შემდეგ დღეს ჯიმინმა ლინზები გაიკეთა.. თმებიც გაისწორა და ისე წავიდა სკოლაში..
ამ დროს, ყველა მას უყურებდა.. ყველა რაღაცას ჩურჩულებდა.. თავს არაკომფორტულად გრძნობდა.. ფიქრობდა რომ ისევ დასცინოდნენ.. ნეგატიურად ფიქრობდა..
თავი დახარა და სწრაფად წავიდა კლასისკენ..
კლასში თავიდან ყველა მას უყურებდა.. თავს დაუცველად და მძიმედ გრძნობდა.. ცდილობდა რომ ამდენი ადამიანის მზერა დაეიგნორებინა.. შეიძლება იუნგის იდეა არ გამართლდა.. ისევ მახინჯია.. ვერ იტანდა თავის სახეს..ზარი დაირეკა.. ლანჩის დროა.. თავისი ნივთები აიღო და გამოსვლას აპირებდა როდესაც იგრძნო თუ როგორ მიშტერებოდა ერთი გოგო.
როდესაც მას გახედა გოგომ გაუღიმა.. ძალიან დაიბნა მაგრამ მანაც გაუღიმა..
ეს მისთვის უცხო რამ იყო.. აქამდე იუნგის გარდა მისთვის არავის გაუღიმია.. ეს მას ბედნიერებას ჰგვრიდა.. ის სახურავზე ავიდა.. როგორც ყოველთვის.. იქ დაინახა მისი ერთადერთი მეგობარი რომელიც ელოდებოდა..
იუნგიმ ფართეთ გაუღიმა.. მისკენ წავიდა და ჩაეხუტა.. თან თმაზე გაეთამაშა..
ჯიმინი მის ასეთ ქცევაზე დაიმორცხვა და სახე ხელებით დაიფარა.. ბიჭი მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა.."შეწყვიტე ასე საყვარლად მოქცევა თორემ შეგჭამ.."
იუნგიმ ტუჩები შუბლთან ახლოს მიუტანა.. მის ცხელ სუნთქვას ჯიმინი გრძნობდა.. მას მოსწონდა ეს შეხება.. მას მოსწონდა ის თუ როგორ ეხუტებოდა უფროსი.. ის თუ როგორ უჩურჩულებდა პატარა გარყვნილობებს..მაგრამ ჯიმინი ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხუმრობით ხდებოდა ამიტომ ზოგჯერ იმედგაცრუებულიც რჩებოდა..
იუნგიმ მოულოდნელად მაჯაში წაავლო ხელი და შიგნით შეიყვანა.
"სად მივდივართ"
"დღეს ლანჩი არ გვინდა.."
"რა..?"
"მინდა რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო.."
"მაგრამ.."
"მაგრამ რა.."
"ალბათ დამცინებენ და დამამცირებენ.. არ მინდა რომ ეს გრძნობა კიდევ გამოვცადო.. გთხოვ.. უკვე შენ მყავხარ.. მეტი არავინ მინდა.. ჩემთვის ესეც მიღწევაა"
"ჯიმინ.. მენდობი?"
"არ ვიცი"
იუნგიმ მოულოდნელად ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცას ფიქრობდა.. ამავდროულად ნაწყენიც რამაც ჯიმინს დამნაშავედ აგრძნობინა თავი..
"და რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ შენი ნდობა მოვიპოვო.."
"არ ვიცი.. მაპატიე. არ ვიცი.. უბრალოდ.."
"ჯიმინ მიყურე.. უბრალოდ მინდა რომ ძლიერი იყო.. მინდა რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო რომლებიც ზოგჯერ იმის გამო მეჩხუბებიან რომ მთელ დროს შენთან ვატარებ და არა მათთან.. გეფიცები ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან.. მათ შეგიძლია ენდო.. ყველაფერში დაგეხმარებიან.. "
ჯიმინი უბრალოდ იღიმოდა.. მოსწონდა ის თუ როგორ ცდილობდა იუნგი მის დარწმუნებას..
"კარგი.. გენდობი იუნგი..
იუნგიმ სიხარულისგან დაიყვირასავით.. ბიჭს გადაეხვია და მისი საფირმო ღიმილით დაასაჩუქრა..
....
YOU ARE READING
My Diary**Yoonmin (Georgian translation)
Fanfictionჯიმინი დღიურს დაკარგავს რომელსაც შემდგომ იუნგი იპოვის.. ის ყველა მის საიდუმლოს გაიგებს.. შემდეგ.... აღებულია @yoonmined-დან🤗