5
-მშია-თქვა მიმიმ და ტელევიზორის პულტი აიღო.
-მერე მე რა ვქნა?
- არიცი რა უნდა ქნა?
-არ ვაპირებ შენთვის საჭმლის გაკეთებას, თუ გშია შენთვითონ იზრუნე შენს თავზე. თან გოგო ხარ და შენი საქმეა საჭმლისმომზადება? თუ რომანტიულ ბიჭს ელოდებოდი ?- ცალი წარბი აწია , ოდნავ გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. მეკი ჩემოდნების ზემოთ ატანა დავიწყე. მეორე სართულზე სამი ოთახი იყო, ერთ-ერთი ამოვარჩიე და ჩემოდნები საწოლზე დავალაგე, კედლები თეთრი იყო, აქ ყველაფერი თეთრი იყო, საწოლიც, კარადაც. ფანჯრიდან ეზოს ხედი იშლებოდა, აუზით და ყვავილებით, და რამდნეიმე სახლი ჩვენს ირგვლივ. ნივთებს დავუბრუნდი და ამოლაგება დავიწყე.
- რასაკეთებ- მკითხა ოთახის კარებთან მდგომმა მიმიმ და ლუდი მოსვა.
-ვერხედავ?
-ვხედავ მაგრამ აქ რატომ ალაგებ ნივთებს, ჩვენი ოთახი ისარის- ხელით მოპირდაპირე ოთახისკენ მიმანიშნა.
-ჩვენი?-ირონიულად გამეღიმა
-ჰო ჩვენი
-არა ჩვენი არა შენი
-შენ ჩემი ქმარი ხარ- ოთახში შემოვიდა და წელზე ხელი მომკიდა, სწრაფად შემოვბრუნდი და მისი ხელები მოვიშორე
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, იმიტომ რომ ამას მეორედ არ გავიმეორებ , ახლა აქ მამაჩემის გამო ვარ, მისი ცხოვრების და ქონების გადარჩენას ვცდილობ და ამით საკუთარ ცხოვრებას ვანადგურებ. არ ვაპირებ შენთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას, არც შენს გვერდით დაწოლას ვაპირებ და არც შენთან სექსს. ასერომ ჩემს სხეულზე შენი ბინძური ხელები არ შემახო.-ირონიულად გაიღიმა , რაღაცის სათქმელად პირი გააღო მაგრამ მალევე მისი ტუჩები ისევ ერთმანეთს დაუბრუნდა, და იისიც ოთახიდან გავიდა.
ყველაფერს რომ მოვრჩი ქვემოთ ჩავედი, მიმი მხოლოდ ტრუსით იჯდა დივანზე და ტელევიზორს უყურებდა, ყურადღება არ მიმიქცევია სამზარეულოში შევედი და საჭმლის მომზადება დავიწყე.
-საღამოს ჩემი და მოვა.-სამზარეულოში შემოსვლისთანავე მითხრა და გვერდით დამიდგა.
-მერე?
-მერე არაფერი, უბრალოდ გითხარი.
-გასაგებია- მაცივრიდან კეჩუპი გამოვიღე კარტოფილს მოვასხი და მაგიდასთან დავჯექი.
-მეც მინდა
--ერთი საათის უკან არ ჭამე?
-ჰო მაგრამ გემრიელად გამოიყურება ეგ ყველაფერი- მითხრა და ჩემს თეფშზე თვალით მანიშნა.არაფერი მითქვამს გამეღიმა და ჭამა დავიწყე.საშინლად მომინდა ახლა მიმის მაგივრად ჩემსწინ თეჰიონი ყოფილიყო და მიმის შიშველი სხეულის ნაცვლად მისი სხეულისთვის მეყურებინა.
-მიმი ვინმე გიყვარს?-ვთქვი მოულოდნელად, ვერცკი გავიაზრე ეს კითხვა რატომ დავსვი.მიმიმ შემომხედა ცალი წარბი აწია და ოდნავ შესამჩნევად გაღიმა.
-მხოლოდ ლუდი და სექსი ძვირფასო- თვალი ჩამიკრა და კარტოფილიანი თეფშით მისაღებში ტელევიზორთან დაბრუნდა.
-სულელი- ჩავიჩურჩულე და უკან გავყევი, იატაკზე დავჯექი და სავარძელს მივეყრდენი.
