მთელი ღამე არ დამეძინა, მამამ რამდენჯერმე დააკაკუნა ჩემი ოთახის კარებზე, შუაღამისას კი დედა დამადგა თავზე, მაგრამ საწოლთან ახლოს არ მოსულა, ნელა გავიდა ოთახიდან და კარებიც ფრთხილად დახურა. სკოლაში წასვლის სურვილი არ მქონდა, არც დედას მოუკლია თავი რომ ოთახში შემოსულიყო ან პირველი სართულიდან დაეძახა „სკოლაში გაგვიანდებაო“ როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. მაგრამ დაახლოებით 11 საათი იყო ოთახში ქუსლების ხმაურით შემოვიდა და თავზე დამჩხა
-ადექი მივდივართ.- არ გავნძრეულვარ თვალები დახუჭული მქონდა და არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი სანამ იგივე სამჯერ არ გაიმეორა მანამ სანამ ჩემს კარადაში ტანსაცმელს ეძებდა.
-ადექი ჯონგუკ- მოთმინების ფიალა აევსო, დამიყვირა, მხარზე ხელი ოდნავ მომიჭირა და ჩემი აყენება სცადა.
-ნუ მექაჩები, ხეიბარი არ ვარ და რამენაირად ჩემით ავდგები.
- სწრაფად.
-არმინდა, არსად არ მოვდივარ.
-ჯონგუკ შენი ნერვები არ მაქვს, სწრაფად ადექი, მამაშენი გარეთ გველოდება.
- ოჰ ბატონი ლი. ასე არშეიძლება დედა , უფრო ადრე უნდა გეთქვა რომ ბატონი ლი მელოდებოდა, ახლავე ავდგები სირცხვილია, თანამდებობის პირს ხომ არ ვალოდინებთ, ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი ბატონ ლიზეა-სიტყვით გამოსვლა დავამთავრე და საწოლიდან წამოვხტი.
-ჯონგუკ ჯობს წესიერად ისაუბრო, ამჯერად მეტს აღარაფერს გეტყვი 5 წუთში თავი მოიწესრიგე და გამოდი, კარებთან დაგელოდები.-კარები ხმაურიანად გაიხურა და ოთახიდან გავიდა. მეკი სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი.
-სად მივდივართ- ვიკითხე უხეშად.
- დღეს ბატონ მინჰოს და მის ოჯახს შენი გაცნობა უნდათ. ამიტომ, წესიერად უნდა ჩაიცვა, და არა ეს დახეული შარვალი და ეს საშინელი ზედა.
- ოჰ წითელი ხალიჩაც ხოარ დავაგო შემოსასვლელში?
-როდის მორჩები ამ სისულელეებს?- მკითხა გაბრაზებულმა
-არასდროს- ვუთხარი ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, სახლიდან გავედი და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-გამარჯობა შვილო- მითხრა მამამ და შემოომხედა, საპასუხოდ მხოლოდ ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. მამამ სავაჭრო ცენტრში დაგვტოვა მე და დედა, თვითონ კი როგორც ყოველთვის კომპანიაში წავიდა.
- რამე კარგი უნდა შევარჩიოთ.
-იქნებ ამისს არჩევა მაინც მომანდო? აბა საცოლე უკვე შემირჩიეთ და.
-იმ მაღაზიაში შევიდეთ- თქვა დედამ და ჩემი სიტყვები თითქოს არ გაუგონიაო ისე წავიდა მაღაზიისკენ, მეც უკან გავყევი. რამდენიმე ტანსაცმელი ავარჩიე, მაგრამ ყველაზე მეტად შავი ჯინსები და მისთვის ნახატიანი მაისური მომეწონა ( სულმომწონდა ისეთი ტანსაცმელი რომელშიც თავისუფლად ვგრძნობდ თავს..)
- კარგი არჩევანია- მითხრა მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა.
-მართლაც რომ კარგი გემოვნება გაქვს ჯონგუკ- მითხრა დედამ და ღიმილით შემომხედა.
- ჰო რომ მოგეცადათ ცოტახანი შეყვვარებულსაც თვითონ ავარჩევდი.
-ცოლი მოგყავთ?-იკითხა ყურებამდე გაღიმებულმა პერსონალმა.
-დიახ
-არა- ვუპასუხე მე.. დაბნეულმა პერსონალმა მხოლოდ გაგვიღიმა არჩევანი კიდევ ერთხელ შემიქო და სხვა კლიენტისკენ წავიდა.
-რასნიშნავს არა?- მკითხა გაოცებულმა დედამ
-მოდი რა უბრალოდ გადაიხადე ტანსაცმლის ფული.- გაბრაზებულმა საფულედან ბარათი ამოიღო და მოლარეს მიაწოდა. მოლარემ გაუღიმა ბარათი გაატარა ტანსაცმელი ცელოფნის პარკში ჩაგვიდო და დედას მიაწოდა
-ფეხსაცმელი უნდა ვიყიდოთ.
