[1998 წ. 20 თებერვალი]
(ავტორი)
მოლოდინში მყოფი ჰოსოკი კვლავ განაგრძობდა ლოდინს, მაგრამ ამ ორმა დღემ, მასში იმედგაცრუებაც აღბეჭდა, სჯეროდა რომ დედა პირობას შეასრულებდა, მაგრამ ამავდროულად სიტუაციის ბნელი მხარეც იჩენდა თავს, რადგან ქალბატონი ლისგან ისევ არაფერი ისმოდა. ჰოსოკი ამჟამად ბავშვთა სახლში იმყოფებოდა, სადაც ის კიმ დოჯუნმა მიიყვანა. სწორე იმ დარაჯმა, რომელმაც მას ფინჯანი ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა თებერვლის იმ სუსხიან ღამეს, როდესაც სული სიცარიელით შეიმოსა, რამოდენიმე დღეში ბატონმა კიმმა ჰოსოკთან თავისი შვილები მიიყვანა, რათა მისთვის წარედგინა. ბატონი კიმის ქალიშვილი დაუახლოვდა ჰოსოკს, ერთადერთი მიზეზი გახდა რის გამოც ჰოსოკი იცინოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰოსოკმა დედის მიერ დატოვებული კულონის ნაწილი რეასთვის მიეცა.[1998 წ. 3 მარტი]
(კიმ დო ჯუნი)
იმ დღის შემდეგ რაც ჰოსოკი ვიპოვე ვცდილობ მის ნათესავებთან დაკავშირებას, ისევ განყოფილებაში მივდივარ რადგან, როგირც გავიგე ახალი ინფორმაცია აქვთ. ტაქსიდან გადმოვედი და შენობაში შევედი, მალევე ვიპოვე საჭირო პიროვნება და მისი მიმართულებით გავემართე...
- ბატონი კიმ გელოდებოდით
- გამარჯობათ, როგორც გავიგე ჩვენს საქმესთან დაკავშირებით წინსვლაა...
- დიახ დაბრძანდით
იქვე მდგომ კრესლოზე მიმითითა და თავადაც ჩემი საპირისპირო პოზიცია დაიკავა, მუყაოს ფაილი მაგიდაზე მოათავსა და ოდნავ ჩემსკენ გამოწია.
- ქალბატონი კიმის დედასთან დაკავშირებით მაურს გასაუბრება, უფრო სწორად, რომ აგიხსნათ განსვენებული ჯონ ჯინ ჰოს დედას ქალბადონ ჯონ სუ ჰასთან დაკავშირებით...
- ანუ იმის თქმას ცდილობთ, რომ შესაძლებელია ბიჭი ბებიასთან გადავიდეს საცხოვრებლად?
- სამწუხაროდ ამის პირობას ვერ მოგცემთ, რადგან რამოდენიმე დღის წინ ქალბატონმა სუ ჰამ კორეა დატოვა და ამის შემდეგ მისი სახელი არსად დაფიქსირებულა, ამან გამოძიებაც ჩიხაი შეიყვანა ასე რომ ვთქვათ. ბოლო ჩასხლდომა სეული-ტოკიოს მიმართულებით განხორციელდა 25 თებერვალს. იაპონიის საგამომძიებლო ბიუროსაც დავუკავშირდით, მაგრამ შედეგი იგივე აღმოჩნდა მისი სახელი და გვარი არსად ფიგურირებს. ეს კიდევ საკმაოდ საეჭვო ფაქტია, შეუძლებელია ადამიანი ასე უეცრად გაქრეს თუ აქ საბუთების გაყალბებასთან არ გვაქვს საქმე.
- კი მაგრამ ეს მის პივნას შეუძლებელს ხდის, ნუთუ მეტი არავინაა ვინც ბიჭზე ზრუნვას შეძლებს?
- არის... ჯონ ჯი ჰოს ნახევარძმა ჯონ კიჩოლი მამით ერთნი და დედით სხვადასხვა ძმები არიან, მას სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დამცველი ბიურო დაუკავშირდა მაგრამ ბატონმა ჯონმა უარი განაცხადა ბავშვის მასთან გადაყვანაზე, მაგრამ რომც დათანხმებულიყო დარწმუნებული ვარ "ლოტოსის" თავშესაფარი მას ბავშვს არ გადასცემდა, როდესაც საქმე ოჯახურ პირობებზე მიდგენოდა.
- ამით რის თქმას ცდილობთ?
- ბატონი ჯონი საკმოდ არალეგალური საქმითაა დაკავებული, როგორიცა მაფია, იარაღების და კოკაინის შავი ბაზარი. მაგრამ მისი გამოჭერა საკმაოდ რთულია.
- კი მაგრამ...
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ბიჭს ან ვინმე იშვილებს ანდაც 16 წლის ასკამდე ბვშვთა სახლში მოუწევს ყოფნა.
სათქმელი აღარაფერი მქონდა, მართალია იმედით მივდიოდი რადგან მეგონა რომ ჰოსოკის დახმარებას შევძლებდი მაგრამ სულ ტყუილად.
