თავი 8

123 14 0
                                    

კარი რომ გავაღე, ბეკა შემომახტა. ბედნიერი იყო და მთელს ხმაზე გაჰკიოდა მეშველაო. მომიყვა ჯიმინზე და მათ სიყვარულზე. თავიდან მეც მიხაროდა, მერე ბეკამ იმდენჯერ მოყვა ეს ისტორია ბოლოს უკვე აღარც ვუსმენდი. ჩემი დაქალი ასეთი არასოდეს მინახავს. სიხარულით თვალები უბრწყინავდა და დახტოდა. როცა გადავწყვიტე, რომ ჩემზე და ჰოპზეც მომეყოლა არ დამაცადა და მითხრა 2 საათში ჯიმინს უნდა შევხვდეო. ისიც მითხრა რომ დანარჩენებიც იქ იქნებოდნენ და რაღაც სერიოზულის თქმას აპირებდნენ. -ნეტა რა უნდა იყოს ასეთი, არადა ჰოპი ცოტახნის წინ ვნახე და არაფერი არ უთქვამს...

...2 საათის შემდეგ...

რატომღაც ისე მოხდა, ბიჭებმა არ გამოგვიარეს. იქ უნდა დაგვხვედროდნენ. კაფე ისეთ ადგილას იყო, სადაც მე და ბეკა არასოდეს ვყოფილვართ. ძლივს მივაგენით დანიშნულების ადგილს და როცა მივედით ყველა იქ იყო. 

ჰოპის ძებნა დავიწყე თვალებთ და რომ დავინახე გული ამიჩქარდა. ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია, მეგონა გული ამომივარდებოდა. პეპლები დაფრინავდნენ მუცელში. ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი უცხო ადამიანი მომწონებოდა ან შემყვარებოდა. თან ესე სწრაფად და ასე უცნაურად... წელში გავიმართე, თმა ინსტიქტურად შევისწორე ( ჩემი ჩვევაა რატომღაც), ბეკას შევხედე, რომელიც უკვე ფიქრებით ჩემთან აღარ იყო, გავიღიმე და ბიჭებისკენ , უფრო სწორედ ჰოპისკენ გავემართე. ვუახლოვდებოდი და კიდევ უფრო მიჩქარდებოდა გული. ღმერთო რა სიმპატიური ბიჭია, ნუთუ ასეთები არსებობენ ?! და ეს ბიჭი მომწონს ... ვაახ, ალბათ მსოფლიოს გოგოები მიმასიკვდილებენ- ვფიქრობ და ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები მას. როგორც ჩანს ჩვენზე ბიჭებისთვის არ ჰქონდა ნათქვამი  და ეს არ მომეწონა. -ნუთუ ჩემი რცხვენიაა?!-იმედგაცრუება ვიგრძენი თუმცა არაფერი შევიმჩნიე, ალბათ მიზეზი ექნებოდა მის საქციელს. ყველას ბედნიერი ღიმილით მივესალმეთ მე და ბეკა, თუმცა მათ სახეზე ბედნიერება არ შეიმჩნეოდა, რაღაც არასასიამოვნო ხდებოდა... საუბარი ჯიმინმა დაიწყო, რომელსაც ბეკას ხელი ეკავა და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა

📢🔮 show time🔮 📢(completed)Where stories live. Discover now