კარები თეჰიონმა გააღო, მისი დანახვისთანავე წელზე ხელი მოვკიდე და ვაკოცე.
-მიყვარხარ- ვუთხარი და თვალებში შევხედე, ეს ის თვალები იყო რომელიც მიყვარდა , რომელშიც მინდოდა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება დამენახა, ჩემწინ კი ის ადამიანი იდგა რომელსაც ისე ვაკოცებდი რომ ზიზღის შეგრძნება არ დამეუფლებოდა
-მეც. მაგრამ მოხდა რამე?- კარები დახურა და მისაღებში გავედით.
-შენები არ დაბრუნებულან?
-ჯერ არა 2 დრეში ბრუნდებიან.
-კარგია- მისარებში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი, ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი და ტუჩს ვიკვნეტდი, ვერ გადავწყიტე როგორ მეთქვა მისთვის რომ ორ დღეში იმ გოგოსთან ერთად ვიცხოვრებდი, და რომ დღეს..
-მიმიმ მაკოცა- ვუთხარი და ერთს ადგილას გავშეშდი, გული გამალებით მიცემდა, თითები თმაში ნერვიულად შევიცურე, ვერც კი გავიაზრე ისე ვტქვი, იქნნებ არ უნდა მეთქვა, ამიტომ ხელები ჩამოვუშვი და მის რეაქციას დაველოდე. თეჰიონი დივანზე მშვიდად იჯდა და მიყურებდა.
-მერე?
- რა მერე?
- მოგეწონა?
-არა, რათქმაუნდა არა
- კარგია- ამოისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო.
-აწი ჰომაღარ გააბედიებ შენზე შეხებას, ის რაც მე მეკუთვნის მას აარავინ არუნდა შეეხოს -მითხრა თეჰიონმა
-არა გპირდები.
-და ჰო.. ორ დღეში, იმ სახლში უნდა გადავიდე რომელიც მისმა მშობლებმა ჩემთვის და მიმისთვის იყიდა-ხელები კეფაზე დავიწყვე და თეჰიონს შევხედე
- ოჰო, მართლა? გილოცავთ- ირონიულად გაიღიმა და ტაში შემოჰკრა
-თეჰიონ-არვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან უნდა საერთოდ უნდა მეთქვა რამე?
-არა, რაგინდა ძალიან მაგარია. ახლა წყვილი ხართ, გილოცავთ.
-თეჰიონ გეყოფა.
-არა ჯონგუკ არ მეყოფა, თქვენ შეგიძლიათ ერთ სახლში იცხოვროთ, მას შეუძლია სადაც უნდა და როგორც უნდა ისე გაკოცოს, მეკი მხოლოდ მაშინ შემიძლია გაკოცო როცა არავინ გვიყურებს. შენმა მშობლებმაც კი არ იციან რომ....
-რაგინდა რომ გავაკეთო თეჰიონ?-ვიყვირე და ჰაერში ხელების ქნევა დავიწყე- რა გავაკეთო მითხარი??? მამაჩემთან მივიდე და ვუთხრა რომ მისი საამაყო ბიჭი გეია? გინდა რომ მათ თვალწინ გაკოცო? გინდაეს გავაკეთო? გინდა რომ მამაჩემმა საკუთარი ხელით მომკლას? რათქმაუნდა თუ ეს გაგაბედნიერებს საჯაროდ ვიტყვი რომ მიყვარხარ და სხვა ყველა ფეხებზე მკიდია, მაგრამ მერე რა გავაკეთო?. - ვიგრძენი როგორ დამეჭიმა კისერთან ძარღვებ,დამშვიდებას ვერ ვახერხებდი , წინ და უკან დავდიოდი და ხელებს უაზროდ ვიქნევდი.
