-ჯანდაბა!-ჰარიმ ხელები ძლიერად დაარტყა ბილიარდის მუქ მწვანე მაგიდას და ფეხზე წამოდგა.-პატარავ,მივდივართ.-თქვა ვონიმ და სესის წელზე ხელი დაადო.
-ჰეი... ჰეი... ერთი წამით.-თქვა გაღიზიანებულმა ჰარიმ და სესის მკლავში ხელი ისე ძლიერად ჩაავლო რომ მეორე დღეს აუცილებლად გაუწითლდებოდა.
ვერავინ ვერ მოახერხა აზრზე მოსვლა ისე გაათრია ჰარიმ სესი კაზინოს უახლოეს საპირფარეშომდე,კაცების განყოფლებაში შეათრია და კარები შიგნიდან ჩაკეტა.
-ეს რა ჯანდაბა იყო!?-იკითხა ჰარიმ ხმამაღალი ხმით და სესი საპირფარეშოს კარებზე ააკრა.
-მე უბრალოდ...
-რა შენ სესი?რა შენ?ლამის იყო ზედ შეახტი იმ სირს!ან ლექსი და ბეა რამღა გადარია!?
-ჰარი აბა რა გეგონათ?ჩვენზე ითამაშებდით და ჩვენც მხარს დაგიჭერდით?არასდროს!
-და ახლა რას იზავთ?წაყვებით?და მათთან დაწვებით?ვონისთან დაწვები?
-იცი რა?შენ არავინ დაგნიშნა ჩვენს მეთვალყურედ,შეგიძლია წახვიდე და სხვა ნებისმიერზე დადო ფული.-არც სესი აკლებდა ტონს ისე უყვიროდა ჰარის.
ის საპირფარეშოდან გაბრაზებული გამოვარდა და დანარჩენებს მიუახლოვდა რომლებიდანაც,ნაილი გაბრაზებული იჯდა სკამზე,ლიამი რაღაცას ელაპარაკებოდა ბეატრისს,ხოლო ლუი დანიელს ელაპარაკებოდა.სესიმ როგორც კი მარტო დაინახა ლექსი მაშინვე მასთან მივიდა.
-ლექსი ამ ბიჭებს უნდა გავყვეთ!აუცილებლად.
-არა.რაა?არა!
-ლექსი სერიოზულად?ისინი ფულზე თამაშობდნენ,ფსონი ჩვენ ვიყავით აპირებ რომ ისევ ამ ნაგვებს გაყვე?
-ამ უცხოებთან გირჩევნია?
-მე იქ მირჩევნია სადაც ფულის სანაცვლოდ არ გადამაგდებენ!-თქვა სესიმ და მოტრიალდა.
-ვონი არ მივდივართ?აღარ მინდა აქ ყოფა,მითუმეტეს უკვე მოიგეთ.-თქვა სესიმ და ვონის მკლავზე ჩაჰკიდა ხელი,მანაც არ დააყოვნა და ხელი წელზე შემოხვია.იმის მიუხედავად რომ სესის ეს შეხება არ ესიამოვნა მაინც არ მოიშორა ვონის ხელი,რადგან მათკენ მომავალი ჰარი დაინახა.
YOU ARE READING
ფანფიქი. [one direction]
Fanficსამი შეშლილი მეგობარი და გართობის ქალაქი ლას-ვეგასი. Dirty Fanfiction about One Direction. ____________ highest ranks: 07.12.2018 - #1 in ლუიტომლინსონი 07.12.2018 - #5 in ლიამპეინი 07.12.2018 - #5 in ერთიმიმართულება 07.12.2018 - #6 in ზეინმალიკი 07...