*მილა*
გუშინ ოთახში ამოვედი თუ არა საწოლზე მიმძინებია. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც მამაჩემის ყვირილი გავიგე, თუ როგორ მეძახდა ,,ადექი, თორემ სკოლაში დაგაგვიანდება-ო''. ნეტა მართლა ადარდებდეს ჩემი სკოლაში წასვლა-მოსვლის საკითხები, უბრალოდ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ მერე შემახსენოს.
-მილა, რა უმადური ხარ მე ხომ შეგიფარე გზრდიდი, შენს ცხოვრებაზე ვზრუნავდი.
ჯანდაბაშიც წასულა ასეთი ზრუნვა. გავხდები თვრამეტი წლის და სამუდამოდ მოვშორდები ამ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ზეინი ენით აუწერლად ცუდად იქცევა, მე მისი შეყვარება მაინც შევძელი. არ მაქვს მიზეზი, უბრალოდ ძალიან მიყვარს.
-მილა, კიდევ გავიმეორო რომ სკოლაში გაგვიანდება?!
-მოვდივარ!
ჩანთას ხელს ვკიდებ კიბეებზე ჩავდივარ. მისი ხმა მაფერხებს.
-დღეს ზეინი ადრე წავიდა. ფეხით წადი. მე არ მცალია.
-როგორც მიბრძანებთ.
ოდნავ ირონიულად ვეუბნები, ის კი ამით კმაყოფილი რჩება.
ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და მეის ვწერ და ვიღიმი, რადგან პასუხს მყისიერადვე მიბრუნებს. გარეთ გავდივარ. როგორც ჩანს ერთდროულად გავაღეთ კარები.
-ჰეი, მეი.
-სალამი!
ერთმანეთს ვუყვირით, რადგან რანდენიმე მეტრი გვაშორებს. საბოლოოდ კი მის წინ ვისვეტები.
-როგორ ჩაიარა გუშინდელმა დამღლელმა დღემ?
-როგორც ყოველთვის დამღლელმა დღემ დამღალა.
-მეც მინდა მუშაობა, მაგრამ მამაჩემი ნებას არ დამრთავს. მას როგორც ყოველთვის ოჯახის ეგრედ წოდებული რეპუტაცია ადარდებს!
-არც მამაჩემი მომცემდა უფლებას ცოცხალი რომ ყოფილიყო. ოღონდ არა რეპუტაციის დამდაბლების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო.
-ვიზიარებ. დიდი ხანია რაც დაიღუპა?
სახეზე მწუხარება დაეტყო. რა დებილი ვარ! არ უნდა მეკითხა.
-მეი, ბოდიში. მტკივნეული თემა არის და არ უნდა შევხებოდი. შენი მესმის!
-არა, გეტყვი. ზეინი და ბიჭები რომ წავიდნენ რამდენიმე თვეში. თითქმის ხუთი წლის წინ.
-ვწუხვარ. ბოდიში, რომ შენ გვერდით არ ვიყავი.
-არაუშავს... მაინც არავინ იყო მაშინ ჩემ გვერდით. ახლა ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ. თუნდაც მეორე დღეა.
აღარაფერი ვუპასუხე. გავუღიმე და გზა განვაგრძეთ.
-სკოლის მერე ნაყინზე წამოხვალ?
-კარგი, იქიდან კი ეგრევე სამსახურში გავალ.
-შენ რა, ყოველდღე მუშაობ?
-კი. უქმე დღეებშიც.
-ამდენს როგორ ახერხებ სწავლის და სკოლის პარალელურად?
-მიჩვეული ვარ. თავიდან მიჭირდა, მაგრამ ახლა სრულიად ჩვეულებრივ ვანაწილებ დროს.
-რომ დაისვენო ხოლმე არ გინდა? სახეზე გეტყობა რომ საერთოდ არ გიძინია.
-არ შემიძლია. ჩემი ძმა ბავშვთა სახლშია. მთელ ფულს მას ვურიცხავ. ჩემი თავისთვისაც არ მრჩება. მილა, გთხოვ არავის უთხრა.
-არა, სამარე ვარ! მეც დაგეხმარები ხოლმე. ერთად წავიდეთ. სხვა ბავშვებსაც ვუყიდოთ რაღაცები. სიმართლე გითხრა ადრე ამაზე არ მიფიქრია. წარმოიდგინე რამდენ პატარას გავახარებთ.
-მილა, უკვე შემიყვარდი!
-მეც. შენ ძალიან კეთილი ადამიანი ხარ. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ. ზებუნებრივი ნიჭი მაქვს. ადამიანების ამოცნობა შემიძლია.
ამდენ ლაპარაკში ვერც კი მივხვდი, როდის შევუხვიეთ სკოლის შესასვლელთან.
-ცხრილი ჯერ კიდევ ვერ დავიმახსოვრე. პირველი რა გვაქვს?
-მათემატიკა. ჩვენი დამრიგებლის გაკვეთილი.