გადავწყვიტე ჰოსოკი მომენახულებინა, რამოდენიმე სახის ტკბილეული ვიყიდე და გავუდექი გზას. დანახვისთანავე თვალები გაუფართოვდა, გაღიმებული გამოქანდა ჩემკენ , მაგრამ მალევე შეეცვალა სახე.
-ლილია სად არის?
თვალებს აცეცებდა და ნელ-ნელა უფრო იღუშებოდა,რადგან სასურველი გოგონა მის მხედველობის არეში არა და არ ჩნდებოდა.
-რეა სახლშია, მაპატიე დღეს ვერ წამოვიყვანე.
ბიჭი კიდევ უფრო მოიღუშა.
-შეიძლება გკითხო, რატომ ლილია?
-ლილია? აჰ, რეა თეთრ ლილიას ჰგავს.
დედა ხშირად მიყვებოდა ყვავილებზე, სახლშიც უამრავი გვქონდა. თეთრი ლილია სიმშვიდესთან, ჰარმონიასთან და სიღრმესთან ასოცირდება, როგორც დედა მიამბობდა ხოლმე. ქრისტიანებისთვის თეთრი ლილია (ქალწულ) ღვთისმშობელ მარიამთან იყო გაიგივებული, ამიტომაც თვლიდნენ (სინაზის) კეთილშობილების, შეგუებულობის და სილამაზის სიმბოლოდ. რეაც ასეთია, მასთან ყოფნის დროს სიმშვიდეს და ჰარმონიას ვგრძნობ.
*გასაოცარია ამ ბავშვის მიერ ნათქვამი სიტყვები, ჯერ სულ პატარაა, მაგრამ ისეთ სიტყვებს იყენებს, როგორიც ჰარმონია და სიმშვიდეა. მისი ასაკის ბავშვები კი ერთმანეთში კინკლაობენ, რადგან სათამაშო ვერ გაიყვეს. მართლაც, რომ ყველასგან გამორჩეულია. აქ უამრავი ბავშვია, თუმცა მხოლოდ მის თვალებში ჩანს ზრდასრულობა.
-ჰოსოკ, მოხიბლული ვარ იმით, თუ რამხელა ცოდნა გაქვს შენს ასაკში. დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევ.
-უბრალოდ დედის ტკბილი საუბრის მოსმენა მიყვარს.
უეცრად შეჩერდა და შევამჩნიე, თუ როგორ აუცრემლიანდა პატარა, შოკოლადისფერი თვალები, მაგრამ მაინც გამიღიმა.
-შემდეგ მოსვლაზე ლილიაც მოიყვანეთ.
-აუცილებლად პატარავ.
თმები ოდნავ ავუჩეჩე და ოდნავ გაწითლებულ ლიყაზე ვუჩქმიტე.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის , რომ ისევ გულწრფელად გაუღიმო სამყაროს" გავიფიქრე ეს ჰოსოკთან დამშვიდობებამდე და მალევე დავტოვე თავშესაფარი.
გზად უამრავმა პასუხგაუცემელმა კითხვამ შემაწუხა, ამიტომ გადავწყვიტე ისევ დეტექტივისთვის მიმემართა.
-გისმენთ ბატონო კიმ.
-მინდოდა მეთქვა, რომ არ შეიძლება ამ საქმის ასე მიტოვება, ან ქალბატონი კიმი უნდა ვიპოვოთ ან ბატონ ჯონთან მომიწევს გასაუბრება.
-ქალბატონ კიმს ვეძებთ, მაგრამ რაც შეეხება ბატონ ჯონ კი ჩოლს, მასთან გასაუბრება არ მგონია, რომ კარგი იდეა იყოს, თანხმობის შემთხვევაშიც არ მაქვს იმედი, რომ ის ბავშვს ისეთ ცხოვრებას მისცემს, რომელიც სჭირდება.
-რაც არ უნდა იყოს, ის მისი ბიძაა. ბავშვთა სახლში ცხოვრებას,ოჯახის ყოლა სჯობს.
-როგორც თქვენ გსურთ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
-კარგი, თქვენი იმედი მაქვს.
მთელი თვის მანძილზე, ყოველი გამოძიება უშედეგო აღმოჩნდა. სულ მალე ბრძანებაც გაიცა, რომ საქმე დახურულიყო, რადგან ვერც ქალბატონი კიმი და ვერც ქალბატონი ჯონ სუ ჰა იპოვეს. მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა, ჰოსოკი "ლოტოსი"-ის თავშესაფრიდან უნდა წამომეყვანა,რადგან ბიჭი სულ უფრო იკეთეტებოდა საკუთარ თავში. ბოლო ორ შეხვედრაზე, რეას ნახვაც არ ისურვა, რამაც ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად ამანერვიულა. ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, ვინც მის სახეზე ღიმილს იწვევდა. ამის გამო გადავწყვიტე იაპონიაში ჩაფრენა და ბატონ ჯონთან გასაუბრება, რადგან მასთან დაკავშირება რთული იყო. მომდევნო კვირას ყველაფერი მოვაგვარე,ჩემი მეუღლეც გავაფრთხილე,რომ რამდენიმე დღით კორეას ვტოვებდი. ეს ამბავი დიდად არ ესიამოვნა,თუმცა დამთანხმდა. ბილეთი ავიღე , უკვე მზად ვიყავი გასამგზავრებლად. ჩასხდომა 12საათზე იწყებოდა, ოჯახს გამოვემშვიდობე და გავემგზავრე. სიმართლე რომ ვთქვა ცოტას ვღელავდი, მომავალი შეხვედრის გამო. არ ვიცი ამას ბატონი ჯონი როგორ მიიღებს, თუმცა იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის.
