ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.. ჯიმინმა მის ზემოდან მოქცეული ბიჭი დაინახა და მიაშტერდა.. თავის ფიქრებში იყო.. თავის სამყაროში დაკარგული.. არც კი შეუმჩნევია როგორ დაიწყო ცრემლებმა ლოყებზე ჩამოდინება.. სხეული ვერაფერს გრძნობდა.. მგრძნობელობა დაკარგული ჰქონდა.. მაგრამ აზრზე მალევე მოვიდა.. ეს ჩახუტება სიამოვნებდა მაგრამ ბიჭის მოშორებას მაინც ცდილობდა.. ცრემლებსაც ვეღარ იკავებდა.. არადა სძულდა ის როდესაც ვინმე ასეთ მდგომარეობაში ხედავდა მას..
"ვინ ხარ.."
"მე.. მე მინ იუნგი ვარ.."
ჯიმინი ამ ულამაზეს და უმშვენიერეს ადამიანს უყურებდა.. ფიქრობდა.. "რატომ მელაპარაკება.. რატომ ჩამეხუტა.. ასეთი მშვენიერი არსება მე რატომ მელაპარაკება.. აქ იმისთვისაა რომ რამე დამიშავოს?? რა უნდა.."
იუნგიმ ჯიმინს პატარაზე გაუღიმა.. მას მოსწონდა ის რასაც ახლა ხედავდა.. ყველაფერი აგიჟებდა უმცროსში.. მისი ხმაც კი.. ანგელოზია..
"იცი რომ სათვალეების გარეშე უკეთესად გამოიყურები.."
ჯიმინმა დაიმორცხვა.. იუნგის ეს უფრო ესიამოვნა.. სხეულში უცნაური გრძნობა ჰქონდა მაგრამ არ იმჩნევდა..
"რატომ მალავ ასეთ ლამაზ სახეს??"
ჯიმინს სახე ახლა უფრო გაუწითლდა.. არასოდეს არავის უთქვამს მისთვის კომპლიმენტი.. მას ჩაბეჭდილი აქვს ის რომ მახინჯია..
"რატომ მეუბნები რომ ლამაზი ვარ.. ვიცი რომ მატყუებ.. მაგრამ მაინც გმადლობ.."
"რა?! ჯიმინ.. არა შენ არ ხარ მახინჯი.. ძალიან საყვარელი ხარ.. გინდა პატარა საიდუმლო გითხრაა?? შენზე ლამაზი და საყვარელი არასოდეს არავინ არსად მინახავს.. "
ძლივს მალავდა მომცრო სხეული სიმორცხვეს.. მაგრამ თან ვერ მალავდა..
"ჩემი სახელი საიდან იცი?"
"ამმ.. სიმართლე რომ გითხრა.. შენი.. დღიური ვიპოვე გუშინ.. დაა.. მინდოდა რომ დამებრუნებინა.. "
ჯიმინის სახე ახლა უფრო წითელი გახდა.. არა იმიტომ რომ შერცხვა ან რაიმე ეგეთი.. არამედ იუნგის სიტყვების გამო.. იცოდა რომ მან წაიკითხა.. ალბათ იუნგიმ ყველაფერი წაიკითხა.. და მთელს სკოლას ეტყვის..
პატარამ სწრაფად დაავლო ხელი დღიურს და გაიქცა.. თან სათვალე გაიკეთა ცრემლების დასამალად..
.......
YOU ARE READING
My Diary**Yoonmin (Georgian translation)
Fanfictionჯიმინი დღიურს დაკარგავს რომელსაც შემდგომ იუნგი იპოვის.. ის ყველა მის საიდუმლოს გაიგებს.. შემდეგ.... აღებულია @yoonmined-დან🤗