-ყველას შენსავით გამგები მშობლები არჰყავს თეჰიონ, მამა და დედა ამ ამბავს მშვიდად ვერ შეხვდებიან.- ვთქვი და იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყრდენი
-არშემიძლია ამის გაკეთება-ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი, იმდენად უძლური ვიყავი ამ სიტუაციაში რომ ტირილის მეტი არაფერი შემეძლო.არაფერი უთქვამს მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა , ან რა უნდა ეთქვა? უნდა დავემშვიდებინე? ამას მაინც ვერ შეძლებდა, ახლა ზეციერი ძალაც კი ვერ დამამშვიდებდა, მინდოდა ჩემი ყველა უბედურების მიზეზი სათითაოდ ამეღო დამენაკუწებინა, დამეღეჭა და ამისგან სიამოვნება მიმეღო. ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი, იქიყო არ ინძრეოდა და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლედა.
-წავალ-ვთქვი ცოტახნის შემდეგ იატაკს დავეყრდენი და წამოვდექი.
-მოიცადე - ფეხზე სწრაფად წამოდგა და ხელზე ხელი მომიჭირა.
-ცოტახანი კიდევ დარჩი, გთხოვ- ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ვახერხებდი მისთვის უარის თქმას, ჭკუიდან მშლიდა მისი დანახვა, მისი სხეული, მისი ტუჩები, მისი თვალები, ხელებსაც კი ჭკუიდან გადავყავდი. თითოეული მისი მოძრაობა გულისცამას მიჩქარებდა და სისხლს მიჩერებდა.
მისი თავი ხელებში მოვიქციე და ვნებიანად ვაკოცე, მისი რბილი ღია ვარდისფერი ბაგეები ჩემს ბაგეებში იკარგებოდა, და ეს მომწონდა , მომწონდა როგორ მხვდებოდა მისი ნელი ამოსუნთქვა ყელზე, როგორ ვეხებოდი მის სხეულს და ვერ წარმოვიდგენდი რომ იგივე ვნებით იგივე დაუოკებელი სურვილით ოდესმე სხვას შევეხებოდი.
დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა,არ მინდოდა თეჰიონის გაღვიძებოდა, ისე სწრაფად გავთიშე რომ არც დამიხედავს ვინ იყო.თეჰიონს შევხედე ჯერ კიდევ ეძინა , შვებით ამოვისუნთქე , მის მხარეს გადავბრუნდი და მძინარეს დავაკვირდი. მისი ტუჩები ოდნავ დაშორებოდა ერთმანეთს, მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა, ცერა თითი ლოყაზე ნაზად ჩამოვუვი და მისი რბილი კანი ვიგრძენი, დავიხარე და მხარზე ვაკოცე.
ოდნავ შეიშმუშნა და გაეღიმა, ჯერ ერთი თვალი გაახილა , მერე მეორე, თაფლისფერი თვალები, ეს დაუვიწყარი თვალები რომელიც ყოველთვის, ყოველთვის მეყვარება. ჩემსკენ გამოიწია და ნაზად მაკოცა.
-დილამშვიდობის- მითხრა და თავი ისევ ბალიშზე დადო.
-დილამშვიდობის- სახეზე ღიმილი ავიფარე და საწოლიდან წამოვდექი
-შეჭამ რამეს?
-ყავა და ორცხობილა - საწოლზე დაჯდა და ბალიშს მიეყრდნო.
- ახლავე მოგართმევთ თქვენო უდიდებულესობავ- გავიღიმე, და რევერანსით გავედი ოთახიდან.
-ინებეთ- გაავუღიმე და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მადლობა- ყავა ჯერ ცხელი იყო, ორცხობილას ჭამა დაიწყო, წუთის შემდეგ კი მე შემომხედა.
- რასაპირებ?- მკითხა და ორცხობლა თეფშე დადო.
- არვიცი - თავი სსხვა მხარეს გავაბრუნე, არ მინდოდა თვალებში მეყურებინა და ურცხვად მეთქვა რომ დაქორწინებას გვერდს ვერ ავუვლიდი.
