-ჯონგუკ საჭმელი მზადაა ჩამოდი
-ახლავე დედა- ზურგჩანთა ავიღე და კიბეებზე სირბილით ჩავედი.
-დილამშვიდობის- ვუთხარი დედას და მაგიდასთან დავჯექი.
-დღეს დაგვაგვიანდება მე და მამაშენს- მითხრა სამზარეულოდან გამოსვლისას და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-მოლაპარაკებას აწარმოებენ ჩინელებთან, და დღეს მამაშენი მის კონკურენტ კომპანიასთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომ შემდეგ ერთად გააფორმონ ჩინელებთან კონტრაქტი, მამაშენის კომპანიას ბიუჯეტი არ ჰყოფნის. ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
-ამინ- ვთქვი და ჩაი მოვსვი.
-ღმერთო ჩემო მეკი მგონია რომ გაიზარდე-როგორც ყოველთვის ახლაც აპირებდა ჩემთვის ლექციების წაკითხვას რომ ისე უნდა მოვიქცე როგორც მის შვილს შეეფერება, სწორად უნდა ვისაუბრო და არ უნდა ვიცანცარო, რადგან ბატონი ლის შვილს ასე არ შეეფერება, მაგრამ როდესაც დედამ ამ ყველაფრის სათქმელად პირი გააღო მამა კიბეებზე ჩამოვიდა მაგიდას მოუახლოვდა-დილამშვიდობის მამა.
-დილამშვიდობის-გვითხრა და დედასაც შუბლზე აკოცა.
-დილამშვიდობის მამა.
- გითხრა დედაშენმა რომ დღეს დაგვაგვიანდება?
-კი მითხრა.
-კარგი, ფულს დაგიტოვებ რომ ჩვენს მოსვლამდე რამე ჭამო- დედამ მამაჩემს ბრაზით გახედა და მზერით უკითხავდა ლექციებს რომ მე მის გაკეტებულ საჭმელს უნდა ვჭამდე და არა მარკეტში ნაყიდ საზიზღრობებს, მაგრამ მამამ როგორც ყოველთვის ფული მომცა და დედას ღიმილით გახედა
-წავიდეთ, ჯობს რომ ადრე მივიდეთ, შენც წამოდი სკოლამდე გაგიყვან.
-კაი-ზურგჩანთა ავიღე და როცა შევბრუნდი დედას გაბრაზებულ სახეს შევეფეთე.
-კარგი და არა კაი
-დედააა- გაბრაზებულმა ვიყვირე და მანქანისკენ წავედი. ჩემი სკოლიდან სახლამდე მანქანით დაახლოებით 10 წუთის გზა იყო. მაგრამ ჩემს მშობლებთან ერთად 10 წუთიც კი ჯოჯოხეთად მექცა.რადგან მთელი გზა იმაზე ლაპარაკობდნენ როგორ ჩაიივლიდა მოლაპარაკება და რა შედეგებს მიიღებდნენ.
მანქანა პიდაპირ სკოლის ჭიშართან გაჩერდა და დავინახე როგორ მელოდებოდათეჰიონი სკოლის ეზოში.
-კარგი წავედი, ნახვამდის.-ვთქვი და სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან რომ დედაჩემის დარიგებები ისევ არ მომესმინა.
-საგიჟეთია- ვუთხარი თეჰიონს და გადავკოცნე
- რამოხდა? ისევ საუბრის მანერაზე მოგცეს მითითებები?- გამიღიმა და სკოლაში შევედით.
-არგინდა, ჩემთან რომ მივალთ დაურეკე.- თეჰიონმაა გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სკოლის შემდეგ როგორც ვთქვით ჩემთან წავედით, გზაში გადავწყვიტეთ რომ ფილმისთვის გვეყურებინა ამიტომ მარკეტში შევიარეთ და მამას დატოვებული ფული სულ დავხაჯე.
- მოეწყვე- ვთხარი სახლში შესვლისას, ზურგჩანთა მოვიხსენი და კარებთან დავაგდე.
