა და მისკენ დაიხარა-გადავიხდით სამი ათასს.
-არ ვაპირებ რომ ამ თამაშში მონაწილეობა მივიღო.-თქვა ბეამ და სკამს მიეყუდა.
-შენ არც არავინ გეკითხება,მე ამათ ვკითხე.ფსონს გავზრდით,ბევრად გავზრდით.
სულაც არ მინდა რომ ამ სირებმა ჩვენს გოგონებში ფული გადაიხადონ.სულ არ მომწონს ის აზრი რომ ვიღაც სამიათასს ჩამოდის სესიში.ან თუნდაც ბეაში,ის ხომ უკვე დასავითაა ჩემთვის.
YOU ARE READING
ფანფიქი. [one direction]
Фанфикსამი შეშლილი მეგობარი და გართობის ქალაქი ლას-ვეგასი. Dirty Fanfiction about One Direction. ____________ highest ranks: 07.12.2018 - #1 in ლუიტომლინსონი 07.12.2018 - #5 in ლიამპეინი 07.12.2018 - #5 in ერთიმიმართულება 07.12.2018 - #6 in ზეინმალიკი 07...