-ამ სახლში დიდხანს ცხოვრება მოგვიწევს, მანამ სანამ ერთმანეთი არ შეგვიყვარდება ან რომელიმე ჩვენგანს არ მობეზრდება ეს თამაში. ამიტომ წესები გვჭირდება. მე ჩემი წესები მაქვს. როცა სახლში არ ვიქნები არ დაიწყებ უაზროდ წივილ კივილს სად იყავი, რატომ არ მოხვედი ან რამე მსგავსი უაზრობები, ჩემს ნივთებს არ შეეხები, და რაც მთავარია როცა მინჰო აქ მოვა მოსიყვარულე წყვილის როლს ვითამაშებთ.- წარბებაწეული, გაოცებული მისმენდა.
-მაწყობს, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი წესები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ კიდევ ერთი, როგორც წეღან გითხარი მე სექსი მინდა..
-უკვე გითხარი
-და პირველი ღამე?
-არიქნება- ფეხზე წამოვდექი და ცარიელი თეფში სამზარეულოში შევიტანე. სანამ თეფშს ვრეცხავდი ვფიქრობდი რა მოხდებოდა თუ ოდნავ თბილად მოქცევას დავიწყებდი, ამ სახლში მასთან ერთად გარკვეული დროის გატარება მომიწევს იქნებ ისეთი სულაცარარის როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
-შენი და რომელზე მოვა?-ვკითხე სამზარეულოდან გამოსვლისას როდესაც უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მიმისთან დაახლოება უნდა მეცადა.
-არვიცი მითხრა საღამოს მოვალო.
-მოვამზადო რამე?
-როგორცგინდა-გამიღიმა და ჩემთან მოვიდა
-დაგეხმარო?
-როგორცგინდა- მეც გავუღიმე და სამზარეულოში შევედით. არც ისე კარგი მზარეული აღმოჩნდა, ყველაფერი დასვარა და მას შემდეგ რაც ვუთხარი რომ საშინელი მზარეული იყო, მაგიდასთან დაჯდა და მიყურებდა როგორ ვამზადებდი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზარის ხმა გაისმა , მიმი წამოდგა და კარები გააღო.
-როგორხარ დაიკო?-გავიგონე ალისას ხმა , ხელები სწრაფად გავიმშრალე და მისაღებში გავედი.როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია
-როგორხარ? ძალიან მიხარია რომ გადმოხვედი
-ჰო მეც-გავუღიმე
-წადი რამე ჩაიცვი-უთხრა მიმისს რომელიც ჯერ კიდევ ტრუსით იდგა და თავში ოდნავ წამოარტყა. მიმიც უსიტყვოდ დაემორჩილა და ღიმილით ავიდა კიბეებზე.
-აბა მოგწონს სახლი?- მკითხა ჩანთა იატაკზე დადო თვითონ კი დივანზე ჩამოჯდა.
-კი კარგი სახლია
-ჰო, მისმინე ჯონგუკ თუ რამეში დახმარება დაგჭირდება შეგიძლია მითხრა და დიდი სიამოვნებით დაგეხმარები.
-მადლობა
-ტანსაცმელი უკვე შეარჩიე ?
-რა ტანსაცმელი?
-ნიშნობისთვის
-ა არა- დივანზე მის გვერდით დავჯექი
-თუ გინდა შემიძლია დაგემარო არჩევაში.- საერთოდ არ მადარდება რას ჩავიცმევდი ნიშნობაზე, ძვირიანი ტანსაცმელი იქნებოდა ეს თუ უბრალო ჯინსი და მაისური, მაგრამ ალისა ამ ყველაფრით ისეთი აღტაცებული იყო რომ შეუძლებელი მეჩვენე მისგან თავის დაღწევა, ამიტომ დავთანხმდი.
-მშვენიერია შეგვიძლია ხვალ წავიდეთ ტანსააცმლის ასარჩევად, მამაჩემი ფიქრობს რომ დიდი ნიშნობა არ იქნება, მხოლოდ 90 ადამიანი- თქვა ირონიულად და ცალი წარბი ასწია
-90? - გაოცებულმა შევხედე, რა საჭიროა ამდენი ადამიანის დაპატიჟება, როცა ნიშნობა რეალურიც კი არაა?
-ჰო, რამდნიმე კომპანიის დირექტორი, მათი ცოლები, შვილები, შენი ოჯახი, ნათესავები.
-ჯანდაბა
-არაფერია სანერვიულო, შენ უბრალოდ მოგიწევს ცოტახნით ღიმილის მორგება და რამდნეიმე სადღიგრძელოს მოსმენა.
-რამდენიმ..-გავიმეორე და თითები ნერვიულად ავათამაშე.
