საიდუმლო საცავი

101 4 6
                                    

ქალაქის ერთ მშვიდ ქუჩაზე ცხოვრობს 14 წლის ჯეკი. ის არაფრით განსხვავდება სხვა თინეიჯერებისგან.  ჯეკი საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ბიჭია რომელსაც მუქი წაბლისფერი თვალები და სპორტცმენის აღნაგობა აქვს.  ის და მისი მეგობრები  გარეთ ყოფნის უდიდეს ნაწილს ველოსიპედზე კატაობას უთმობენ. ამჯერადაც  სკოლიდან მოსვლისთანავე ველოსიპედებს შემოახტნენ და კატაობა დაიწყეს. ზაფხულის მშვენიერი  ამინდია. ქალაქი  მთის ერთ ფერდობზეა მის  ირგვლივ მინდორია, რომელზეც მუქი მწვანე ბალახი ბიბინებს. ცისფერ ცაზე ერთ ღრუბელსაც კი ვერ დაინახავ.იქვე ქალაქის მახლობლად ანკარა წყარო ჩამოედინება რომლითაც სარგებლობს ქალაქი. წყაროსთან ათასამდე განსხვავებული ჯიშის ყვავილია რომელიც დაუვიწყარ სილამაზეს ჰგვრის არემარეს. ამ სილამაზის ყურებაში გართული მეგობრები ისე ავიდნენ მთის მწვერვალამდე ვერც კი გაიგეს. გადაწყვიტეს შეესვენებინათ და შეჯიბრიც მოეწყოთ.  თანაც ამ სიმაღლიდან ადრენალინის გრძნობაც მეტი იქნებოდა. სწორედ ამ დროს ჯეკმა და სკოტმა ორნამენტებით მოპირკეთებული კლდე დაინახეს და ამ კლდის სანახავად წავიდნენ . რაც უფრო უახლოვდებოდნენ  კლდეს უფრო იზრდებოდა უჩვეულო თავბრუსხვევა. ბიჭებმა თავბრუსხვევა დაღლილობას დააბრალეს და უკან მეგობრებთან დაბრუნდნენ.ამასობაში შეჯიბრისთვის მზადებაც დაესრულებინათ დანარჩენ ამხანაგებს. დაიწყეს შეჯიბრი. ფინიში  ქალაქის შესასვლელი იყო. ჩვეულებრივ სკოტსა და ჯეკს განსაკუთრებით უხაროდათ შეჯიბრი მაგრამ რაღაც განსხვავებულინ გრძნობა ქალაქამდე თან სდევდათ.როგორც კი ქალაქში შევიდნენ ეს გრძნობა გაქრა რაც უჩვეულო იყო.მეორე დღეს ჯეკს და სკოტს ჩვეულებრივზე ადრე გაეღვიძათ და დათქმულ ადგილას ქუჩის ბოლოს პატარა ჯიხურთან შეხვდნენ და მოითათბირეს რომ ერთი სკოლაში წავიდიდა,რადგან ოივე მეგობრს რომ გაეცდინა აუცილებლად დაეჭვდებოდნენ და მშობლებს გააგებინებდნენ. ხოლო მეორე ბიჭი  ინფორმაციას მოიძიებდა ამ კლდის შესახებ. ასეც მოიქცნენ. სკოტი სკოლაში წავიდა და მასწავლებლებს უთხრა რომ ჯეკმა ფეხი იტკინა და სკოლაში მოსვლა ვერ შეძლო.ჯეკი კი ქალაქის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში წავიდა ინფორმაციის მოსაძიებლად. ბოლო სექციაში  სკოტს  შემთხვევით გადმოუვარდა წიგნი და დაინახა კარის სახელური.სკოტს წინათგრძნობა ჰქონდა რომ ამ კარის მიღმა რაღაც მნიშვნელოვანი იმალებოდა. სხვა წიგნები ფრთხილად ჩამოალაგა რათა ხმაურზე ვინმე არ მოსულიყო.  კარი რკინის აგმოჩნდა და საკმაოდ მტკიცეც იყო. მაგრამ ამას არავითარი დაბრკოლება არ შეუქმნია ჯეკისთვის. მან საკეტი საკმაოდ ადვილად გატეხა და თან ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ის შევიდა ბნელ ოთახში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ფეხი რაღაცას წამოკრა და დაეცა. ჯეკმა იგრძნო რომ ხისგან დამზადებულ ნივთზე დაეცა. ხის ნივთი პატარა კარი აღმოჩნდა. როდესაც  იგი გააღო   სინათლე ამოვიდა. ამ დროს კი საბოლოოდ დარწმუნდა რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი იმალებოდა. ჯეკმა ყოველგვარი ფიქრის გარეშე დაიწყო ჩასვლა. კიბე რკინის იყო და მას დასასრული არ უჩანდა  თან  ეს კიბე დაფარული იყო მწვანე წებოვანი ნივთიერებით რომელსაც საშინლი სუნი ჰქონდა. ჯეკის ინტერესის გღძნობა იმდენად ძლიერი იყო რომ ყოველივე ამან ვერ გადააფიქრებინა დაბლა ჩასვლა. 

როგორც იქნა მიაღწია ამ კიბის დასასრულს.  ჯეკი გონებასღა კარგავდა აუტანელი სუნისგან. მაგრამ აქ ჩამოსვლით მან ისეთი რამ ღმოაჩინა რომლის შესახებაც მხოლოდ მოსმენილი ჰქონდა. მან უძველესი და საიდუმლო საცავი აღმოაჩინა. სწორედ ამ საცავში ინახებოდა ისეთი ძვირფასი ნივთები რომლებიც მეფეებსა და დედოფლებს ეკუთნოდათ. ასევე იყო ისეთი ნივთები რომლებიც ადამიანს ნამდვილად არ ეკუთნოდა. ჯეკის ყურადღება მიიქცია მარგალიტში ჩასმულმა წიგნმა . ამ წიგნის ყდაზე  ამოტვიფრული იყო დიდი ასოებით-,, პასუხი ყოველივე ამისა". 

სიცოცხლე  სიკვდილის შემდეგWhere stories live. Discover now