[ავტორი]
მიუხედავად იმისა, ყოველთვის იმ იმედით ვცხოვრობთ, რომ სამყარო არ გაგვწირავს, უფსკრულამდე არ მიგვიყვანს,რომელსაც სრული სასოწარკვეთილება მოსდევს უკან, ჩვენ მაინც განვაგრძობთ ცხოვრების იმ ფსკერამდე დაყვანას ,რომლიდან ამოსვლას მხოლოდ სასწაულით თუ შევძლებთ. სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვიქნებით სასწაულის მომსწრენი. ცხოვრება დაუნდობელია გულუბრყვილო ხალხის მიმართ და არც სიკეთით სავსე კიმ დო ჯუნისთვის აღმოჩნდა ლმობიერი.
[კიმ დო ჯუნი P.O.V]
რამდენიმე საათის შემდეგ ,ჩემთვის უცხო მიწაზე დავდგი ფეხი. ტაქსი გავაჩერე და სასტუმროსკენ გავემართე,რადგან დასვენება მჭირდებოდა. ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოთახში შევედი, არ იყო მდიდრული,თუმცა მყუდრო იყო. დაღლილობისგან ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
{1998 წლის 9 აპრილი. 11:03 წუთი}
გაღვიძებისთანავე უსიამოვნო სიმძიმე ვიგრძენი მხრებზე, მიუხედავად ამისა მაინც შევედი სააბაზანოში ,რადგან ვიფიქრე რომ ცხელი შხაპი ოდნავ მაინც მომიხსნიდა დაძაბულობას. 1 საათისთვის უკვე მზად ვიყავი, სასტუმროს წინ ვიდექი და ტაქსს ველოდებოდი. თავს ისევ მძიმედ ვგრძნობდი.
მალევე მოვიდა ტაქსი, ჩავჯექი და ყოველგვარი ფიქრი მოვიშორე,რადგან ბატონ ჯონთან სერიოზულ თემაზე უნდა მესაუბრა.არ შევმცდარვარ , მართლაც საკმაოდ მდიდარი ადამიანი ყოფილა, იქნებ ჰოსოკისთვის კარგი მომავალიც მიეცა. დიდი, მდიდრული სახლის შესასვლელთან ვიდექი და მოახლოებული დიალოგისთვის სიტყვებს ვარჩევდი.
-გამარჯობათ! ბატონ ჯონ კი ჩოლთან მსურს შეხვედრა.
-შეხვედრა დანიშნული გაქვთ?
შავებში გამოწყობილმა კაცმა, რომელიც სავარაუდოდ დაცვა იყო, ავის მომასწავებელი ტონით მკითხა, მაგრამ ვეცადე ყურადღება არ მიმექცია.
-მასთან დაკავშირება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ მომიწია კორეიდან, იაპონიაში პირადად ჩამოსვლა. გთხოვთ გადასცეთ, რომ ეს მის ძმისშვილს ეხება.
-დამელოდეთ!
ისევ იგივე ტონით მომიგო. ოდნავ მოშორებით გავიდა და რაციით ვიღაცას ესაუბრა. იაპონური ენა არ ვიცოდი, ამიტომ არ გამიგია რაზე ისაუბრა. დაცვა მალევე დაბრუნდა და მაცნობა, რომ მალე შევძლებდ ჯონ კი ჩოლთან შეხვედრას.{ავტორიჰეა}
ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ ბევრი რამ შეიცვალა და თავისუფალი დრო ფაქტიურად აღარ მაქვს.
მინდა გთხოვოთ რომ უინტერესოდ არ ჩათვალით ეს თავი რადგან ჰოსოკზე ბევრი არაფერია ნათქვამი ეს ერთ-ერთი მნიშმნელოვანი ნაწილია და ამის შემდგომი თავიც საიდანაც საკმაოდ ბევრს გაიგებთ!
მადლობა ყველას ვინც კითხულობს❤️❤️❤️💜🌸🌸🌸🌸
YOU ARE READING
The Way To Paradise / გზა სამოთხისკენ ! 🖤🖤
Romansეს მოთხრობა ჰოსოკზე და იმ გოგონაზეა, ვისშიც მან თავისი სიმშვიდე იპოვა... იმედია მოგეწონებათ...