-ეს რომ დედაშენს დაენახა უეჭველი მოგკლავდა.- მითხრა თეჰიონმა და დივანზე ჩამოჯდა.
-მაგრამ დედა აქ არ არის-ვუპასუხე და დივანზე მის გვერდით მოვკალათდი, მანკი ჩემი თავი ხელებშო მოიქცია და მაკოცა, მისი ტუჩების სიმხურვალე ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი, ტანში სასიამოვნო ჟუანტელმა დამიარა. როცა მისი ტუჩები ჩემსას მოშორდა, შუბლლზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
-რა ფილმს ვუყუროთ?- ვკითხე და ტელევიზორი ჩავრთე
-არხებზე მოვძებნოთ რამე .- თავი მხარზე დამადო და მის თბილ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი. რომელიღაც არხზე ანიმაცია ვიპოვე.
-ამას ვუყუროთ- მითხრა მანამ სანამ სხვა არხზე გადავრთავდი, გამეღიმა, ჩიფსი ავიღე და ანიმაციის ყურება დავიწყეთ. მაგრამ, სანამ დამთავრდებოდა მანამდე ჩაგვეძინა.
კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, თეჰიონი შეიშმუშნა და თავი ასწია. მე საათს დავხედე 9 საათი იყო დაწყებული.თეჰიონს შევხედე და სწრაფად წამოვვარდი კარის გასაღებად.
-დაბრუნდით?- ვკითხე კარის გაღების შემდეგ დედას, რომელიც უემოციოდ იდგა.
-როგორც ხედავ- მითხრა და სახლში შემოვიდა, ფეხსაცმელები კარადასთან დატოვა და მაშინვე იყვირა როგორც კი ძირს დაგდებული ჩემი ზურგჩანთა დაინახა. ზურგჩანთას სწრაფად მოვკიდე ხელი და მისაღებში შევედი, სანამ მშობლები შემოვიდოდნენ თეჰიონს ვანიშნე რომ ჩიფსის შეფუთვები და კოკაკოლას ცარიელი ბოთლები სამზარეულოში გაეტანა. ისიც მაშინვე წამოხტა და ორიოდე წამში მაგიდაზე მხოლოდ ჩემი და თეჰიონის მობილურები ეწყო.
-როგორ ჩაიაარა მოლაპარაკებამ?- ვკითხე მამას როცა დაღლილი დივანზე ჩამოჯდა.
-მშვენივრად.გამარჯობა თეჰიონ -გაუღიმა სამზარეულოდან გამოსულ თეჰიონს და მე შემომხედა
- გამარჯობა ბატონო ლი. გამარჯობა ქაბატონო პაკ
-როგორხარ შვილო?- დედაჩემი თეჰიონთან მივიდა და გადაკოცნა- ძალიან მოგვენატრე, ხშირად შემოიარე ხოლმე როცა სახში ვიქნებით.
-კარგით აუცილებლად-თეჰიონმა დედას თავაზიანად გაუღიმა, მერე ტელეფონი და ზურგჩანთა აიღო, ორივეს დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა.
-ხშირად შემოვივლი ხოლმე - მითხრა ღიმილით და მაკოცა.მეკი საპასუხოდ გავუღიმე და გავაცილე. როცა მისაღებში დავბრუნდი ორივე მაგიდასთან იჯდა და რაღაცას განიხილავდნენ მაგრამ როცა მე დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ.
- ამმ.. მოხდა რამე?- ვიკითხე და გაოცებული სახით და მეც მათთან ერთად დავჯექი.- შედგა მოლაპარაკება შენნს კონკურენტ კომპანიასთან?-ვუთხარი მამას ღიმილით
-დიახ შედგა. მაგრამ გარკვეული პირობები წაგვიყენეს. ჩვენ კი იძულებულები ვყავით რომ თანხმობა გვეთქვა. ვერაფერს გამოვასწორებთ- მითხრა დედამ და მამას გახედა.
-რახდება მამა?