-მაქვს ფეხსაცმელი.
-კედები არ გამოგადგება.
-მოიცა აბა ტუფლებიუნდა ჩავიცვა?
-რათქმაუნდა.
-ფუ შენი- ვთქვი და დედას დავხედე.
- საუბრის მანერა ჯონგუკ- მითხრა მშვიდად და ამჯერად ფეხსაცმელების მაღაზიისკენ წავიდა.
- ამაზე რას ფიქრობ- მითხრა მაღაზიაში თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ და ხელში წითელი ტუფლები მომაწოდა.
-დედა ტანსაცმელი ლურჯი და შშავია, წითელი და ლურჯი ერთმანეთს ძალიან უხდება- ვთქვი და გამეცინა
-კარგი რა - მითხრა და მასაც გაეცინა.- მაშინ ამას მმამაშენს ავუღებ
-როგორც გინდა.- ვუთხარი და მაღაზიიდან გასვლა დავაპირე როცა გამაჩერა და ცხვირწინ შავი,ფეხსაცმელი ამაფარა.
-მგონი კარგი უნდა იყოს- მითხრა და მაღაზიაში შემათრია, ამოვიხვნეშე და ფეხსაცმელი მოვირგე, ფული დედამ გადაიხადა და როცა მეგონა რომ სახლში წავიდოდი დედამ სიამაყით გამომიცხადა
-სალონში წავიდეთ, მოგაწესრიგებ.
-აბა რა, აუცილელად. სალონსი კიარა სახლში წავიდეთ დედაა სახლში.-ვთქვი გაბრაზებულმა და უტეხად შევხედე თვალებში, საბოლოოდ ისიც დანებდა
-კარგი , სახლში წავიდეთ. - ტაქსი გამოიძახა, წინ დაჯდა მეკი უკან მოვკალათდი, ყურსასმენები მეკეთა ამიტომ არ მესმოდა რას ეუბნებოდა დედა მძღოლს მაგრამ ათი წუთის შემდეგ მანქანა რესტორანთან გაჩერდა.
- წამოდი მაგიდა უნდა დავჯავშნოთ. - მანქანიდან გადმოვედი, მინდოდა აქვე მომეკლა დედა და გავქცეულიყავი მაგრამ ძალიან ბევრი თვითმხილველი იყო.
-საღამოს 8 საათისთვის, 7 კაციანი მაგიდის დაჯავშვნა გვინდა.- უთხრა მიმტანს და რესტორანი მოათვალიერა.
-კარგით წამობრძანდით
-აქ დამელოდე- მითხრა და მიმტანს გაყვა. 15 წუთი ვიცდიდი რესტორნის შესასვლელში სანამ დედაა ვიღაც კაცს ესაუბრებოდა. ახლა რომ გავქცეულიყავი, მე და თეჰიონი სადმე რომ გავქცეულიყავით და თუ ორი კვირის მანძილზე ვერ გვიპოვიდნენ ნიშნობა აღარ შედგებოდა. ჯანდაბა, თეჰიონისთვის არც მითქვამს. ან რა უნდა ვუთხრა? გამარჯობა თეჰიონ მართალია მიყვარხარ მაგრამ მამაჩემის კომპანიის გაასარჩენად იძულებული ვარ გოგოზე დავქორწინდეთქო? საკუთარმა მშობლებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს.
-წავედით- მითხრა დედამ და ხელი მომკიდაა, მეკი უხეშად გავაშვებინე და იმ ტაქსიში დავბრუნდი რომლითაც აქ მოვედით და რომელიც დედას დაკვეთიით მთელი 15 წუთი გველოდებოდა.
- ბოდდიში დავიგვიანეთ- უთხრა მძღოლს და ისევ წინ მოკალათდა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, როგორც კი სახლში მივედით მაშინვე სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, დაახლოებით ნახევარი საათი ასე უაზროდ ვიდექი შხაპის ქვეშ და ერთ წერტილს მივშტერებოდი. პირსახოცი მოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი.
-კარგად ხარ?- მკითხა დაფეთებულმა დედამ , როცა აბაზანიდან გამოვედი
-არა
-ჯონგუკ როდემდე ? როდემდე უნდა გაიმეორო ერთიდაიგივე დავიღალე.
- იქამდე სანამ მართლა არ დაიღლები და ამ უაზრო ნიშნობას არ გააუქმებთ.
-თუ ნიშნობას გავაუქმებთ ყველაფერი დაინგრევა რასაც ამდენი წელი ვაშენებდით.