-ჯონგუკ ვიცი მიმი არ გიყვარს და ვერც ვერავინ გაიძულებს შეიყვარო, უბრალოდ ცოტახნით ითამაშე, მიეცი მათ ის რაც უნდათ, ბედნიერი წყვილი.-ალისა საერთოდ არ გავდა მიმის, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ მისი ნდობა შემეძლო. მთელი გულით მინდოდა რომ ალისა ის ადამიანი აღოჩენილიყო ვისთანაც ნებისმიერ თემაზე საუბარს შევძლებდი და უცებ მომინდა რომ მისთვის თეჰიონზე მომეყოლა, მეთქვაა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი, ამეხსნა რამდენად მტკიოდა, თუმცა ალბათ ამ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
-აბა ? აღვნიშნოთ ახალი სახლი და ცოლი?- კიბეებზე მიმი ჩამოვიდა და ჩვენს შორის ჩაჯდა.
-აღვნიშნოთ-ალისამ გაუღიმა და დას ლოყაზე აკოცა.
-ჰოდა ძალიან კარგი, ჩემი რამდნიმე მეგობარი მოვა, ჯონგუკს გავაცნობთ და მერე დავლევთ
-და სასმელი?
-ისინი მოიტანენ.
-და რასიტყვი ცოტაოდენი ვისკი რომ დავლიოთ?
-ასწორებს- თქვა და ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა, უნებლიეთ თვალები მისი ტუჩებისკენ გამექქცა და საშინლად მომინდა მეკოცნა,(თეჰიონი წარმომიდგა თვალწინ) უზარმაზარი ნერწყვი გადავყლაპე და თავს ძალა დავატანე რომ სხვა მხარეს გამეხედა, მაგრამ მოვასწარი მის ტუჩებზე ირონიული ღიმილის დანახვა.
-კარგი იდეაა- ვთქვი და კედელს მიშტერებულმა ოდნავ გავიღიმე
ნახევარ საათში მიმის ექვსი მეგობარი მოვიდა, მიმიმ თითოეული მათგანი გამაცნო, ჯუნიორი და თემინი რომლებიც საოცრად საყვარელი ძმები იყვნენ , ორივეს ყავისფერი თვალები და გრძელი თმები ქონდათ... გოგო კი სარა, სარა თემინთან ერთად იყო, ჯუნიორი კი გამუდმებით ცდილობდა მიმის მოხიბვლას მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო რომ არც მიმი უწევდა წინააღმდეგობას, მისი ხელი ხან ჯუნიორის მკერდზე იყო, ხანაც წელზე
-მიმის გასართობია- მითხრა ალისამ და ლუდი მომაწოდა. იტაკზე ვიჯექით, თავი ჩემს კალთაზე ედო, და ორივე ერთად ვაკვირდებოდით მიმისაა და ჯუნიორის საჯარო ს*ქსს.გამეცინა როცა დავინახე როგორ გაშალა ჯუნიორმა ფეხები და მიმის კალთაში ჩაუჯდა.
-რაარის სასაცილო?- მკვახედ იკითხა ჯუნიორმა და ცივი მზერა მომაპყრო.
-არმეგონა ამხელაზე ფეხების გაშლა თუ შესაძლებელი იყო- სიცილით ვუთხარი , უკან გადავიწიე და იდაყვებს დავეყრდენი.
-იქნებ გვაჩვენო შენ როგორ შლი ფეხებს-ცალი წარბი ავწიე და ლუდი მოვსვი. რამდენიმე საათი კარტის თამაშში, სმასა და ფილმების ყურებაში გავიდა. თუმცა ფილმზე მეტად საინტერესო იმის ყურება იყო თუ როგორ ცდილობდა ჯუნიორი მიმის შარვალში ჩაძრომას..
-წავიდეთ- თქვა მიმიმ ჯუნიორს ხელი მოკიდა და ზემოთ აიყვა თემინი სმას აგრძელებდა დდანარჩენებს კი ლუდის ქილებით ხელში იატაკზე ეძინათ.
-შენ და მიმი..-დაიწყო ალისამ
-მე და მიმი რა?-სიტყვა გავაწყვეტინე და სწრაფად ვკითხე
-ერთ ოთახში იძინებთ? არა უბრალოდ იმიტომ გეკითხები რომ ვფიქრობ ყურსასმენები დაგჭირდება- სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და გაიღიმა
-მაქვს ყურსასმენები- ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-აქ დარჩები?
-ჰო, და ვფიქრობ ყურსასმენები მეც დამჭირდება- თქვა და წამოდგა.
-აბა, ძილინებისა- კიბეებს ბარბაცით აუყვა, არმეგონა ამდენი თუ დალია მაგრამ როცა მეც წამოვდექი, ვიგრძენი როგორ დატრიალდა ოთახი და როგორ ამერია ნაბიჯები, კიბის სახელურს დავეყრდენი და ნელნელა გაფართოებული თვალებით ავუყევი კიბეებს.
