თავი17

2.6K 174 16
                                    

ერთი დღით ადრე:

მთხრობელის P.O.V.

- გაარკვიე?

-კი, ამას რა გარკვევა უნდოდა! არ მომკვდარა ისევ ჯანმრთელია და საღი!

-ფუ ამის დედამოვტყან!- იღრიალა, ფანჯარასთან მდგომმა, შავ სმოკინგში ჩაცმულმა ბიჭმა და ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, ძრის დაახეთქა.

- მაგრამ კიდევ მაქვს ერთი ამბავი!

- რა ამბავი?

- მოკლედ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ისე ვაწამოთ, რომ სიკვდილის დონემდე მივიდეს.

- ოჰჰ რას მელაპარაკები! ხანდახან რა ტვინი ხარ ხოლმე რა!- მიუახლოვდა.- ხოდა საქმეც ეგაა, როგორ უნდა ვაწამოთ როცა კარგად ჩხუბობს, საუკეთესო მიზანი აქვს, ვერ ვიჭერთ და ვერც ვკლავთ და გარშემო ყველა ფეხებზე კიდია!?- იღრიალა

- არა, ყავს საყვარელი ადამიანი, რომელსაც დღეს ოჯახურ ვახშამზე ნახავ.

- ნამიოკებს ნუ მირტყავ! თქვი დროზე!- მივარდა და ყელში წვდა.

- კ-კარგი!- ძლივს თქვა შეშინებულმა.- მოკლედ ერთი გოგო უყვარს და ჩემი ვარაუდით დღეს მის ოჯახში მიიყვანს. ზეგ კი მოვიტაცებთ!

- ასე ადრეული დასკვნები საიდან გამოგაქვს?

- ეს ერთი კვირაა ვუთვალთვალებ, ყველაფერი დაწვრილებით ვიცი!- ისტერიულად ჩაიცინა და საყელო გაისწორა.

დღეს

იუნას P.O.V.

თვალები ძლივს გავახილე. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა.  სიბნელე კიდევ უფრო მირთულებდა აღქმას. სკამზე ვიჯექი მიბმული, ხელები და ფეხები შეხვეული მქონდა, პირზე კი "სკოჩი" მქონდა აკრული. ვერ ვლაპარაკობდი, კივილზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ჩემს გარშემო შავებში ჩაცმული ბიჭები იდგნენ და სავარაუდოდ ჩემს გაღვიძებას ელოდებოდნენ.

?- გაიღვიძე ლამაზო?- მკითხა ჩემს წინ მდივანზე მჯდარმა ბიჭმა, რომელიც სავარაუდოდ უფროსი იყო. როცა მკითხა მაშინ გავაანალიზე თუ რა ხდებოდა. თვალები გავაფართოვე და ჩემი ჭკუით კივილი დავიწყე. თავის განთავისუფლებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ.

BOSS/უფროსი (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