-მომბეზრდა უკვე შენი ახირებები, არაფერსაც არ იზამ. და თუ რამე მოხდება ქორწილში თმებით მიგათრევ.- ტანსაცმლები და ფეხსაცმელები ცხვირწინ დამიყაარა და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა.
ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და ოთახში შევიტანე. ჯერ 4 საათი იყო. მაისური და შორტი ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. ფიქრებში გართულს ჩამეძინა, მერეკი დედას ხმამ გამომაღვიძა.
-მამაშენი მოვიდა ჩაიცვი ოც წუთში მივდივართ- მითხრა და ოთახიდან გავიდა. ნელა წამოვდექი და საათს შევხედე ჯერ 7 საათი იყო. ვერმივხვდი ასე ადრე წასვლა რა საჭირო იყო, მაგრამ ტანსაცმელი საწოლზე გავშალე და დავაკვირდი თურომელს ჩავიცვამდი
-ძალიან გიხდება ეს ტანსაცმელი -მითხრა დედამ
-წავიდეთ - დედამ ჩანთა აიღო და გვერდით დამიდგა, მას კრემისფერი კლასიკური შარვალი, თეთრი მოკლესახელოიანი საროჩკა, და შავი მაღალქუსლიანები ეცვა.
- ჩემი ქალი, მამამ დედას წელზე ხელი მოკიდა,მოსწია და აკოცა..
გზაში ძალიან ვნერვიულობდი. არვიცი რატომ ალბათ მეშინოდა რომ რამე ისეთი არ წამომცდენოდა რაც საღამოს გააფუჭებდა, მაგრამ მეც ეს არ მინდოდა? მინდოდა რომ ყველას გაეგო ვინ მიყვარდა სინამდვილეში, და ყველაფერი დასრულებულიყო მაგრამ თუ რამეს არასწორად გავაკეთებდი ამით მამასს დიდ ტკივილს მივაყენებდი, მეკი ეს ნამდვილად არმინდოდა რაგდან ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემი იყო და ძალიან მიყვარდა.
რესტორანში დიდხანს ლოდინი მოგვიწია სანამ ჩემი მომავალი საცოლე მოვიდოდა.
-ვაიმე ვკვდები ნერვიულობით - შეშინებული სახე მივიღე დადედასს გავხედე- ნეტა ჩემი ოცნების პრინცესი ხომ კარგადაა- ვთქვი და სიცილი ამიტყდა, და სწორედ ამ დროს მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას დაბალი, მსუქანი სათვალიანი შუა ხნის მამაკაცი, მის გვერდით მასზე გაცილებით მაღალი სუსტი და ქერათმიანი ქალი იდგა, მათ უკან კი გრძელთმიანი მწვანეთვალება მაღალი გოგო იდგა რომელსაც გვერდს მისივე სიმაღლის ოდნავ პუტკუნა ქერა გოგო უმშვენებდა.
-გამარჯობა ბატონო მინჰო- ფეხზე წამოგა მამა, შემდეგ კი დედა, მერეკი ორივემ მე გამომხედეს, გამეცინა და მეც ფეხზე წამოვდექი.
-დაბრძანდით- მაგიდასთან მიიპატიჟა დედამ ჩემი მომავალი სიდედრი
- როგორ ბრძანდებით ბატონო ლი.- ალაპარაკდა ბატონი მინჰო.
-უბრალოდ ლი დამიძახეთ, თავად როგორ ბრძანდებით.
-ძალიან კარგად- თქვა ბატონმა მინჰომ და მამაჩემს გაუღიმა.- ეს ჩემი ცოლია, ესენი კი ჩემი გოგოებია მიმი და ალისა.-წარგვიდგინა ოჯახი ბატონმა მინჰომ და მე შემომხედა.
-სასიამოვნოა, ეს ჩემი ცოლიაა და ეს ჩემი ბიჭია ჯონ ჯონგუკი- მამამ თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და მინჰოს შეხედა.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- მითხრა მინჰომ და გამიღიმა
-ხო რავი ჩემთვისაც- ვუთხარი და მაშინვე ვინანე რომ პირი გავაღე, მამა და დედა სახეზე მკვდრებს დაემსგავსნენ , ჩემს მომავალ მეუღლეს კი სიცილი აუტყდა და თავი ძირს დახარა რომ არ დაენახათ თუ როგორ იგუდება სიცილით. მეკი დარწმუნებული ვიყავი რომ დედა თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ კულტურული საუბარი წესიერად ვერ მასწავლა
-უკაცრავად- სიტუაციის გამოსწორება ვცადე და საუბარი დავიწყე.- ჩემთვისაც ძალიან , ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- მინჰომ გაგვიღიმა და მისი გოგოს შესახებ ისტორიის მოყოლა დაიწყო.
