( 20 წლის შემდეგ. 2018 წელი 13 დეკემბერი )
{ავტორი}
24 წლის ახალგაზრდა გოგონა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მიუყვება სეულის ბნელ ქუჩას და გასულ დღეებზე ფიქრობს. ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მასთან დახმარების მიზნით იყვნენ მისულნი. ახალგაზრდა ფსიქიატრი, რომელმაც იმაზე მეტი ნახა ცხოვრებაში, ვიდრე საკმაოდ ხანში შესულმა მოხუცმა. დღის საათებში მეტად გახსნილი, მეგობრული პიროვნება, რა თქმა უნდა ამას თავისი პროფესიაც ავალდებულებს მას, მაგრამ ის არ გავს ყველას. ღამდება.. ისევე ,როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, მაგრამ მისთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ ბუნების კანონი, არასდროს ყოფილა უბრალო დღე-ღამის ციკლი, როდესაც ღამდება მის თვალებში სიცოცხლის ნათება ქრება, ტუჩები ჩვეულ ფორმას უბრუნდება, თითქოს იყინება, მისი თითეული მომხიბვლელი ნაკვთი ქრება და ღამის მსგავსად ბნელი ხდება. არც კი ვიცი რა დავარქვა ამას, გაორება? -არა! როგორ ის ხომ ფსიქიატრია, ის ხომ ძლიერია?... თუ... მე ვცდები, როგორც ავტორი და არ ვიცი რატომ ?
დღეს მასთან ერთი პატარა ვაჟი იყო სიანსზე ჩაწერილი, რაღაც ეტაპის გავლის შემდეგ შეძლო მისი სულიერი სამყაროს შეცნობა და რა თქმა უნდა მისი დახმარებაც დაიწყო! პროცესში მშობელმაც ისურვა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამაოდ... იმიტომ , რომ სწორედ ის წარმოადგენდა ბავშვის ყველაზე დიდ პრობლემას. -რატომ? სასაცილოა ალბათ ზოგიერთისთვის, მაგრამ მშობელი ყოველთვის ის თეთრ ფრთიანი ანგელოზი არ არის, ოქროსფერი რგოლით თავზე ჩვენ, რომ გვგონია. მშობელი ზოგჯერ სწორედ ის ჯოჯოხეთის სიბნელისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც უქადნის თავის შვილის. ტკივილში და წვალებაში ზრდის, თუნდაც გაუაზრებლად აკეთებდეს ამას, ის ქმნის პატარა, ბნელ სარდაფს, სადაც თავის პირმშოს ამყოფებს, ზოგი იქ მთელს ცხოვრებას ატარებს, ზოგისთვის კი გამოჩნდება ერთი გმირი, რომელიც შვებას და თავის სიმშვიდეს პოულობს. ასეთ მოპყრობას ძირითადად დედობრივ სიყვარულს უწოდებენ ხოლმე... რა წარმოდგენა უნდა გვქონდეს დედობრივ სიყვარულზე, როდესაც მსოფლიოს ნახევარი ასეთ ტკივილით ცხოვრობს?... ამას უბრალოდ არ გიყვებით! სწორედ იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს , რადგან კიმ სო რეა დღემდე ამ სარდაფში ცხოვრობს, საიდანაც აღარც თავად სურს გამოსვლა . ყველას ეხმარება, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება, ის ადამიანი ავიწყდება განკურნოს, ხელი ჩაკიდოს და სიბნელიდან გამოიყვანოს, ვისზეც ყველაზე მეტად უნდა ზრუნავდეს... მან საკუთარი თავი დაივიწყა, სარდაფში დატოვა და საუკუნო ტანჯვისთვის გაწირა, პატარა დაუცველი გოგონა წლების წინ დაბუდებული, მასში მხოლოდ ღამით თუ გამომაჟღავნებს მის არსებობას , მაგრამ აქაც სიბნელე ხვდება.
YOU ARE READING
The Way To Paradise / გზა სამოთხისკენ ! 🖤🖤
Romanceეს მოთხრობა ჰოსოკზე და იმ გოგონაზეა, ვისშიც მან თავისი სიმშვიდე იპოვა... იმედია მოგეწონებათ...