-მადლობა ძვირფასო,შეგიძლია ლიფი შეისწორო და გახვიდე. -ლიამმა ერთი გააბოლა და მის გვერდით მდგარ შავგვრემან გოგოს ბოლოჯერ შეავლო თვალი.
-შეგეძლო უბრალოდ ნომერი დაგეტოვებინა. -ამოიოხრა შავგვრემანმა და მოკლე კაბა ჩამოიწია,ლიამი ტუალეტის კაბინის კარებს მიეყრდნო და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია.
-არა,ერთხელ საკმარისი იყო. -უდარდელად გააქნია თავი ლიამმა.
-კარგი დრო გავატარე შენთან. -შავგვრემანი ლიამთან ახლოს მივიდა,ფეხის წვერებზე აიწია და ბოლოჯერ აკოცა სქელ ტუჩებზე.ლიამიც რათქმაუნდა გამოსამშვიდობებელ კოცნაში აყვა და როდესაც კოცნას მორჩნენ საპირფარეშოც დატოვეს.
ლიამი მისი მეგობრებისკენ წავიდა და როდესაც მხოლოდ ნაილი ბეა და ზეინი იპოვნა საშინლად მოუნდა რომ გაეგო სად იყვნენ დანარჩენები.
-დანარჩენები სად არიან? -იკითხა და ნაილს მიუჯდა გვერდით.
-ლუი და ლექსი ცოტა ხნის წინ წავიდნენ,სესი და ჰარი რაც მოვედით მას შემდეგ არ გამოჩენილან.
-შესანიშნავია. -უხასიათოდ ამოიოხრა ლიამმა და კონიაკის ბოთლს დაწვდა.
-ბეა,ასე რომ დაგტოვეს შენმა გოგონებმა არ ბრაზობ?
-ნაილ,მე მათ ვერ გავუკონტროლებ სად დადიან და როგორ.
-ანუ მეტად დედიკო ვერ გახდები? -გაიცინა ზეინმა,ბეას კი რეაქცია არ ქონია.მიჩვეული იყო,მაინც სულ დედიკო ბეას ეძახდნენ მისი მეგობრები.
-რაღაც მოვიფიქრე,არ გინდათ გემით გავისეირნოთ? -ნაილმა ცისფერი თვალები მოავლო ყველას და დაელოდა როდის გასცემდნენ პასუხს მისი მეგობრები.
-კარგი იდეაა. -დაეთანხმა ბეა.
-ჯობია რამდენიმე დღე დავრჩეთ და ლას-ვეგასის ხმაურს გავერიდოთ. თან უფრო დავვახლოვდებით. -დაამატა ზეინმა და თავი გვერდით გადახარა.
YOU ARE READING
ფანფიქი. [one direction]
Fanfictionსამი შეშლილი მეგობარი და გართობის ქალაქი ლას-ვეგასი. Dirty Fanfiction about One Direction. ____________ highest ranks: 07.12.2018 - #1 in ლუიტომლინსონი 07.12.2018 - #5 in ლიამპეინი 07.12.2018 - #5 in ერთიმიმართულება 07.12.2018 - #6 in ზეინმალიკი 07...