-მიმი უკვე 20 წლისაა, მინდა კომპანია მას გადავცე. და რადგან ჩვენი კომპანები კონკურენტები არიან ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ დავვახლოვდებოდით. ამიტომ ვიფიქრე რომ კონტრაქტს ქორწინებით გავამყარებდით. მიმი სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემთან მუშაობს, ძირითადად ვასწავლი თუ როგორ უნდა მართოს კომპანია. მაგრამ ძალიან მოსწონს....
-მამა- საუბრაი შეაწყვეტინა მიმიმ მინჰოს და ოდნავ მკაცრი მზერით გახედა.
- ვფიქრობ მეც შევძლებ რამდენიმე სიტყავ ვთქვა ჩემს შესახებ-თქვა და მე შემომხედა.მინჰომ კი მხოლოდ სიმწრისგან გაიღიმა და მის ცოლს გახედა რომელმაც ღიმილითვე უპასუხა.
- მომწონს როცა მამასთან ერთად ვარ კომპანიაში მაგრმა კომპანიის გარეთ სხვადასხვა ინტერესები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ ამის აქ განხილვა არ ღირს,ჯონგუკს აუცილებლად დავპატიჟებ სადმე რომ ამის შესახებ ცალკე დაველაპარაკო.
- ძალიან კარგია, სიამოვნებით წამოვა ჩემი შვილი თქვენთან ერთად- თქვა მამამ და მიმის გახედა.
-ახლა კი ნიშნობის დეტალებზე ვისაუბროთ- თქვა მინჰომ და სათითაოდ ყველას შემოგვხედა
- ვფიქრობ დიდი ნიშნობა არ არის საჭირო, მხოლოდ რამდენიმე კომპანიის დირექტორი, რამდენიმე ნაცნობი და ჩვენი ბავშვების რამდენიმე მეგობარი.
-საერთოდ არ იქნება დიდი ნიშნობა- ვთქვი ჩუმად იმ იმედით რომ ვერავინ გაიგონებდა მაგრამ შევცდი, მიმის ისევ გაეღიმა და მამამის გახედა. მინჰომ კი ჩაახველა და საუბარი განაგრძო.
-ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ ნიშნობაზე, მაგრამ ქორწილზე თქვენი დახმარებაც დამჭირდება, ქქორწილი გრანიოზული უნდა იყოს, რომ შემდეგყველამ ამ ქორწილზე ისაუბროს.
-ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ- ისევ და ისევ ენა პირში ვერ დავატიე და ზედმეტად ხმამაღლა წარმოვთვი სათქმელი.
-გეყოფა ჯონგუკ- კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმადედამ
-რათქმაუნდა, ფული პრობლემა არ იქნება, - თქვა მამამ და მინჰოს გაუღიმა.
-ძალიან კარგი ესეიგი მოვილაპარაკეთ- მინჰომ მამაჩემს მხარზე ხელი რამდენჯერმე დაკრა და გაუღიმა.
-რათქმაუნდა, ახლა კი ვივახშმოთ- თქვა მამამ და მაგიდა მოათვალიერა.ძალიან მომეწონა მიმის და რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გვისნემდა, ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, და თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით
- რაკი ქორწილის და ნიშნობის საკითხები მოვაგვარეთ, მეუღლეც უკვე გავიცანი, ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, და მიხარია მის გვერდით რომ ვიქნები- დავიწყე საუბარი, და მიმი მაშინვე მიხვდა რა თამაშსაც ვთამაშობდი- ნამდვილად სასიამოვნოა აქ თქვენს გვერდით ყოფნა მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ-წარმოვთქვი თუარა ეს წინადადაება დედამ და მამამ გაოცებულებმა გამომხედეს.- რადგან სკოლაში გამოცდები მაქვს და ჩემთვის თითოეული წუთი ძვირფასია. ჩემი მომავლისთვის საჭიროა რომ კარგად ვისწავლო.- როცა წარმოდგენას მოვრჩი, მიმის და მისი დის ალისას სახეეების დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე, ორივე მათგანს სახე ასწითლებოდა, და წამები აკლდათ რომ პირი არ მოეღოთ და ბოლო ხმაზე სიცილი არ აეტეხათ. სკამი იატაკზე ფრთხილად გავასრიალე და წამოვდექი.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.-ვთქვი მიმის თვალი ჩავუკარი და ფეხების ხმაურით გამოვედი რესტორნიდან.
YOU ARE READING
SORRY MOM, I'M GAY
Fanfictionუბრალოდ წაიკითხეთ, და ისიამოვნეთ დიდიხანია დადება მინდა ფანფიკის რადგან შეპირებული ვიყავი მაგრამ დრო არ მქონდა მაპატიეთ. გაგრძელება ექნება თავებს 💚