საწოლზე დავვარდი, თეჰიონი გამახსენდა და საშინლად მომინდა მისი ხმის გაგონება, ტელეფონს გადავწვდი ციფრებს ძლივს ვხედავდი, თავიდან ნომერი შემეშალა და ვიღაც მამაკაცმა მიპასუხა, ნომერი ხელახლა ავკრიბე და რამდნეიმე ზარის შემდეგ თეჰიონის ხმა გავიგონე.გული ამიჩქარდა, ცრემლები წამსკდა და სიტყვის სათქმელად ძლივს ამოვისუნთქე, პირი გავაღე და გაურკვეველი ბგერების გარდა აარაფერი მითქვამს.
-ჯონგუკ კარგად ხარ?- მეორე მხრიდან თეჰიონისს ნერვიული ხმა გავიგონე, ამან კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა, წარმოუდგენლად მომჩვეენა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა მე და თეჰიონს სამუდამოდ დაგვეკარგა ერთმანეთი, საბოლოოდ თავი ვეღარ შევიკავე, ბოლო ხმაზე ავქვითინდი.
- მ-მ-იყვ-ვარ-რ-ხარ_ამოვიზლუქუნე და პატარა ბავშვივით დავიწყე ქსუტუნი. გავიგონე როგორ ჩაეცინა თეჰიონს. ვერმივხვდი რაიყო სასაცილო მაგრამ თეჰიონის ამ საქციელმა განწყობა შემიცვალა.
-სულელი ხარ, მეც მიყვარხარ- ყველა ცრემლი ერთდროულად დაშრა, გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა, ახლა უკვე თანაბრად ვსუნთქავდი, თითქოს ეს ის სიტყვები იყო რომელიც გადარჩენაში მეხმარებოდა მხოლოდ ორი სიტყვა და მხოლოდ იმ ადამიანისგან რომელიც ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
არაფერი გვითქვამს, ასე უბრალოდ ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით, ზოგჯერ თეჰიონი ღრმად სუნთქავდა, მაგრამ მე მთელი სხეულით ვიკავებდი სუნთქვას, მეგონა რომ თუ ვისუნთქებდი ყველაფერს გავაფუჭებდი.
-აბა როგორ მოგწონს ახალი სახლი?- სიჩუმე თეჰიონმა დაარღვია
-თეჰიონ გთხოვ ამაზე ნუ ვისაუბრებთ- სასოწარკვეთილი ვთქვი და ვგრძნობდი რომ ყელში ისევ მეჩხირებოდა ის უზარმაზარი ბურთი რომელიც ტირილს მაიძულებდა.
-მაპატიე, უბრალოდ ვერ ვეგუები იმფაქტს რომ ვიღაც გოგოსთან ერთად ერთ სახლში გძინვს
-ვერც მე ვეგუები იმას რომ შენგან ასე შორს მიწევს ყოფნა. თეჰიონ ძალიან მიყვარხარ, მგონია რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ.-ისევ ვგრძნობდი ცრემლებს ლოყებზე, სული მეხუტებოდა და სუნთქვაც მიჭირდა.
-არაუშავს, ამასაც გავუძლებთ, ვიცი რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ, უბრალოდ ერთ რამეს დამპირდი-მისი ხმის ტონალობის ცვლილება მაშინებდა, მაშინებდა ისიც რომ თუ რამეს დავპირდებოდი ვერშევასრულებდი.
-გთხოვ არცერთი წამით არ შეწყვიტო ჩემი სიყვარული- ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული, მეგონა სამყარო თავზე დამენგრა, აზროვნების უნარი დავკარგე, რამ აფიქრებინა რომ ოდესმე მის სიყვარულს შევწყვეტ. უხმოდ ვტიროდი მაგრამ მეგონა რომ ჩემი ხმა მთელს სამყაროს ესმოდა, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ენერგია, როგორ ვიფიტებოდი. მკლავდაიმაზე ფიქრი რომ თეჰიონს სტკიოდა, რომ ჩემგამო ის იტანჯებოდა.
-სამყაროში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს რომ შენი სიყვარული შევწყვიტო თუნდაც ერთი წამით.- მინდოდა ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, მისი სხეულის სითბო მეგრძნო, ჩავხუტებოდი და მეთქვა რამდენად ძლიერ მიყვარს. ღმერთო, რას არ მივცემდი რომ ახლა მისი სურნელი მეგრძნო.
YOU ARE READING
SORRY MOM, I'M GAY
Fanfictionუბრალოდ წაიკითხეთ, და ისიამოვნეთ დიდიხანია დადება მინდა ფანფიკის რადგან შეპირებული ვიყავი მაგრამ დრო არ მქონდა მაპატიეთ. გაგრძელება ექნება თავებს 💚