:1:

258 36 3
                                    

ხელებგაოფლიანებული ვეჯაჯგურებოდი სადენს. თავში ჩაჭრის აზრები მიტრიალებდა, რაც დაწყნარებაში არ მეხმარებოდა.

მექანიზმმა ერთი გაიჩხაკუნა და მოძრაობა ისევ განაგრძო.

'გამოვიდა!'

ცახცახით და ნერვიული ღიმილით უკან დავიხიე და 054-ის წარმომადგენელს საშვალება მივეცი ნაშრომის შეფასება გაეგრძელებინა.

ქერა თმიანი ქალი მექანიზმს უბრალოდ დაჰყურებდა. ქულის დაწერას არ ჩქარობდა. მე კი უფრო და უფრო ვნერვიულობდი.

ეს ჩემი პირველი გამოცდა არ იყო, მაგრამ შუა შეფასებისას პირველად გამიფუჭდა ნაშრომი. ეს კი ბლომად ქულებს ჩამომაკლებდა.

ვაი და, ათეულში ამის გამო ვერ მოვხვდე?!

დარბაზში ასი მოსწავლე იყო. ყველა ერთი მიზნით შეკრებილნი: ცდილობდნენ 054-ის სამეცნიეროში მოხვედრას. 054-იდან გამოგზავნილ თანაშემწეებისთვის ვცდილობდით დაგვემტკიცებინა რომ ამის ღირსნი ვიყავით.

თუ ამ გამოცდებს წარმატებით გაივლიდი და ათეულში მოხვდებოდი, შანსი ძალზე დიდი იყო იმისა, რომ ოთხ წლიანი სწავლების შემდეგ 054-ში მეცნიერად მიეწვიეთ.

დღეს მეორე კურსელებს ჩაგვიტარეს გამოცდა. წინა წელს, პირველ კურსზე ასიდან მერვე ადგილი დავიკავე, რაც ძალიან კარგი იყო. ამდენ ნიჭიერ და მიზანდასახულ მოსწავლეებს შორის ოცეულში მოხვედრაც სასწაული იქნებოდა.

არც ოცეულში მოხვედრა იყო წამგებიანი. ოცეულში მოხვედრისას, სამეცნიეროში მიღების შანსი 70%-ით გეზრდებოდა, ოცდაათში ან ოცეულში მოხვედრისას - 50%-ით.

აი თუ იმათ შორის აღმოჩნდი ვინც ორმოცეულში დაიკავა ადგილი, ჩათვალე რომ წელს ჩაიჭერი.

რათქმაუნდა 054-ში ჰყავდათ მომუშავეები რომლეიც ოთხ წლიანი სწავლების დროს, მაგალითისთვის #55 ადგილზე მოხვედრიან გამოცდის შედეგებით, თან ზედიზედ ორჯერ, მაგრამ სამეცნიეროს ის მაინც აუყვანია.

ნეფელიბატა | პ.ჯმ×☇Where stories live. Discover now