-მეზარება.
-მეძინება.
-გვერდზე ლიამი გიზის და გამოგაფხიზლებს.
-შენ გვერდზე ვინ ზის.
-მასწავლებელმა ნაილი დასვა.
-ახლაც სიზმარში მგონია თავი. ისე მომენატრნენ ხუთ... ოთხივე.
-მერე შენსა და ზეინის ურთიერთობაზე უნდა მიამბო.
-კარგი.
კლასში შევედით. ხუთივე ადგილზე იჯდა. გამიკვირდა... უკან მათემატიკის მასწავლებელი მოგვყვა და ზარმაც რეკვა დაიწყო.
-დავიკავოთ ადგილები. დღეს განტვირთვის დღე გვექნება. არანაირი დავალება.
ჩემი ადგილი დავიკავე და მასწავლებლის მოსმენა განვაგრძე.
-მაგიდაზე მიწყვია სიგელები, რომელიც თქვენი ხასითისა და გარეგნობის გამომხატველი ტიტულები წერია.
ჩვენს ძველ სკოლაში ასეთი რამ არ იყო. უკვე მომწონს.
-ვინც ახალი გადმოსულია მის სახელს თქვენ შეარჩევთ. კარგით ვიწყებ. პირველი სიგელი.
სიგელს აკვირდება და თვალებს აწვრილებს რომ კარგად წაიკითხოს.
-სიგელი გადაეცემა ჯეკ როულს მასწავლებლების ტვინის შუაზე გახლეჩისთვის.
სიცილი მიტყდება, მაგრამ სამწუხაროდ არავინ მყვება, ამიტომ ხველას ვტეხ.
ჯეკი მასწავლებლისკენ მიდის სიგელს ართმევს და მობეზრებული სახით უბრუნდება ადგილს.
სანამ ჩემთვის ცნობილი სახელი და გვარი არ დაასახელეს, მასწავლებლისთვის არ მომისმენია.
-სიგელი ეძლევა მეივის მენდესს მეთერთმეტე კლასის ფრიადზე დამთავრებისთვის.
მეღიმება და მეისკენ ვიხედები.
-მივულოცოთ ის ოქროს მედალოსანია!
-გილოცავ, ქალბატონო მეივის.
ირონიულად ამბობს კრისტინა.
-რა საჭირო იყო ამხელა წარწერა, უბრალოდ მიგეწერათ ,,სკოლის ყველაზე დიდი ნერდი''.
ამატებს ლორენი.
მეი ლორენისკენ იხედება ღიმილით და ამბობს.
-მშვენიერი იდეაა.
პარალელურად ადგილიდან დგება მასწავლებელს ფურცელს ართმევს და უკან მოდის.
-აბა, ბავშვებო, მილას რა ტიტული მივანიჭოთ?
კლასს თვალი მოვავლე. მხოლოდ ის სამეული იწევდა ხელს.
-კრისტინა გისმენ.
-ვფიქრობ არ არის საჭირო ზედმეტად დიდი წინადადება. უბრალოდ ,,მახინჯი'' დაწერეთ. ვიზუალურად შეესაბამება, ბევრი დამეთანხმებით.
რაღაცის თქმას ვაპირებდი თუმცა მეივისმა დამასწრო.
-დიდი ხანია თვრამეტი წლის გახდი და დედიკომ პლასტიკური ოქერაციების გაკეთების ნება დაგრთო?
ამჯერად მთელი კლასი სიცილს იწყებს ჩემი ჩათვლით. მხოლოდ მეი უყურებს სერიოზული გამომეტყველებით კრისტინას პასუხის მოლოდინში.
-კარგით, მის მეივის, როგორც ჩანს, თქვენ დაუახლოვდით მას. გექნებათ კრეატიული იდეა.
-ვფიქრობ...
ჩემკენ იხედება და მაჩერდება.
-ალბათ პოზიტიური.
-მშვენიერია.
მეღიმება, რადგან პირველია ვინც პოზიტიური მიწოდა. ძალიან გამიმართლა ასეთი მეგობარი რომ შევიძინე. ის ძალიან კარგი ადამიანია... თანდათან ვრწმუნდები რომ ადამიანის გასაცნობად წლები არ არის საჭირო... ასე მგონია წლებია ვიცნობ. ეს ურთიერთობა უნდა შევინარჩუნო. ის ძალიან... ძალიან კარგი ადამიანია!!!
-------------------------------------------------------
თქვენი აზრის მოლოდინში ყოველდღე ხუთასჯერ შემოვდივარ, მაგრამ კომენტარები არ მხვდება... ❤️
YOU ARE READING
Promise! (Zayn Malik and Louis Tomlinson Fanfiction) (ქართულად)
Fiksi Penggemarმათ იციან, რომ ცუდი ცხოვრება აქვთ, თუმცა ის არ იციან, რომ ბედისწერა უარესს უმზადებთ!..