თავი 1: რაც არ გკლავს გაძლიერებს

262 9 0
                                    

დღეები უფერუდლებოდა, დღითიდღე ვგრძნობდი თუ როგორ იცვლებოდა ჩემი ცხოვრება უარესობისკენ ,არავინ იცოდა ჩემი ასავალ-დასავალი.დღეები თვეებად , წლებად და საუკუნეებად იწელებოდა. ჰორიზონტზე კი, ისევ ზღვა ლივლივებდა,ზღვა რომელიც თავისკენ მიხმობდა ,მაგრამ არის რაღაც რაც მაკავსბს , რა არის ეს არ ვიცი ალბათ იმედი იმისა რომ ვინმე გამიგებს ,მეტყვის რომ სიცოცხლე ღირს და სხვა თვალით დამანახებს აქაურიბას ალბათ ფერადად რომელიც უკვე 2 წელია შავთეთრი გახდა.
აი ისევ ზღვიდან მზე ზანტად ამოგორდა. მე ისევ ფიქრებში შემომათენდა . ყოველთვის ასეა ღამე ძალიან იდუმალია ირგვლივ ვარსკვლავები და მთვარე ანათებს ,რომელსაც ზღვა ირეკლავს და შიგნით შთანთქავს წყვდიადში რომელიც იდუმალია. ახლა კი მზე, დიდი უხილავი სხივები , სინათლე... ფიქრებს მიფანტავს და თვალებიც მიმძიმდება ..სულს ეხება და დიდ უფსკრულში მაგდებს სადაც არაფერია ჩემს გარდა , დიდი სიცარიელეა , ნელნელა ვიძირები , ვფიქრობ სულის ჭეშმარიტებაზე , თავად ვცდილობ ამ ჭაობიდან ამოვძვრე მაგრამ ძალა არ მაქვს, არ შემრჩა ბრძოლის უნარი , ყველა იმედი გამომეცალა მაგრამ იმის მჯერა რომ აქედან გამოსვაალი არსებობს , სხვა გვარად ვერ გადავრჩები, დროის უკიდურესობა მაჩქარებს გონებას მირევს და უფრო იწელება თითოეული ნაბიჯი , ახლა უფრო მეტს ვფიქრობ ვიდრე აქამდე ყველა სიტყვას ვუფიქრდები .
შევიცვალე ! ყველაფერი მეტად მადარდებს ვიდრე აქამდე და სწორედ აამან გამხადა ასეთი მგრძნობიარე ადამიანი შეიძლება ეს კარგია მაგრამ რაღაც დოზით ცუდიცაა , რადგან ამ ცხოვრებაში თუ არ შეგწევს ძალა გადარჩენისა ჩათვალე ტყუილად გიცხოვრია აქამდე და ამის იქითაც არაფერი გელოდება ! მთავარია ძლიერი იყო და გაითავისო ის რომ "რაც არ გკლავს გაძლიერებს" !...
ჩემი ცხოვრების ფერები არც თუ ისე ნათელია, დღითიდღე რაღაც უარესდება, ყოველი დღის ბოლო ცუდად სრულდება ჩემი ყოველი წარმოთქმული სიტყვა და მოქმედება არც თუ ისე სახარბიელოდ მთავრდება.
თავს მიტოვებულ კუნძულზე ვგრძნობ სადაც ველური არსებების გარდა არაფერი ბინადრობს, კუნძულზე სადაც ჩემი ადგილი არ მოიძებნება, სადაც ჩემი არ ესმით და ჩემი არსებობა შეუმჩნეველია, ეგ კი არა თავს უკარავენ აზრს ცხოვრებას.
ახლობლებთან სანუგეშოდ გაქცეული შინ უაზრო მაგალითებით ვბრუნდები, იმის ნუგეშით რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ეს ხომ დიდი სისულელეა, ეს ყველაფერი ჩემში ცხოვრობს, გულში რჩება იქ იდებს ბინას, არაფერი არ გადის, საერთოდ არაფერი რაც გულში გაქვს იმას ვერ ამოგლეჯ და ბუნკერში ვერ მოისვრი თითქოს არაფერი ყოფილა.
სამყარო ჩემს ჭკუაზე გადმომყავს ჩემი ფერებით ვხატავ მაგრამ არც თუ ისე ლამაზი ნახატი გამომდის, ჩემს გულში იმდენად ბინდია ნათელი ბედნიერი დედასთვის ადგილი არ მოიძებნება, მუდმივად რაღაც მაწამებს, გამოსავალი აქედან არ არსებობს. სუსტი არ ვარ ასეთი იმიტომ ვარ რომ დიდხანს ვცდილობდი ძლიერად დარჩენას მაგრამ ჩემი ფსიქიკა საკმოდ უბრძოლველი აღმოჩდა...

სასწაული | ლიამ პეინიWhere stories live. Discover now