თავი 8

508 44 18
                                    

სესი's POV 

საღამოხანია,უკვე ბინდი ეპარება მთელს ჰორიზონტს.

ნაილს მისი მუქი ყავისფერი გიტარა უკავია ხელში და ოდნავ ამღერებს ლამაზ ჰანგებს.

ჩემს გვერდით ჰარი ზის,თავი მის მხარზე მიდევს და წინ ზღვას ვაკვირდები,მას ხელი გადახვეული აქვს და სულ არ ადარდებს ის რომ აქ მყოფ ყველას,ჩვენთან კითხვები აქვს.

წეღან მომხდარის შემდეგ სამი საათი გავიდა,მე და ჰარი ერთმანეთს ნახევარი საათის განმავლობაში ვკოცნიდით.

მოულოდნელად ნაილმა გიტარის მელოდიას ხმაც ააყოლა და სიმღერა დაიწყო.

მზერა ჰორიზონტიდან ნაილზე გადავიტანე,თვალები დახუჭული ჰქონდა და თითებით ნაზად ეხებოდა,გრძელ,წვრილ სიმებს.

იდეალური ხმა ჰქონდა,ოდნავ ბოხი მაგრამ ეს ტემბრი სწორედ ის იყო რაც მის ხმას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა.

  A drop in the ocean
A change in the weather

ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა.მის ხმას ზეინის ხმაც აჰყვა და დამეფიცება რომ ამეზე სასიამოვნო და ჰარმონიული არაფერი არ გამიგონია,არასდროს.

  I was praying that you and me might end up together

It's like wishing for rain as I stand in the desert
But I'm holding you closer than most 'cause you are my heaven

უკვე ძალიან ემოციურად უკრავდა გიტარაზე და ზეინთან ერთად მღეროდა,მათ წამშივე ლიამიც აჰყვა.

სიტუაცია რომელზეც არასდროს ვიტყვი უარს,უბრალოდ იჯდე და მათ უსმენდე,ეს იგივეა რაც საუკეთესო ოცნებას ისრულებდე.

თითოეულ მათგანს,ლიამს,ზეინს და ნაილს ისეთი დამახასიათებელი ხმები ჰქონდათ რომ შემეძლო დამეფიცა ამაზე პერსონალური შეუძლებელია რამე არსებობდეს.

 I don't wanna waste the weekend

If you don't love me pretend
A few more hours then it's time to go

ფანფიქი. [one direction]Where stories live. Discover now