{14 დეკემბერი 06:58 AM}
[POV. JUNG HOSEOK]
დილით ადრე გამეღვიძა, მოახლოვებული შეხვედრის გამო მშვიდი ძილი არც მქონია. თავი მალევე მოვიწესრიგე და დანიშნულების წერტილისკენ ავიღე გეზი. მოუთმენლობის გამო შეხვედრაზე საკმაოდ ადრე მოვედი, რადგან ჩემს განკარგულებაში თითქმის საათზე მეტი იყო, გადავწყვიტე შენობა დამეთვალიერებინა. მეორე სართული, პალატა-77, უბრალოდ შვიდი მიყვარს, ამიტომაც გავჩერდი ამ ოთახის კართან, თან უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, იცით ის გრძნობა როდესაც შინაგანად მღელვარება გიპყრობს, მაგრამ ვერ აანალიზებთ ამის გამომწვევ მიზეზს, ამიტომაც გადავწყვიტე გამეგო. ოთახიდან სასიამოვნო ხმები გამოდიოდა, კონკრეტულად კი მანდილოსნის ღიმილნარევი ხმით წარმოთქმული სიტყვები. გამომავალი ხმა იმდენად გაწონასწორებული, მშვიდი და სასიამოვნო მოსასმენი იყო, სურვილი გამიჩნდა საათობით მესაუბრა ასეთ ადამიანთან, რაღაც ცხოვრებისეულზე. ინსტიქტურად კარის სახელური ჩამოვწიე და ოდნავ შევაღე, სწორედ ამ დროს ოთახიდან გამომავალ ახალგაზრდა გოგონას დავეჯახე, რომელიც საუბრით იყო გართული და წინ არც კი იყურებოდა, ხელში კი დღიური ეკავა, რომელიც მოულოდნელობის გამო დაუვარდა... არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი სურნელი მეცნო...
- უკაცრავად ჩემი უყურადღებობის ბრალია!
- ნუ ღელავთ არაფერია.
დავიხარე და თეთრი ტყავის მატერიით დამზადებული დღიური ავიღე, შემდეგ კი გოგონას გავუწოდე... და აი სწორედ ახლაღა მივხვდი, თუ რატომ მეცნო მისი არომატი... უცნაური სულის სუნი... ტკბილი, მაგრამ შავი არომატი, მას გუშინ შევხვდი მსგავს გარემოებაში, აღარ ველოდი მასთან მსგავს შეხვედრას. უცნაურ დამთხვევას გავს, პოპულარული დრამებიდან. გამეღიმა... ჩემდაუნებურაედ, მაგრამ გულწრფელად.
-გუშინ... ვიფიქრე ლაპარაკი არ იცოდით, არა და რეალურად რა მშვენიერი ხმის პატრონი ბრძანდებით.
YOU ARE READING
The Way To Paradise / გზა სამოთხისკენ ! 🖤🖤
Romansaეს მოთხრობა ჰოსოკზე და იმ გოგონაზეა, ვისშიც მან თავისი სიმშვიდე იპოვა... იმედია მოგეწონებათ...