15

2.8K 222 34
                                    

კვირა იყო და ჯიმინმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.. მის გაგზავნილ მესიჯებს იუნგი არ პასუხობდა და მოწყენილი იყო..

თავის მშობლებზე ეფიქრებოდა.. მიუხედავად იმისა რომ იცოდა თუ რაოდენ სძულდათ ის ოჯახში.. მაინც ძალიან ენატრებოდა..

თავისი ძმის გარდაცვალებამდე მშობლები მასთან შესანიშნავად იყვნენ.. ან თვით ჯიმინი ფიქრობდა ასე..

ის ძალიან შრომობდა კარგი ნიშნების მისაღებად მაგრამ, ეს ყოველთვის მეორე ხაროსხოვანი რჩებოდა.. 

მშობლები ყოველთვის თავის ძმას ადარებდნენ.. ეს უფრო ჩაკეტილს ხდიდა მას..

მართალია რომ ჯიმინი დედ-მამას ხშირად არ ელაპარაკებოდა.. ისინი ზედმეტად დაკავებულები იყვნენ თავიანთი სამსახურით თუმცა, შაბათ-კვირას ოჯახური სადილი ჰქონდათ ხოლმე.. ერთად სხდებოდნენ და ბევრს ლაპარაკობდნენ ხოლმე..

ჯიმინს თავისი უფროსი ძმა, ჯე უყვარდა..საერთო მიზნები ჰქონდათ.. მათ შორის ერთი წელი იყო გამსხვავებდა და ისე იყვნენ როგორც საუკეთესო მეგობრები..  როდესაც უჭირდათ ან დიდ განსაცდელში იყვნენ.. ერთმანეთის მხარზე ტიროდნენ და რჩევებს აძლევდნენ...

მაგრამ ყველაფერი უკუღმა წარიმართა უბედური შემთხვევის შემდეგ..  ჯე კომაში ჩავარდა.. ერთი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა..

ამ ყველაფრის შემდეგ.. ჯიმინის მშობლები ერთმანეთთან დისტანციას იჭერდნენ..  სამსახურშიც გაორმაგებულად მუშაობდნენ რომ როგორმე თავი დაეღწიათ რეალობას.. ეს ჯიმინზე ცუდად აისახა..

როდესაც მათთან დალაპარაკებას ცდილობდა ისინი სულ უყვიროდნენ ან აიგნორებდნენ მას.. ერთხელ დედამისმა უთხრა რომ მისი სახის დანახვა არ უნდოდა რადგან ჯეს სიკვდილში ის იყო "დამნაშავე"..

ჯიმინმა თავისი  ერთადერთი მეგობარი დაკარგა.. მის მერე გახდა ჯიმინის ცხოვრება ერთფეროვანი..

My Diary**Yoonmin (Georgian translation)Where stories live. Discover now