-უნდა იცოდე.
-მაგრამ არ ვიცი
-წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებ, ხომასეა?
-თეჰიონ ხომ გითხარი რომ არ შემიძლია, უბრალოდ წარმოიდგინე რა მოხდება თუ ქორწილს ჩავშლი. სადუნდა წავიდე როცა მამაჩემი ჩემზე უარს იტყვის?
-ჩემთან.
-არშემიძლია თეჰიონ, რატომ არ გესმის- თავი ვერ გავაკონტროლე ზედმეტად ხმმამაღლა ვიყვირე, მეტის ატანა აღარ შემეძლო, ბედნიერება ჩემგან ნელი ნაბიჯით მიდიოდა მაგრამ მე კიდევ უფრო ნელა მივდიოდი.
-გემრიელად მიირთვი- ვუთხარი და წამოვედი.
არსად არ მივდიოდი, დანიშნულების ადგილი აქ მქონდა, უბრალოდ დავდიოდი, ხან ერთ ჩიხში შევუხვევდი ხან მეორეში, ასე უემოციო რობოტივით მივაბიჯებდი ქუჩაში და ჩემს ირგვლივ სამყაროს ვერც კი ვამჩნევდი. თითოეული ჩემი მოქმედება იმ სამყაროს ანგრევს რომელშიც ბედნიერი ვარ, და მალე სერთოდ აღარ იარსებებს.
პარკში სკამზე ჩამოვჯექი, მაგრამ ვერც აქ გავჩერდი, საკუთარი თავი მოსვენებას არ მაძლევდა, რამოხდებოდა თუ გავქრებოდი? აი ასე უბრალოდ გავქრებოდი? ბევრს იტირებდნე, ჩემს მოძებნას შეეცდებოდნენ, ალბათ ღამეებსაც გაათენებდნენ, მაგრამ გავიდოდა წლები და თითოეული მათგანის ცხოვრებაში ისეთივე ლაქა ვიქნებოდი როგორიც ყავის დაქცევის შემდეგ რჩება ხოლმე ბატონი მინჰო თავისი საამაყო გოგოსთვის ახალ ქმარს მოძებნიდა, ბატონი ლი კი დანაკლისით ცხოვრებას გააგრძელებდა. მხოლოდ თეჰიონის სიყვარულის მჯეროდა..თითოეული ამ ხალხის მიმართ იმდენად დიიდ სიყვარული მამოძრავებს რომ სწორეს ეს სიყვარული მეღობება გზაზე, სწორედ ამ სიყვარულის გამო ვანგრევ ჩემს სამყაროს.
დიდხანს ვიარე , ძალიან დიდხანს. ბოლოს მომბეზრდა და სახლისკენ წავედი, ეზოში შავი მერსედესი იდგა, გამიკვირდა, ბატონი მინჰოს მანქანა იყო, სახლის კარებიც ღიათ იყო, ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში შევედი
-დედა რახდება?-ვკითხე დედას რომელიც აღფრთოვანებული ალაგებდა სხვადასხვა ნივთებს, ზოგს ცელოფნის პარკში დებდა, ზოგს კი დიდ ჩანთაში.
- ბატონმა მინჰომ მანქანა გამოგზავნა შენი ნივთების წასაღებად, ტანსაცმელი უკვე ჩავალლაგე და მანქანაშია , ახლა დანარჩენ აუცილებელ ნივთებს გილაგებ.