-ჩინური კომპნია რომელთანაც მეც და ჩემს კონკურენტ კომპანიასაც მოლაპარაკება გვსურდა, ძალიან მნიშნვლოვანი კომპანიაა ჩვენთვის, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი ორივე კომპანიის არსებობა. თუ ამ მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებდით გავკოტრდებოდით, და რაც აქამდე გამიკეთებია ყველაფერი დროის ფუჭი ხარჯვა აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ვაწარმოე მოლაპარაკება იმ ხალხთან რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩემი კომპანიის ჩაძირვას. კომპანიას რამდენიმე პირობა ჰქონდა ჩვენს კომპანიასთან და რათქმაუნდა დავაკმაყოფილეთ, მაგრამ კომპანიის უფროსმა ცალკე პირობა წამოგვიყენა.-ცოტახნით გაჩუმდა და თავი ძირს დახარა.
- რა პირობა?- ვიკითხე და ჯერ დედას შევხედე შემდეგ კი ისევ მამას რომელიც მაგიდას უყურებდა.
-შენ.-თქვა მამამ რამდნეიმე წამის შემდეგ
-რა? - გამეცინა და სკამის საზურგეს მივეყრდენი.- რასნიშნავს მე?
- ის რომ კომპანიის უფროსს ბატონ მინჰოს სურს მის ქალიშვილზე დაქორწინდე. - მითხრა დედამ პირდაპირ ისე რომ ჩემთვის თვალლი არ მოუშორებია.
- კაი ერთი, კიდე რამინდაო. შვილიც ხოარ გავუჩინოთ- ვუთხარი სიცილით მამას გავხედე რომელიც ისევ მაგიდას უყურებდა
-მოიცა, მამა მითხარი რომ იმ კაცის პირობას არ დათანხმდი.
-ბოდიში- მითხრა და თვალებში შემომხედა
- თქვენრა სულ გააფრინეთ?
-წესიერად ისაუბრე ჯონგუკ.
- არაა!- ვიყვირე და სკამიდან წამოვვარდი.- ვიღაც გოგოს მაყოლებთ ისე რომ მე არც მეკითხებით, და გინდა ამ ამბავს მშვიდად შევხვდე და გითხრა „ვა დე რამაგარია, მოდი ის გოგო სახლში დავპატიჟოთ მომავალ ქმარს უკეთ გაიცნობს“ და გინდათ რომ მადლობა გადაგიხადოთ რომ ცოლი მომიძებნეთ?
-ჯონგუკ გეყოფა- მითხრა მამამ, მუჭი მაგიდას დაარტყა და ფეხზე წამოდგა.
-მეყოფა?-ვუთხარი სიცილით. - კომპანიაზე გამცვალე მამა. უკაცრავად ბატონო ლი, მაპატიეთ, მორჩილად შევასრულებ თქვენს ყველა ბრძანებას- წარმოსახვითი ქუდი მოოვიხადე და თავი დავუკრი.
-საკმარისია ჯონგუკ.-ახლა დედამ დაიყვირა და ისიც ფეხზე წამოდგა- ასე იყო საჭირო უნდა გაიგო.
-რა უნდა გავიგო დედა? რა???? ისრომ კომპანიაზე გამცვალეთ????
- ნიშნობა ორ კვირაში იქნება, იმ გოგოსს კი ხვალ შეხვდები- თქვაა მამამ წნარად, და ისევ მაგიდასთან დაჯდა.
-წადი შენი ბატონო ლი- ვიყვირე, ოთახისკენ სირბილით წავედი და ბალიშზე ატირებული დავვარდი. გონებაში კი სულ იმას ვიმეორებდი რომ საკუთარმა მშობლებმა კომპანიაში გამცვალეს.
YOU ARE READING
SORRY MOM, I'M GAY
Fanfictionუბრალოდ წაიკითხეთ, და ისიამოვნეთ დიდიხანია დადება მინდა ფანფიკის რადგან შეპირებული ვიყავი მაგრამ დრო არ მქონდა მაპატიეთ. გაგრძელება ექნება თავებს 💚