თავი 4

163 17 0
                                    

როგორც გავარკვიეთ წინა საღამოს ჰოპს მათესთვის უთქვამს, რომ მის შეყვარებული ვიყავი და აღარ შევეწუხებინე. ახლა მივხვდი რატო ჰქონდა ასეთი სახე. ისე ღირსია ეგ ბიჭი, მაგრამ ამ კორეელს მაგხელა უფლება ვინ მისცა, რატო ერევა ჩემს ცხოვრებაში ასე უხეშად.არაა, უმადური კი არ ვარ რომდამეხმარა, მაგრამ იქნებ ცოტა სხვა რამე მოეფიქრებინა. 

-ბეკა, გინდა შენი ჯიმინი ნახო? ალბათ მოგენატრა ხოო? სახლი კი იცი სადაც ცხოვრობს. ესეიგი გეგმა ასეთია: მიდიხარ მათთან და ჰოპს ეუბნები რომ სალაპარაკო მაქვს და უნდა შემხვდეს. ასე გაგრძელება  არ შეიძლება თავს ბევრის უფლებას აძლევს. 

-აუუ მრცხვენია რაა... 

-ჯიმინი, მასზე იფიქრე. ოო თან როგორი სიმპატიურიაა. ალბათ რამდენ გოგოს მოსწონს ხოო, რა თქმა უნდა ბევრს, მოკლედ ყველაფერი დასწრებაზეა ამ ცხოვრებაში რაა

-კარგი მივდივარ 

ასე დავითანხმე ბეკა მათთან წასვლაზე. შეხვედრა საღამოსთვის დავგეგმე. ერთი მშვიდი კაფეა და ბევრი ხალხიც არ არის ხოლმე. იმედი მაქვს მეც მშვიდად დაველაპარაკები და თეფშების სროლაზე არ გადავალთ დღესაც. ბოლოს და ბოლოს გოგო ვარ ქაჯი ხო არა. ყველანაირად ვცდილობ თავი გავაკონტროლო, მაგრამ ეს ბიჭი ისეთია მწყობრიდან გამოვყავარ. უნივერსიტეტის შემდეგ წავედი კაფეში. თან ვცდილობდი ისე შევპარულიყავი არავის დავენახე. არ მინდა ამასთან ერთად ვინმემ დამინახოს. ახლა უხსენი ხალხს რა მინდა ამ ცნობილ ბიჭთან ერთად. ჰოპი მისული დამხვდა. მეც ამოვისუნთქე, მშვიდი სახე მივიღე და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი მას.

-გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედი. შენთან სალაპარაკო მაქვს

-გამარჯობა, ალბათ მადლობის თქმა გინდა ხოო

-მადლობისო, ჰაჰა, მართლა არ მიცნობ რაა. ესეიგი შენი მაშინდელი საქციელი არ...... (სიტყვით გამოსვლა მქონდა გადაწყეტილი, როცა მათე დავინახე, ჩვენ გვიყურებდა. და  დაწყობილი სიტყვა, რომელსაც გზაშიც ვიმეორებდი ჩამეშალა)ჰოპ, მათე შემოვიდა აქ და გთხოვ თამაშში ამყევი

📢🔮 show time🔮 📢(completed)Where stories live. Discover now