-არა არა არა,-დედას ხელიდან ჭიქა გამოვართვი და მაგიდაზე ხმაურიანად დავდე
-რაღაც უნდა გითხრა
-გეყოფა ჯონგუკ , არ ვაპირებ შენი წუწუნის მოსმენას, საღამოს უკვე სხვა სახლში იცხოვრებ სხვა ცხოვრებით- გაოცებული ვიდექი დედასს წინაშე, საკუთარი დედის წინაშე რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა რას ვგრძნობდი
-მადლობა დედა- ვუთხარი ჭიქა მაგიდიდან ავიღე და ცელოფნის პარკში ჩავდე
- აქედან რაც შეიძლება მალე წავალ რომ აღარასდროს გნახო- არ ვაპირებდი დავლოდებოდი რას იტყოდა, ჩანთა და პარკი ავიღე და მანქანისკენ წავედი.
-ჯონგუკ მაგ სიტყვებს აუცილებლად ინანებ.- მომაძახა გაბრაზებულმა და კარი ხმაურით მოაჯახუნა.
-წავედით- მძღოლმა მანქანა დაქოქა და მიმართულება ჩემი ახალი სახლისკენ აიღო, სახლისკენ სადაც დედასს ვერ დავინახავდი, სადაც მის საყვედრურებს არ მოვისმენდი, და მის მითითებებს თუ როგორ უნდა ვისაუბრო სწორად. არ ვნანობდი იმ სიტყვებს რაც დედას ვუთხარი, პირიქით ვფიქრობდი რომ დაიმსახურა, რათქმაუნდა დაიმსახურა, მას ხომ ჩემი ბედი არ აღელვებს, ფიქრობს რომ მასთან ბედნიერივარ? კარგი მეც თქვენთან ერთად ვითამაშებ, მაგრამ ჩემი წესებით.!!!
-ნახეთ ვინ გვესტუმრა- ხელებ გაშლილი გამოემართა ჩემსკენ ქალბატონი
-ვფიქრობ ახლა აქ თქვენ ხართ სტუმრები- ვუთხარი და გადავეხვიე.
-მართალიხარ - ნერვიულად გაიღიმა და სახლისკენ წავიდა
-მიმი სახლშია დიდი ხანია გელოდება
-და აი მეც აქ ვარ- სახლში შევედი თუარა ბატონი მინჰო ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია და მისაღებში შემიპაიჟა
-როგორხარ შვილო?
-კარგად ბატონო მინჰო თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მოდი აღარ გვინდა თქვენობით საუბარი, ახლა უცხოები აღარ ვართ, მინჰო დამიძახე.
-როგორც გენებოთ-სამზარეულოდან ლუდით ხელში მიმი გამოვიდა ჩემს დანახვაზე ოდნავ გაეღიმა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ჰეი, აბა როგორხარ?-მისი საზიზღარი ტუჩებით ჩემს ლოყას შეეხო.
-მშვენივრად
-მამა მგონი დროა ცოლ ქმარი სახლში მარტო დატოვო- მინჰოს გაუღიმა და ლუდი მოსვა.
- ჯონგუკ ნიშნობამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა, ვიფიქრე რომ შესანიშნავი იქნებოდა თუ შენს კლასელებს დავუკავშირდებით და მათაც დავპატიჟებთ. ქალბატონიპაკიც ფიქრობს რომ კარგი იქნება თუ ასე მოვიქცევით, შენ რას იტყვი?
-კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცით.
-კარგი მაშინ ჩვენი წასვლის დროა- ხელი მხარზე დამადო, გადამკოცნა და ცოლს ანიშნა მივდივართო. ქალბატონი მთელი ამ ხნის მანძილზე სავარძელში მოკალათებულიყო და ეჭვის თვალით მაკვირდებოდა. ფეხზე წამოდგა და ქმარს გაყვა. მეკი ჩემს მომავალ ცოლთან უზარმაზარ სახლში მარტო დავრჩი.
YOU ARE READING
SORRY MOM, I'M GAY
Fanfictionუბრალოდ წაიკითხეთ, და ისიამოვნეთ დიდიხანია დადება მინდა ფანფიკის რადგან შეპირებული ვიყავი მაგრამ დრო არ მქონდა მაპატიეთ. გაგრძელება ექნება თავებს 💚